კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რატომ არ უნდა შეიცვალოს ქალი ქმრის გულისთვის და რით არის საშიში ის მამაკაცი, ვისაც უთქვენოდ ცხოვრება არ შეუძლია

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ოჯახის შექმნისა და დანგრევის სტატისტიკა სოციალური კატასტროფასავით გამოიყურება. ეს განსაკუთრებით ბოლო  დროს არის თვალშისაცემი. განქორწინებათა რაოდენობა, პრაქტიკულად, გაუტოლდა ქორწინებათა რაოდენობას. მიზეზებზე საუბრობენ როგორც ფსიქოლოგები, ისე სოციოლოგები. ფსიქოლოგთა მტკიცებით, ეს, ძირითადად, იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა არ იციან, რატომ ქორწინდებიან. მათ არ აქვთ გაცნობიერებული საკუთარი გადაწყვეტილების სერიოზულობა.  როცა შეყვარებული ხარ, ძნელია, მიხვდე, ბედნიერი ოჯახის შექმნას შეძლებ თუ  განქორწინებათა სტატისტიკას შეავსებ.
  დიანა (34 წლის): რა თქმა უნდა, ბედნიერი ოჯახებიც არის. ამის მაგალითები არსებობს, ოღონდ ძალიან ცოტა. თავად რომ შემექმნა პრობლემა, მერე დავიწყე ამის გამოკვლევა. სტატისტიკასაც გავეცანი და აღმოვაჩინე, რომ ათასი ოჯახიდან რეალურად ბედნიერი მხოლოდ სამი თუ მოიძებნება. მთავარი კი, იცით, რა არის? მხოლოდ ბედნიერი ოჯახია ნორმალური, ორი უბედური ადამიანის თანაცხოვრება  კი პათოლოგიაა.
– იმის თქმა გინდათ, რომ ოჯახების უმრავლესობა უბედურია?
– აბა,  რის გამოა ამდენი განქორწინება? თქვენ რით ახსნით? არ ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ადამიანები მეუღლის არჩევაში ცდებიან? ძალიან ცუდია, რომ ჩვენ არ გვასწავლეს ფიქრი, არ გვასწავლეს ქმრის ან ცოლის შერჩევა. „არასოდეს გაწყენინებ“, „მოდი, სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიყოთ“... ჩვენ მხოლოდ გაცვეთილ ფრაზებს ვიმეორებთ, მის შინაარსს კი საერთოდ არ ვაცნობიერებთ. განსაკუთრებით საშიშია სიყვარულის ასეთი ახსნა: „უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია“.
– საინტერესოა, რით არის საშიში ეს საკმაოდ პოზიტიური ფრაზა?
– იმით, რომ  სატყუარაა. „უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია“ – ეს ხომ სიმართლე არ არის. რაღაც აფექტის მდგომარეობაშია ნათქვამი და მერე, სწორედ, ამის მთქმელი ადამიანები ღალატობენ იმას, ვის გარეშეც სიცოცხლე არ შეეძლოთ. რა ემართება სიყვარულს დროთა განმავლობაში, სად მიდის? აქ პასუხი მარტივია: დროთა განმავლობაში სიყვარული, თუ ის ნამდვილად იყო, ძლიერდება და ძლიერდება... მაგრამ  დასაწყისშივე თუ არ არსებობდა, ურთიერთობა უარესდება და უარესდება.
– მამაკაცი და ქალი ქორწინებას ხომ ერთნაირად ხედავენ.
– ხომ იცით, ჩვენთან როგორც ხდება – არიან კაბიანები და შარვლიანები. გენდერი მხოლოდ ფორმალობაა. საერთო მსოფლმხედველობა უნდა შედგეს. სიყვარული ერთმანეთის ყურება კი არა, ერთი მიმართულებით ყურებაა. მე ეს არ ვიცოდი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა არ იცის. მამაკაცები ხშირად ამტკიცებენ, რომ ღალატი აუცილებელია. ესენი ის მამაკაცები არიან, რომლებიც ასეთივე წარმატებით დაგიწყებენ მტკიცებას, რომ უთქვენოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ. იმედია, დამეთანხმებით, რომ ღალატი, ძირითადად, იმის გამო ხდება, რომ ადამიანები თანამგზავრის არჩევაში ცდებიან. თუ დაქორწინდით და მიხვდით, რომ შეცდით, რა თქმა უნდა, მერე ვიღაც სხვა მოგეწონებათ.
– ცოლებიც რომ უყვართ და ვერ სცილდებიან, ეს როგორაა?
– ასეთ კაცებს საერთოდ არავინ უყვართ საკუთარი „ეგოს“ გარდა. არც კი იციან, სიყვარული რას ნიშნავს. ვერავის გადააკეთებ. უნდა აიღო მზა პროდუქცია და არა ნახევარფაბრიკატი. მხოლოდ ერთი ადამიანის ხელახლა აღზრდაა შესაძლებელი – საკუთარი თავის. შეგეშალა? – მაშინ უნდა დაშორდე და სხვა ეძებო.
– რომ ეძებო, არის უკეთესი?
– გეთანხმებით, ეგეც პრობლემაა. ამიტომაც ბევრი ქალი ამჯობინებს „შეჩვეული ჭირის“ გარემოცვაში ცხოვრებას, უძნელდება გადაწყვეტილების მიღება და სიტუაციის რადიკალურად შეცვლა. არსებობს ასეთი თეორია, რომ ქალი უნდა იყოს მამაკაცის შთაგონების წყარო, ქმარს კომფორტული პირობები შეუქმნას და ამავე დროს მის ჩრდილქვეშ იყოს... საშინელებაა, მონური ფსიქოლოგია და დამღუპველი სტერეოტიპი! მამაკაცს არ სჭირდება, რომ შთააგონონ. ის თვითონ არის შთაგონებული თავისი მუშაობითა და მისი შედეგებით. რატომ უნდა გაწირო თავი ფსევდოფასეულობისთვის. ქმარი მამაკაცი უნდა იყოს და არა უბრალოდ „შარვლიანი“.
скачать dle 11.3