კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№45 რატომ უთვალთვალებდნენ ნინო ხაჟომიასა და აკაკი გოგიჩაიშვილს ყველგან და როდის ემუქრებოდა მათ სიცოცხლეს საფრთხე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნინო ხაჟომიამ ცოტა ხნის წინ ურთიერთობის 18 წლის იუბილე აღნიშნეს. როგორც ამბობენ, მათი ურთიერთობა ქართული რეალობისთვის არასტანდარტულია. თუ რაში გამოიხატება ეს, თავად მათგან შეიტყობთ.
  აკაკი გოგიჩაიშვილი: არც ნინოა სტანდარტული, არც – მე და შესაბამისად – არც ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი ოჯახი არასდროს ყოფილა ოჯახი, სადაც კაცს კაცის ფუნქციები აქვს და ქალს – ქალის. ჩვენი ურთიერთობა ქართული რელობისთვის არასტანდარტულია. თანაბრად ვინაწილებთ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს. მე რომ სამსახურიდან მივდივარ, სულაც არ მოველი, რომ გაშლილ სუფრაზე ცხელი სადილი დამხვდება. დილით თუ პერანგი მაქვს გასაუთოებელი და ნინო ადრე არაა ასადგომი, მე მას არ გავაღვიძებ ტექსტით: „ქალო, პერანგი გამიუთოვე!“ თავად მივხედავ საკუთარ თავს. როცა საქმე ბავშვების მოვლა-პატრონობას ეხება, ორივე თანაბრად ვიღებთ პასუხისმგებლობას.
  ნინო ხაჟომია: მეც ჩვეულებრივად ვაკეთებ მამაკაცის საქმეს, არაფერი მეთაკილება. იმიტომ, რომ არ ვყოფ საქმეებს კაცისა და ქალის გასაკეთებლად.
  აკაკი: უფროსი შვილი მეთერთმეტე კლასშია, მაგრამ გამორიცხულია, რამე დავაძალოთ, თუნდაც საშინაო დავალების გაკეთება. უბრალოდ, ვუხსნით, თუ არ ისწავლის, ამას რა მოჰყვება. არაა აუცილებელი, ყველამ უნივერსიტეტში ჩააბაროს ან უცხოური დიპლომი აიღოს. არ გინდა? კი ბატონო. არ ვფიქრობ, რომ სათაკილოა, თუ მზარეულობას ან ავტოხელოსნობას გადაწყვეტს. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ჯერ 16 წლისაა და გზა შენ უნდა მიუთითოო, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მე, პირადად, ყველაფერი მიმითითეს და ვფიქრობ, რომ ეს არაა სწორი. მეტი დამოუკიდებლობაა საჭირო. ასე ვიქცევით უმცროსთან მიმართებაშიც.
  ნინო: ყოფილა შემთხვევა, რომ პიჟამათი წასულა ბაღში, იმიტომ, რომ ასე უნდოდა. ყოველთვის დიდი ადამიანებივით ვესაუბრებით და ჩვენთვის მათი აზრია პრიორიტეტული. მითითებით – კი ბატონო, მაგრამ მათ არჩევანში არასდროს ვერევით.
– ნინო, სოციალურ ქსელში წერდი, რომ შენი გაძლება არ არის მარტივი. რატომ?
– გოგიჩაიშვილისთვის გაუსაძლისია ჩემი ჰიპერაქტიურობა. სამი დღე გუდაურში ვიყავი და რომ ჩამოვედი, რა კარგი იყო, დავისვენეო, მითხრა (იცინის). რომ ვიღლები, სულ ვჩხუბობ და თან, ყველაფერზე, უმიზეზოდ. თუმცა, იცის, რომ ეს დაღლილობის ბრალია და არასდროს აქცევს ყურადღებას, რაზეც კიდევ უფრო ვღიზიანდები (იცინის). თვითონ ძალიან მშვიდია. უნაკლო არცერთი არ ვართ, მაგრამ 18 წელი დიდი გამოცდილებაა და ამან ორივეს დათმობები გვასწავლა. თუმცა კონფლიქტი არასდროს იწყება აკაკისგან (იცინის). 18 წელი ჩვენი თანაცხოვრების პირველი ეტაპია. ჩემი ჰიპერაქტიურობიდან გამომდინარე, დიდი გეგმები მაქვს. მეორე ეტაპზე მე და აკაკი სოფელში გადავალთ საცხოვრებლად. გვექნება ვენახი, გვეყოლება ძროხები, ქათმები და ასე
შემდეგ. აუცილებლად მექნება ჩემი ღვინო.
– სოციალურ ქსელში წერდი, როცა საგამოძიებო გადაცემაზე ვმუშაობდით, სერიოზული სტრესისა და მუქარის ქვეშ ვიყავითო და ამ ფონზე, თქვენს ოჯახს ბევრი სირთულის გამოვლა მოუხდებოდა.
– ყველა გადაცემის წინ ჩემი ოჯახი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა. მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ: ახლა შენ ქმარს ჩამოვკიდებთ, გავპარსავთ, გავატყავებთ. მაგრამ არცერთი არ ვართ მშიშარა და გავართვით თავი.
  აკაკი: ეს იყო ერთადერთი საგამოძიებო გადაცემა და უზარმაზარი სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა. ჩვენს კარიერაში ეს რომანტიზმის პერიოდი იყო. გვჯეროდა, რომ იმ საქმეს ვაკეთებდით, რომელიც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანდა. პირველად მიეცა ხალხს ლაპარაკის საშუალება, მანამდე სულ მთავრობა ლაპარაკობდა. ეს იყო რევოლუციური ნაბიჯი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით. ოფისში ტყვია გვესროლეს, მუდმივად უშიშროების მანქანა დამყვებოდა, ვაჟაზე კინაღამ ჩაგვცხრილეს, მშობლები სამსახურებიდან გაუშვეს. ნინოს ძმა დააკავეს და ციხეში ეუბნებოდნენ, შეწყვიტოს ეს გადაცემაო. გენერალურმა პროკურორმა დამიბარა და მითხრა: უნდა დახურო ეს გადაცემა, თორემ ზემოდან მეუბნებიან, შენი ლიკვიდაცია მოხდებაო. მოლოდინი, რომ შეიძლებოდა, ვიღაცას ქუჩაში მოვეკალით, იყო.
  ნინო: ერთ-ერთ გამოძიებაზე საფრთხე იმდენად დიდი იყო, მე და აკაკის სამსახურთან მანქანა გვაკითხავდა, უკანა „სიდენიებზე“  ვწვებოდით, და ისე ვმგზავრობდით. გაგვაფრთხილეს, ერთი და იგივე სახლში არ დარჩეთო და სხვადასხვა სახლში მივდიოდით.
  აკაკი: მივიდოდით და სახლი გვხვდებოდა გატეხილი, მაგრამ წაღებული არაფერი იყო, სამჯერ-ოთხჯერ...
  ნინო: ერთ დღეს გვძინავს მშვიდად და ბურღის ხმა გვაღვიძებს. მეზობელმა გახვრიტა კედელი და თითი გამოყო ჩვენს სახლში (იცინის). ყოველთვის ვიცოდით, რომ დაკვირვების ობიექტები ვიყავით. მოსასმენი საშუალებები იყო დამაგრებული.  თუმცა არ ვართ ის ტიპები, ამ ყველაფრის გამო, უკან რომ დაიხევდნენ. დღემდე ყველაფერში რისკზე მივდივართ.
– 18 წლის განმავლობაში თქვენი ურთიერთობა არასდროს დამდგარა საფრთხის ქვეშ?
– ერთხელ სამი თვით დავიშალეთ, მაგრამ შევრიგდით. ორივეს გვჭირდებოდა ერთმანეთისგან დასვენება. მერე უფრო საინტერესოდ აეწყო ჩვენი ურთიერთობა. დაშლის მომენტში მივხვდით, რომ ერთმანეთი გვჭირდებოდა. ის კი არა, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო, უბრალოდ, ერთად გაცილებით კომფორტულად ვიყავით.
– „რუსთავი 2-იდან“ წამოსვლა, ალბათ, მარტო ბიზნესს არ უკავშირდებოდა.
– ბუნებით ძალიან ავანტიურისტი ვარ. მივხვდი, რომ ტელევიზიაში ჩემი თავი ამოვწურე. მე დღეს აღარ ვუყურებ ტელევიზორს, ჩემთვის საინტერესო აღარაა, რადგან ერთ ეტაპზე გაჩერდა. ამიტომ მეორე ჰობი ვაქციე ბიზნესად. კაფე მაქვს გუდაურში. ყველაფერი თავიდან ვისწავლე. ძალიან რთული იყო. მთაში ბიზნესის კეთება ადვილი არაა. მაგრამ გამიმართლა, რომ საერთო მიზნით პატარა ოჯახი შევიკრიბეთ. ათ საუკეთესო რესტორანთა სიაში ვყოფილვარ, შემთხვევით აღმოვაჩინე და ძალიან გამიხარდა. აკაკის თოვლზე ალერგია აქვს და ერთხელ არაა ჩემთან ნამყოფი. წარმოდგენაც არ აქვს, რა გავაკეთე. ახლა უნდა გავკოჭო და ისე ავიყვანო (იცინის).
  აკაკი: ჩემი პირველი პროფესია გეოლოგიაა. წლების განმავლობაში, წლიდან ექვს თვეს მთაში ვატარებდი. ქვების შესწავლით ვიყავი დაკავებული და ინტერესი ამოვწურე.
  ნინო: ინტერესი კი არ ამოწურა, ერთხელაც თუშეთში ჩამოთოვა და ვერტმფრენმა ვეღარ ჩააკითხა და აღმოჩნდა მთაში მიკრული ზურგჩანთაში ქვებით. მიხვდა რომ მისი ფეხი იქ აღარ იქნებოდა და ახლა გაგონებაც კი არ უნდა (იცინის).
– ნინო გემრიელი კერძებით არ განებივრებთ?
– ფანტასტიკური მზარეული ვარ, უბრალოდ, არასდროს ვაკეთებ საჭმელს, რომელიც ჩემი დროის ნახევარ საათზე მეტს წაიღებს. შაბათს ან კვირას ვახშამი აუცილებელია, სხვა დროს არ გამოდის, დროის ნაკლებობის გამო.
  აკაკი: როცა ცოლად მოვიყვანე, საჭმელსაც აკეთებდა და ნამცხვრებსაც, მერე რომ „გაინაღდა“, გაჩერდა (იცინის). შეიძლება, ოჯახიდან მოვიდა ასეთი მომზადებული. მთელ საშინაო  საქმეებს ხუთიანზე ასრულებდა. ჩვენი ნათესავებიც კი ამბობდნენ, როგორი მშრომელია, ასეთი არავინ გვინახავსო. მაგრამ მერე მე თვითონ სხვანაირად დავაყენე საქმე: შემეძლო ჭურჭელიც გამერეცხა, ბავშვებისთვისაც მიმეხედა, დამელაგებინა... ორივე ვმუშაობდით და სამსახურის შემდეგ დამატებით საქმეების გაკეთებას ვერ ასწრებდა. ამიტომ ბუნებრივად გადავინაწილეთ საშინაო ვალდებულებები.
  ნინო: გოგო არ მყავს, ძმისშვილი მყავს და სულ ვეუბნები, თუ გოგიჩაიშვილისნაირს ნახავ, გაყევი, სხვა შემთხვევაში, არც კი იფიქრო გათხოვებაზე-მეთქი. მაგრამ ეს უკანასკნელი მოჰიკანი იყო და მე „დავითრიე“ (იცინის).
  აკაკი: ჩემზე 11 წლით უმცროსია. როცა დავქორწინდით, მე 33-ს ვიყავი, ნინო – 22-ის. მაშინ ეს დიდი განსხვავება არ იყო, მაგრამ ასაკთან ერთად, სხვაობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მათ შორის, ინტერესების თუ აქტივობის კუთხით. ამას რომ ახლა კლუბში წასვლა უნდა, მე მირჩევნია, სახლში ფილმს ვუყურო (იცინის). თუმცა, ეს გაცნობიერებული რისკი იყო.
  ნინო: საღამოს თაფლში ვაწვენ და ისე ვინახავ, რომ არ დაბერდეს (იცინის).
– მაყურებელი, ალბათ, მოელოდა, რომ თქვენთვის ჩვეული აქტიურობით რომელიმე არხზე გამოჩნდებოდით.
– ბედნიერი ვარ, რომ ტვინს ამდენი ნაგვით აღარ ვივსებ. არც მიფიქრია ტელევიზიაში დაბრუნებაზე. აკაკის ერთადერთხელ ვკითხე, დაბრუნდები, კარგი ანაზღაურება რომ შემოგთავაზონ-მეთქი და არაო. ჩვენ 2003 წელს ამერიკაში წავედით სასწავლებლად, იმიტომ, რომ მაშინ მედიაში ძალიან აირია სიტუაცია. ახლაც მსგავსი სიტუაციაა. მე არ მინდა ასეთ მედიაში მუშაობა.
  აკაკი: 2003 წელს რეჟიმი შეიცვალა, დიდი მოლოდინები გვქონდა, მაგრამ რეალურად ყველა თოქ-შოუ გააჩერეს. ხელფასს გვიხდიდნენ იმაში, რომ არაფერი გვეკეთებინა. ეს სრულიად მიუღებელი იყო. სტედფორდში ორწლიანი პროგრამით წავედი, იმ იმედით, რომ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი შეიცვალა. ახლა რომელ არხსაც ჩართავ, წინასწარ იცი, რაზე იქნება საუბარი. ტელევიზიას კიდევ რამდენიმე წელი დარჩა არსებობისთვის. მომავალი ინტერნეტტელევიზიისაა. ჩემი გადაცემა „ბიზნესი ონლაინ“ ერთგვარი ექსპერიმენტია ჩემი მხრიდან და ვხედავ, რომ ინტერესი არის.

скачать dle 11.3