კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№45 ნიკა ქავთარაძე: ჩემი თავისუფლების ღირებულება დაშვებული შეცდომებია

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე ახალი გმირი გამოჩნდა – თეთრ, გახამებულ პერანგში, „პაწიაჟკებით“, ჟაკეტში, აკადემიურ სტილში გამოწყობილი ტროლების დირექტორი. როგორც ამ როლის შემსრულებელი ნიკა ქავთარაძე ამბობს, საკმაოდ კარგად გრძნობს თავს კამერების წინ, ახალ ამპლუაში. დირექტორის სკამიც კარგად მოირგო და ეცდება, მიუხედავად უარყოფითი პერსონაჟისა, ხალხს ეს გმირი მაინც შეაყვაროს.
  ნიკა ქავთარაძე: სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ პირველივე დღიდან ვუყურებ. მას ჩემი ახლო და საყვარელი მეგობრები აკეთებენ. შეიძლება, რომელიმე სერია არ მინახავს, მაგრამ სეზონი არ ჩამიგდია. ასე რომ, მისი ერთგული და გულშემატკივარი მაყურებელი ვიყავი და ახლა თავად აღმოვჩნდი ამ სერიალში. ირაკლი საღინაძემ მომწერა: შენი დატესტვა გვინდა ერთ-ერთ როლზეო. მივედი ქასტინგ-მენეჯერთან, ეკა მჟავანაძესთან, ტესტი გავიარე, მოეწონათ და დამამტკიცეს.
– იყო ეს შენთვის მოულოდნელობა და თუ ელოდი, რომ ერთ მშვენიერ დღესაც პირდაპირ დირექტორის სავარძელში აღმოჩნდებოდი?
– არა, ამ შემთხვევაში დირექტორის თანამდებობას არ ჰქონდა გადამწყვეტი როლი. ძალიან სასიამოვნოა ამ გუნდთან მუშაობა. საუკეთესო და  რეიტინგული პროდუქტის ნაწილი რომ ხდები, ეს დიდი სიხარული და ბედნიერებაა. სულ რამდენიმე სერია გავიდა და ბევრი მწერს და მირეკავს. მოკლედ, ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს, მოსწონთ ჩემი გმირი და მეც ვცდილობ, უფრო და უფრო კარგი ვიყო და გამომივიდეს ის, რასაც ვაკეთებ. ერთმა დაწერა: ისეთი სახე შექმნა ნიკამ, „ოსკარი“ კი არა სამყაროს ჯილდო ეკუთვნისო. მთლად ამისთანაც არაფერი გამიკეთებია (იცინის). ეს სერიალი და როლი ჩემთვის ახალი გამოწვევაა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.  წლების წინ, იუმორისტულ სერიალ „მუსკულებში“ ვთამაშობდი. ახლა, ახალი გმირი მყავს და რა გაგრძელება მოჰყვება ამ მეორე სატელევიზიო ტალღას ჩემს კარიერაში, ამას დრო გვიჩვენებს. მოკლედ, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავარ, საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებ, ბევრს ვმუშაობ და ამას უნდა გავართვა თავი, ესაა ახლა ჩემთვის მთავარი.
– როგორ გგონია, შენს გმირს შეიყვარებს ხალხი?
– ძალიან ცუდი ტიპია, მაგრამ, თუ მაქსიმალურად ვეცდები, შეიძლება ეს კაციც თავისი უარყოფითი თვისებებით შეიყვარონ. გმირი, მაინცადამაინც მისაბაძი ხომ არ უნდა იყოს? შეიძლება, ის გიყვარდეს, იმიტომ რომ, უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებს და თავისებურად კარგად.
– შენი გადმოსახედიდან, როგორი დირექტორი ხარ?
– მიზანმიმართული, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი და გაიძვერა ტროლების ქარხნის დირექტორი ვარ – ელვირი, ასე გადაწყვიტა ქეთი დევდარიანმა (იცინის). ღმერთმა ნუ გაგვხადოს რეალურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი. ჩაცმულობის თავისუფალი სტილი მაქვს, მაგრამ ამ როლში აკადემიურად ჩაცმული ვარ და ესეც მოვირგე, ამ ტიპაჟს უხდება.
– ერთი პერიოდი, ტაქსისტიც იყავი. ახალმა რეგულაციებმა შეგიშალა ხელი, ორი დიპლომი არ გაქვს თუ დირექტორ კაცს, ტაქსაობა აღარ გეკადრება?
– (იცინის) მართალია, ორი დიპლომი არ მაქვს, ერთი მაქვს და ესეც მყოფნის, მაგრამ ჩემი ტაქსისტობა ინტერნეტ-პროექტი იყო და დასრულდა. ზოგადად, ახლა ტაქსისტსაც სჭირდება დიპლომი. „შმაქსში“ მძღოლი რომ ლექციას გიტარებს, ცოდნაც შესაბამისი ხომ უნდა ჰქონდეს? ასე რომ, დიპლომიანობა ტაქსისტებსაც წაადგებათ. ზოგადად, „შმაქსაობასთან“ კარგი დამოკიდებულება მაქვს, არ ვიტყოდი უარს, მაგრამ დროის უქონლობის გამო, დირექტორი კაცი ტაქსისტობის შეთავსებას, ალბათ, ვერ შევძლებ (იცინის).
– მახსოვს, თმა გადაინერგე, თუმცა, შედეგს ვერ ვხედავთ. რაშია საქმე?
– კი გადავინერგე, მაგრამ ცუდ კლინიკაში და არ ამოვიდა თმა. მითხრეს, ამოვაო, მაგრამ მოვტყუვდი. ბევრი მეუბნება, თმიანი ნიკა ვერ წარმოგვიდგენიაო. რატომ ვერ წარმოუდგენიათ, რა, მელოტი კი არ დავიბადე. 22 წლისას დამეწყო ცვენა, კაი ხანია, თმის დავარცხნაზე ჩავიქნიე ხელი და აღარც ვფიქრობ.
– რამდენად ხშირად გიმართლებს ცხოვრებაში და როცა წარუმატებელი პერიოდი დგება, დეპრესია თუ გიტევს?
– შანსები, რომელსაც ცხოვრება მაძლევს, ხან ვიყენებ, ხან არა. მაგალითად, ეს სერიალიც ჩემი შანსია და ვეცდები, წარმატებულად გამოვიყენო. წარუმატებელი პერიოდებიც ხშირად დგას, მაგრამ, რომ ვაკვირდები, ბევრის წარმატებას მირჩევნია, ისევ წარუმატებელი ვიყო. კომპრომისებზე წასვლის ამბავია. ზოგს უღირს რაღაცებზე თვალის დახუჭვა და ასე წარმატების მიღწევა. მე კი წარმატების გამო ყველაფერზე წამსვლელი არ ვარ და ვერც თვალს დავხუჭავ. მე ხომ ელვირი არ ვარ? ისაა ყველაფერზე წამსვლელი (იცინის). ცხოვრებამ რაც  უნდა „დარტყმა“ მომაყენოს, ჩემი დეპრესიაში ჩავარდნა წარმოუდგენელია. შეიძლება, დეპრესიის მიზეზი ბევრი რამე გახდეს, მაგრამ მე ჯერ არ შევუწუხებივარ და, იმედი მაქვს, ასე გაივლის ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც.  როცა ცხოვრება დარტყმას გაყენებს, ხან იგებ, ხან აგებ, ხან ფრეს ამთავრებ, ხან მოტივირებული ხარ და ხან –  დემოტივირებული. ამ შემთხვევაში ჩემი მოდელი არ არის უნიკალური – როგორც ყველა უძლებს, ისე ვუძლებ მეც.
–  თუ მოგცა ცხოვრებამ ისეთი შანსი, რომელზეც უარი თქვი და მერე ინანე?
– განწყობების ამბავია. ზოჯერ შეიძლება, ინანო, ზოგჯერ საერთოდ დაგავიწყდეს. გააჩნია, რა ხასიათზე ხარ და პრობლემებს რა ჭრილში უყურებ. საკუთარი თავისთვის თუ რამე გამიფუჭებია, თორემ  სხვისთვის – არაფერი და, ამიტომ, ამ მხრივ, სინანული არ გამაჩნია. ჩავთვალოთ, რომ შანსი, რომელიც ცხოვრებამ მომცა და არ გამოვიყენე, უბრალოდ, გამოცდა იყო. ჩემი თავისუფლების ღირებულება ესაა – დაშვებული შეცდომები.
– ერთმა შენი მხრის კაცმა მითხრა: ნიკა აქ რომ დარჩენილიყო და ქალაქის გზას არ დადგომოდა, ზესტაფონის გამგებლის სკამს გამოჰკრავდა ხელს, დედაქალაქში გადმოსული კი, ე, ტაქსზე ზისო. როგორ გგონია, იქ რომ დარჩენილიყავი, მოირგებდი ზესტაფონის გამგებლის სავარძელს?
– არ მგონია, რომელიმე გამგებელს ზესტაფინში ჩემზე საინტერესო  და ბედნიერი ცხოვრება ჰქონოდა (იცინის). არ ვიცი, იქ დარჩენილი როგორ მოვირგებდი გამგებლის სავარძელს, მაგრამ „ფეროს“ კაი დირექტირი ვიქნებოდი. დამიჯერეთ, გამგებლობას ისევ „ფეროს“ დირექტორობა ჯობია. კი, ჯობია, მაგრამ ფაქტია, „ფეროს“ დირექტორობას ავცდი, გამგებლის სკამიც ჩამოვიცილე, ახლა ტროლების ქარხნის დირექტორი ვარ და ძალიან მაგარ სერიალში ძალიან მაგარ სახეს ვქმნი.

скачать dle 11.3