კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ ცხოვრობს ვუნდერკინდი შოთა ბერიძე მარტო და როგორ შეუძლია მის შექმნილ რობოტს ადამიანების გადარჩენა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სკოლა-პანსიონის მეშვიდე კლასის მოსწავლის, შოთა ბერიძის მიერ შექმნილმა რობოტმა ამერიკაში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 80 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. შოთა „კომაროვში“ წელს ჩაირიცხა, მანამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში სწავლობდა.
  ეკო ბეროშვილი (დედა): მეოთხე კლასის დამთავრების შემდეგ, ბავშვს შევატყვეთ, რომ მათემატიკური ნიჭი ჰქონდა. „კომაროვის“ შაბათის სკოლაში მივიყვანეთ და პედაგოგმა ძალიან აქო. ყოველთვის კარგი შედეგები ჰქონდა. პარალელურად, გაუჩნდა რობოტების აწყობის ინტრესი. ეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ მოხდა. „ევროპულ სკოლაში“ მივიყვანეთ რობოტექნიკის სასწავლად, სადაც კვირაში ერთი ან ორი დღე დაგვყავდა, „კომაროვის“ პარალელურად. თან, გამარჯვების საჯარო სკოლაში სწავლობდა.
– პირველად როდის მიიღო ოლიმპიადაში მონაწილეობა?
– სხვათა შორის, ბევრ ოლიმპიადაზე არ გასულა. პირველი გასვლა წელს, მარტში თურქეთში ჰქონდა. მასწავლებელმა წაიყვანა, რადგან ძალიან კარგი რობოტი ააწყო და თავისუფლად შეეძლო მისი მართვა. თურქეთში კარგი შედეგი ჰქონდა, მაგრამ პირველი და მეორე ადგილი არ აუღია. შემდეგი გასვლა იყო ამერიკაში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე. იქ უკვე უფრო მეტად მომზადებული და მობილიზებული წავიდა და წარმატებასაც მიაღწია – გაიმარჯვა კონკურსში, რომელშიც ოთხმოცი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. საქართველომ მეოთხე ადგილი მიიღო.
– როგორი მოლოდინით მიდიოდა ამ მასშტაბის ოლიმპიადაზე?
– იცოდა, რომ თავისი რობოტი უნდა წარედგინა მთელი მსოფლიოს წინაშე და უნდა გაემარჯვა. ამის გამო ძალიან ბედნიერი იყო და გაამართლა კიდეც მოლოდინი. საბედნიეროდ, დაბნევა არ ახასიათებს. ძალიან მიზანდასახული და მობილიზებულია. ამერიკიდან დაბრუნებულს სურვილი გაუჩნდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა იქ გააგრძელოს. ამერიკაში უფრო მეტს მივაღწევო და ახლა ეს აქვს მიზნად დასახული. ძალიან ამაყი იყო, რომ მსოფლიო მასშტაბის ოლიმპიადაზე საქართველოს დროშა ასწიეს, თან, ყველაზე პატარა მოსწავლე იყო. საქართველო რომ გამარჯვებულთა შორის დაასახელეს, უბედნიერესი იყო არა მარტო შოთა, საქართველოს სხვა წარმომადგენლებიც. შოთა ყველას პატარა და უსუსური ბიჭი ეგონა, მაგრამ შეძლო, თავისი რობოტი გაიყვანა და გაამარჯვებინა.
– რაც შეეხება მის თბილისში ცხოვრებას – მეშვიდე კლასშია და ბუნებრივია, მისთვისაც და ოჯახისთვისაც რთული იქნებოდა განშორებასთან შეგუება.
– ამერიკიდან რომ დაბრუნდა, სრულიად მოუმზადებელი გავიდა გამოცდაზე, ნამდვილად არ გვეგონა, რომ „კომაროვში“ მოხვდებოდა. ვიცოდი, რომ მათემატიკური ნიჭი ჰქონდა, მაგრამ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო, რასაც ნამდვილად არ ველოდი. დავრწმუნდით, რომ ნამდვილად შეეძლო აქ სწავლისთვის თავის გართმევა. სწავლა აუცილებელი იყო, მაგრამ მაინც ბავშვია და რაიონიდან ყოველ დილით რომ ევლო, გზაში ძალიან დიდი დრო დაეხარჯებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, კომაროვის პანსიონში დარჩენილიყო. მშობლებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ცოტა რთული იყო, არც ბავშვისთვის იყო მარტივი ოჯახისგან მოწყვეტა და დამოუკიდებლად ცხოვრება, მაგრამ ეს პრობლემა ძალიან მალე დასძლია. ახლა ფიზიკის მიმართაც გამოიჩინა ინტერესი. შემოგვთავაზეს „მზიურში“ ესწავლა: „მზიურის“ დირექტორმა ძალიან დიდი სიხარულით დაგვირეკა და მოგვილოცა, ძალიან წარმატებული ბავშვია, უმაღლესი ქულა მიიღო და ძალიან გთხოვთ, სკოლაში მოიყვანოთო. ახლა „კომაროვში“ სწავლობს და „მზიურში“ პროგრამირებას გადის.
– თქვენი მრავალშვილიანი ოჯახის შესახებაც მომიყევით, სხვები როგორ სწავლობენ?
 – უფროსი გოგონა, მარიამი, 16 წლისაა, შოთას კიდევ ჰყავს პატარა ძმები – დათა და გაბრიელი და ახლა მეხუთეს ველოდებით, კიდევ ერთი ბიჭის მოლოდინში ვართ. შოთა მეორე შვილი. უფროსი გოგონა გამარჯვების სკოლაში სწავლობს, მეათე კლასშია და წარმატებული მოსწავლეა. პატარები ბაღის ასაკის არიან. ჩემი მეუღლე სტომატოლოგია, კლინიკა აქვს გამარჯვებაში და პარალელურად, რამდენიმე სხვა კლინიკაში მუშაობს. მე კი ჩვენს კლინიკაში სტომატოლოგიური კაბინეტის ექთანი ვარ.
– შოთა კიდევ რითაა დაინტერესებული?
– ძალიან ყურადღებიანია ოჯახის წევრების მიმართ. ტაძარში სტიქაროსანია. ყველა საქმეში ყოჩაღი და ძალიან მონდომებულია. ხალხურ სიმღერებზე დადიოდა, ცეკვაზე. მუსიკალური ნიჭიც აქვს, ფანდურზე დაკვრა იცის, მაგრამ ფიზიკა-მათემატიკა მისთვის იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ სხვა რამისთვის დრო აღარ ჰყოფნის.
შოთა ბერიძე: ამერიკაში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ოთხმოც ქვეყნას შორის, საქართველომ მეოთხე ადგილი დაიმსახურა. ამ ოლიმპიადაზე რომ მივდიოდი, ძალიან გამიხარდა. მეგონა, არ გამომივიდოდა, მაგრამ, როცა მივხვდი, რომ შესაძლებელი იყო, მე და ჩემი ჯგუფი წყნარად დავსხედით და რობოტი ავაწყვეთ. მცირე შეცდომები გვქონდა, მაგრამ გამოვასწორეთ და ოლიმპიადაზე რომ გავედით, ბევრი ისეთი მოწინააღმდეგე დავამარცხეთ, საერთოდ რომ არ მეგონა.
– რა არის ამ რობოტის დანიშნულება?
– სახანძროს ფუნქციას ასრულებს, ადამიანების გადარჩენაა მისი მოვალეობა. მუხლუხოებით მოძრაობს, ხელით კაცუნას ეჭიდება და უსაფრთხო ადგილას გადაჰყავს.
– შოთა, როდის მიხვდი, რომ გამორჩეული შესაძლებლობები გქონდა?
– დაწყებით კლასებში განსაკუთრებული მოსწავლე არ ვიყავი. არც ვიცოდი, რომ მათემატიკური ნიჭი მქონდა. მამამ გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო ამისთვის. „კომაროვის“ საშაბათო სკოლაში რომ მივედი, შემიყვარდა მათემატიკა, დიდ დროს ვუთმობდი და ნელ-ნელა საუკეთესო მოსწავლე გავხდი და გადავწყვიტე, აქ ჩამებარებინა. სხვანაირი აზროვნება ჩამომიყალიბდა, მივხვდი, ჩემი კეთილდღეობისათვის რა უნდა გამეკეთებინა და აქ ამიტომაც ჩავაბარე. თავიდან გამიჭირდა შეგუება, მაგრამ ახლა ისე მივეჩვიე, ჩემს მეორე ოჯახად ვთვლი.
ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა, ძალიან კარგი გრძნობაა, არ ველოდი ამდენს თუ მივაღწევდი და მეამაყება ჩემი საქციელი. ჩემს კლასელებს დამრიგებელთან უთქვამთ, ჩვენ არა ვართ ასეთი მაგრები, მაგრამ გვეამაყება, რომ შოთიკოს კლასელები ვართო და მათგან ყველაზე მეტად ეს გამიხარდა.

скачать dle 11.3