კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№45 სამშობიარო სახლი „სიხარული“ – თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ინა სიმონია


  სამშობიარო სახლის, „სიხარულის“, კედლები დიდ და მდიდარ ისტორიას ინახავს. ის 1938 წელს დაარსდა, როგორც თელავის ¹1  სამშობიარო სახლი, 1963 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია,  2012 წელს კი წარმატებულმა მეან-გინეკოლოგმა, ბატონმა ლევან ნონიაშვილმა შეისყიდა და გახსნა სამშობიარო სახლი „სიხარული“, რომლის წარმატების მთავარი ძალა კლინიკის სამედიცინო პერსონალი – პროფესიონალ ექიმთა და ექთანთა კვალიფიციური გუნდია.
  ლევან ნონიაშვილის მინი დოსიე: 1996 წელს დაამთავრა ყირიმის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1996-1997 წლებში მუშაობდა სიმფეროპოლში მეან-გინეკოლოგად. სტაჟი 1996 წლიდან დღემდე: იყო მეან-გინეკოლოგი რუსთავის აზოტის კლინიკაში, ახმეტის სამშობიარო სახლში, თბილისის პოლიკლინიკაში – შპს „ჯანმრთელობა“.  2012 წლიდან დღემდე შპს „სიხარულის“ დირექტორი და მთავარი ექიმია. აქვს სერტიფიკატი რადიოლოგიასა და რეპროდუქტოლოგიაში.
ლევან ნონიაშვილი:  სამშობიარო სახლი „სიხარული“ 2012 წელს გაიხსნა და დღემდე დიდი წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას. ჩვენ ბევრი მიმართულებით ვართ პიონერები რეგიონში
და მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობას კიდევ უფრო მრავალფეროვანი მომსახურება შევთავაზოთ.
  კახეთში ინოვაცია იყო 2016 წელს, როდესაც დავიწყეთ გინეკოლოგიური ოპერაციების კეთება ლაპარასკოპიული მეთოდით, რაც რეგიონში დღემდე მხოლოდ ჩვენთან კეთდება. „სიხარულში“ ფუნქციონირებს ქალთა კონსულტაციის განყოფილება, სადაც ვიღებთ როგორც ორსულებს, ასევე პაციენტებს სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემებით.  
– სამშობიარო სახლი „სიხარული“, ორსულთა და მშობიარეთა მომართვიანობის მხრივ, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დატვირთულია, ეს თქვენთვის, ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა.
– შემიძლია, გითხრათ, რომ „სიხარული“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია პაციენტების
მომართვიანობის თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა და სტიმულია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევქმნათ.
ჩვენს პაციენტებს ემსახურება ქირურგიული განყოფილება, გვყავს ქირურგი, უროლოგი, პროქტოლოგი. გვყავს, ასევე, კარდიოექოსკოპისტი, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოდის ჩვენს კლინიკაში.  
– სახელმწიფო ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართული ხართ?
– დიახ, ჩართული ვართ. პროგრამის ფარგლებში ჩვენთან ხორციელდება ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა, სრულად 8 ვიზიტს და მშობიარობას
სახელმწიფო აფინანსებს. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება  გინეკოლოგიური ქირურგიული, უროლოგიური, პროქტოლოგიური ოპერაციები. ჩვენთან ახალშობილებისთვის სმენის სკრინინგიც უფასოა.
  ელისო ჭიჭიბოშვილი (სამშობიარო სახლ „სიხარულის“ კლინიკური მენეჯერი): მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენთან მოდიან პაციენტები არა მხოლოდ კახეთის რეგიონიდან, არამედ მთელი საქართველოდან, მათ შორის, თბილისიდანაც. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევევბი, როდესაც პაციენტს, გარე ორსულობით, უარი უთქვამს თბილისში მომსახურების გაწევაზე და ჩვენი კლინიკისთვის მოუმართავს დახმარების აღმოსაჩენად. გვყავდა პაციენტი სვანეთიდან, რომელიც  ანტენატალურ მეთვალყურეობაზე ჩვენთან იდგა და ყველა ვიზიტზე სვანეთიდან დადიოდა. გვყავს არაქართველი პაციენტებიც, მაგალითად, ჩინელი და  გერმანელი მშობიარეები, ექოსკოპიაზე იყვნენ ფრანგი პაციენტები  ტყუპი ნაყოფით.
– როგორია თქვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა?
– გვაქვს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ ქვეყანაში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს. როდესაც ჩვენთან ჩამოდიან, ყველას უკვირს და აღნიშნავენ,  რომ არ მოელოდნენ, თელავში ასეთი სამედიცინო ცენტრი თუ დახვდებოდათ.
თინათინ ლაზარიაშვილი (სამშობიარო სახლ „სიხარულის“ გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი): როდესაც ჩვენგან პაციენტი ეწერება, ყველას ვაწერინებთ საკუთარ შთაბეჭდილებებს ჩვენ შესახებ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, კლინიკაში არსებულ განსაკუთრებულ ჰიგიენურ პირობებს და პაციენტების მიმართ მეგობრულ, მზრუნველ დამოკიდებულებას.  
– უშვილობასთან ბრძოლისთვისაც ხომ არ აპირებთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას?
 – ამ მიმართულებით დიდია ინტერესი და ამან შექმნა  ნიადაგი, რომ ბატონმა ლევანმა ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა.  2020 წლისთვის იგეგმება ინ ვიტრო განყოფილების გახსნა და კახეთში ამ მიმართულებითაც პირველები ვიქნებით. აღსანიშნავია, რომ უკვე  დგანან რიგში ის წყვილები, რომლებიც ჩვენთან გაიკეთებენ ინ-ვიტრო განაყოფიერებას.
მის.: თელავი,
ალადაშვილის ქუჩა ¹4;
ტელ.: 0350 27-24-28, 0350 27-49-93;
მობ.: 599 10-40-54.

скачать dle 11.3