კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№45 „კამელინით“ მკურნალობის დროს მეტასტაზირება, ასევე, დაავადების რეციდივი საგრძნობლად იკლებს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ქართული წარმოების პრეპარტი „კამელინი“ ვირუსული ინფექციებისგან – გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში ჩატარებული სამეცნიერო და ლაბარატორიული კვლევების შემდეგ დადასტურდა, რომ „კამელინი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი იმუნომოდულატორი და ანტივირუსული საშუალებაა. „კამელინის“ მიღება პროფილაქტიკის მიზნითაც არ არის ურიგო. იმუნიტეტის ამაღლების მიზნით სასურველია „კამელინით“ მკურნალობის კურსის ჩატარება წელიწადში ორჯერ: ერთი – გაზაფხულზე, მეორე – ზამთრის დადგომისას. ასევე, კარგია მისი მიღება სიმსივნის პრევენციის მიზნითაც. ქიმიური პრეპარატები დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, „კამელინი“ კი აბსოლუტურად უვნებელია – არ აქვს გვერდითი მოვლენები. ბუნებრივი, თაფლისგან დამზადებული პრეპარატია და მისი მიღება პრევენციის მიზნითაც თავისუფლად შეიძლება. უკვე რამდენიმე ხანია, გასაყიდად გამოვიდა „კამელინ ფლუ”, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები. პრეპარატში არის ის კომპონენტები, ლორწოვან გარსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომ აჩერებს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებს და, შესაბამისად, უფრო ეფექტურია. როდესაც პირის ღრუში ბაქტერიული, სოკოვანი კერებია, „კამელინ ფლუ” ძალიან მალე აქრობს პროცესს.  სპრეის აქვს ის თვისებები, რაც „კამელინის” აქტიურ მოლეკულებს ახასიათებს: ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული. რაც მთავარია, როგორც „კამელინის” სხვა ფორმებს, სხვა წამლებთან მიმართებაში სპრეისაც არ აქვს უკუჩვენება და მისი გამოყენება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად შეიძლება.
  უკვე 3 წელია, რაც პრეპარატი „კამელინი“ უკრაინაში დარეგისტრირდა. ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში ბევრი კვლვევა ჩატარდა. კვლევები ძირითადად მიმდინარეობდა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის, ასევე, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის დროს „კამელინის“ გამოყენებაზე. წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო მასალები, რომლებიც უკრაინის პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებშიც გამოქვეყნდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „კამელინით“ მკურნალობის დროს მეტასტაზირება, ასევე, დაავადების რეციდივი საგრძნობლად იკლებს. ცოტა ხნის წინ საქართველოშიც ჩამოვიდნენ უკრაინელი ექიმები, ძირითადად, გინეკოლოგები და უროლოგები, რომლებიც „კამელინს“ პრაქტიკაში მოიხმარენ. ჩატარდა შეხვედრა-სემინარი, უკრაინელმა და ქართველმა ექიმებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები, გაცვალეს გამოცდილებები. ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ბევრი საინტერესო შემთხვევა წარმოადგინეს, რომლებიც ძირითადად, გინეკოლოგიურ და უროლოგიურ პრობლემებსა და ასეთ დროს „კამელინის“ გამოყენებით მიღებულ დადებით შედეგებს ეხებოდა.
ცოტა ხნის წინ „კამელინი“ ლიეტუვაშიც დარეგისტრირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვა უკვე ევროკავშირის ქვეყნებშიც არის შესაძლებელი. ლიეტუველმა სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ონკოლოგიურ პაციენტებში ქირურგიული, ქიმიოთერაპიული და რადიოთერაპიული მკურნალობის პარალელურად, „კამელინიც“ გამოიყენონ. მათმა დაკვირვებამ ცხადყო, პრეპარატი „კამელინი“ ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებს და უფრო მეტიც, აჩერებს ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედების ზრდას. ექიმმა ი. მალიკენასმა გადაწყვიტა, „კამელინის“ ეფექტურობა ონკოლოგიური დაავადების საწყის ეტაპზე ქიმიოთერაპიის, ქირურგიული ჩარევისა თუ რადიოთერაპიის პარალელურად გამოეცადა. ყველა ამ შემთხვევაში „კამელინი“ ძალზე ეფექტური გამოდგა. ოჯახის ექიმის, აუსრა კაზემიკატინეს გამოცდილება ცხადყოფს, რომ პაციენტთა მკურნალობა გაცილებით ეფექტურია ბუნებრივი პრეპარატების გამოყენებით. ამ მხრივ, „კამელინი“ გამორჩეულია. ის მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებითაა დამზადებული.
  „კამელინის“ „ფეისბუქ-გვერდზე“ არაერთი პაციენტი წერს პრეპარატის გამოყენებით მიღებულ შედეგებზე და მადლობას უხდიან მის მწარმოებლებს. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
  პაციენტი ა.კ.: 2006 წელს ჩემს მეუღლეს დაუდგინდა დიაგნოზი: კუჭის დაბალი დიფერენციაციის ადენოკარცინომა T4 NIM x. დიაგნოზი დადასტურებული იყო მორფოლოგიურად, ციტოლოგიურად, რენტგენოლოგიურად… ოპერაციაზე არ თანხმდებოდნენ, მაგრამ ოჯახის დაჟინებული თხოვნით, მაინც გაუკეთდა კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. დასკვნითი დიაგნოზი: კუჭის დაბალი დიფერენციაციის ადენოკარცინომა, სიმსივნის ინვაზიური ზრდით კუჭის კედლის ყველა შრეში. ალბათ, გამიგებთ, მეუღლისთვის ეს დიაგნოზი არ მიჩვენებია. ამ დროს ვიგებ „კამელინის“ შესახებ და ოპერაციის შემდეგ ვხვდებით მისი მომხმარებელი… საოცარი შედეგი მივიღეთ, თითქმის დაუჯერებელი. ახლახან გადავიღეთ ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და კვლავ ცვლილებებისა და წარმონაქმნების გარეშეა.
  ქეთი ზურაბიშვილი: „კამელინი“ საოცრებაა! ბებიას ჰქონდა საშვილოსნოს ყელზე მესამე სტადიის სიმსივნე, მეტასტაზით მარცხენა მენჯზე. სხივური და ქიმიოთერაპიის შედეგად ძალიან მძიმედ იყო. ახლობელმა უამბო ისტორიები „კამელინზე“. ფარმაცევტული კომპანია „კამელინის“ ექიმის კონსულტაციის შემდეგ გადაბმულად ჩაიტარა რამდენიმე კურსი. ამ პრეპარატის გამოყენება იმაზე შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მეტასტაზები ზომაში ბევრად შემცირებულია.
P.S. „კამელინი“ იყიდება ყველა აფთიაქში! „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა. დაგვიკავშირდით ნომრებზე: 2-98-62-25 (ოფისი); 599-33-0-89; 599-23-03-33.
ნათია უტიაშვილი

скачать dle 11.3