კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 აირჩიეთ სიმბოლო

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

სიმბოლო 1
თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, ესე იგი, ყველაფერ იმისგან თავის გარიდება გსურთ, რაც გაწუხებთ – ადამიანები, ურთიერთობა, აზრები თუ ემოციები.
შესაძლოა, ახლა ისეთი პერიოდი გიდგათ, როდესაც საკუთარ თავში გარკვევა გესაჭიროებათ. ამიტომ დაფიქრდით, რას მოაქვს თქვენთვის სარგებელი და პირიქით, რა გართმევთ სასიცოცხლო ენერგია
სიმბოლო 2
ამ სიმბოლოს არჩევა იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენს სულს რაღაცაზე კონცენტრირება სწყურია.
შესაძლოა, ისეთ ვითარებას შეეჯახეთ, როცა გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და ახლა ორ ცეცხლშუა ხართ მომწყვდეული. ბევრ ენერგიას კი ხარჯავთ, მაგრამ საუკეთესო არჩევნის გაკეთებას ვერ ახერხებთ. სული კი გთხოვთ, გააკეთოთ ის, რაც ნამდვილად ბედნიერს გაგხდით.
სიმბოლო 3
სული პირდაპირ გიკივით, რომ ყური მიუგდოთ მას. როგორც ჩანს, ინტუიციას ყურადღებას არ აქცევთ, უსიამოვნო ურთიერთობებში ხართ ჩაფლული, დამღუპველ ჩვევებს თავს ვერ ანებებთ და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ მარტო დარჩეთ.
სიმბოლო 4
ეს სიმბოლო იმაზე მიანიშნებს, რომ სული უბრალოებას გთხოვთ. ზედმეტად ხართ გადატვირთული საქმეებით, ურთიერთობებით, დაპირებებითა და სხვა რაღაცებით. დადგა დრო, მოიშოროთ თავიდან ყველაფერი არასაჭირო და დაიტოვოთ მხოლოდ ის, რაც აუცილებელია და სიხარულს მოგიტანთ.
გამოიყენეთ უბრალოებისა და მინიმალიზმის პრინციპი არა მხოლოდ ნივთების, არამედ კავშირების კუთხითაც. ეს თქვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის.
სიმბოლო 5
სული გთხოვთ, ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს. რამდენი ხანია, რაც ყური არ მიგიგდიათ საკუთარი მოთხოვნილებებისთვის, საკუთარი თავისთვის? შესაძლოა, სულის სიღრმეში ისეთ ტკივილს მალავთ, რომლის დავიწყებაც გსურთ.
სული გთხოვთ, დაივიწყოთ შიში და თვალებში ჩახედოთ საკუთარ „მეს“.შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ განსჯისა და სინდისის ქენჯნის გარეშე უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ.
სიმბოლო 6
თუ ამ სიმბოლოს აირჩევთ, ესე იგი, თქვენი სულის გამოძახილი – ახლობლებზე ზრუნვაა. გაატარეთ დრო ოჯახის წევრებთან, შეეხმიანეთ მეგობრებს, მიუძღვენით დრო ადამიანებს, რომლებიც გეძვირფასებათ.
  ხოლო თუ თავად გჭირდებათ თანადგომა, ითხოვეთ დახმარება – ნება მიეცით სხვებს, იზრუნონ თქვენზე.


скачать dle 11.3