კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ ამოვიცნოთ ჰაიმორიტი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც, არსებითად,  მწვავე სურდოს,  გრიპის, წითელას, ქუნთრუშასა და სხვა ინფექციური დაავადებების გართულებას მოჰყვება. მოსახლეობა ხშირად ერთმანეთში ურევს ჰაიმორიტსა და ფრონტიტს.  ჰაიმორიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული ჰაიმორიტი, წესისამებრ, მწვავე პროცესის გაგრძელებაა. თუ ჰაიმორის ღრუში ეს 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება, პროცესი გახანგრძლივებულად ითვლება, ხოლო თუ ის მე-6 კვირის მიწურულსაც არ ალაგდა, დაავადება ქრონიკულ ფორმაშია გადასული.
  ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა – ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. ჩამოვთვლით ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ჰაიმორიტის განვითარებას:
1. ყველა ის მდგომარეობა, რომელიც კი ცხვირით სუნთქვას არღვევს: ძგიდის გამრუდება, ვაზომოტორული რინიტი, ჰიპერტროფიული რინიტი (ცხვირის ნიჟარების გადიდება), ადენოიდები, ცხვირის ალერგიული დაავადებები;
2. იმუნური სისტემის დასუსტება, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებით, ალერგიული მდგომარეობითა და სხვა;
3. ბანალური გაციების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, რინიტის დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობა;
4. ბაქტერიამატარებლობა;
5. ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.
 ჰაიმორიტის სიმპტომებია:
* უსიამოვნო შეგრძნება – ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში აღმოცენდება უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც თანდათანობით ძლიერდება. ტკივილი დილით სუსტია, საღამო ხანს კი ძლიერდება. ნელ-ნელა შეგრძნება კარგავს განსაზღვრულ ლოკალიზაციას და ადამიანს მთელი თავი სტკივდება. თუ პროცესი ცალმხრივია, ტკივილიც, შესაბამისად, ცალ მხარეს აღინიშნება;
* სუნთქვის გაძნელება – ავადმყოფს ცხვირი გაჭედილი აქვს, ლაპარაკობს დუდღუნით. წესისამებრ, იჭედება ცხვირის ორივე ნახევარი. ცხვირით სუნთქვის გაძნელება უმეტესად მუდმივია. დროდადრო მოსალოდნელია ხანმოკლე გაუმჯობესება, ზოგჯერ კი – ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნესტოები მონაცვლეობით იჭედება;
* გამონადენი – ავადმყოფთა უმრავლესობას ცხვირიდან ლორწოვანი (გამჭვირვალე) ან ჩირქოვანი (ყვითელი, მწვანე) გამონადენი აქვს, მაგრამ, თუ ცხვირი ძლიერ არის გაჭედილი, გამონადენი შესაძლოა, არც შეინიშნებოდეს, რადგან წიაღებიდან ლორწოს დენა გაძნელებულია;
* ტემპერატურის მატება – სხეულის ტემპერატურა იწევს 38-მდე და უფრო მაღლა. წესისამებრ, ეს სიმპტომი მწვავე ჰაიმორიტის დროს იჩენს თავს. ქრონიკული ჰაიმორიტის შემთხვევაში ტემპერატურის მატება იშვიათია;
* საერთო სისუსტე – ავადმყოფი მოთენთილია, უარს ამბობს ჭამაზე, ერღვევა ძილი.
მწვავე ჰაიმორიტის ნიშნები ორგვარია – ადგილობრივი და ზოგადი. ადგილობრივი სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება დაზიანებული წიაღის ან ორივე მხარეს, ტკივილი, რომელიც გადაეცემა საფეთქლებს, სახეს, თავს, ჩირქოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, ყნოსვის დარღვევა. დამახასიათებელია ტკივილის გაძლიერება ან სიმძიმის შეგრძნება თავის დახრისას. ზედა ყბის ძვლის წიაღის წინა კედელი შეხებისას მტკივნეულია.
ყველაზე საშიში გართულება, რაც კი ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის მენინგიტი – ტვინის გარსის ანთება. გარდა ამისა, არსებობს მიოკარდიტის, თირკმელების დაზიანების, გენერალიზებული ინფექციის განვითარების საფრთხე.
скачать dle 11.3