კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ იყო ედმონდ მინაშვილის სიცოცხლე საფრთხეში „შინდისის გმირებზე“ მუშაობისას და რისთვის დასჭირდა მას ვალების აღება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ედმონდ მინაშვილის 11-წლიანი ბრძოლის შემდეგ მხატვრული ფილმი „შინდისი“ მაყურებელმა უკვე იხილა და ახლა ის „ოსკარზე“ წარმატების მოსაპოვებლად ემზადება.
  ედმონდ მინაშვილი (ფილმის პროდიუსერი): „შინდისმა“ თავისი ბრძოლა უკვე დაიწყო. პირველი ევროპული პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ეს არის ა კლასის კინოფესტივალი, რომელსაც „ოსკარის“ მოსამზადებელ ევროპულ პლატფორმასაც უწოდებენ. ალბათ, გახსოვთ „იდა“, „ოსკარის“ გამარჯვებული პოლონური ფილმი, რომელმაც მოღვაწეობა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიწყო. იქ მისი კონკურენტი „მანდარინები“ იყო და მთავარი პრიზები ორივე ფილმმა გაიყო. შემდეგ კი, „ოსკარზე“ ორივე საუკეთესო ხუთეულში აღმოჩნდა და „იდამ“ „ოსკარი“ აიღო. ამ შემთხვევაში  ჩვენმა ფილმა ორივე მთავარი პრიზი მოიგო, რომლებიც ადრე  „იდამ“ და „მანდარინებმა“ გაიყვეს. „შინდისი“ გახდა „წლის საუკეთესო ფილმი“, ანუ მთავარი გრანპრის მფლობელი, ხოლო რეჟისორმა დიტო ცინცაძემ „საუკეთესო რეჟისორის“ ტიტული აიღო. ჟიურის წევრების საერთო შემაჯამებელ სიტყვას რომ გავეცანით, ვნახეთ, რომ ეს ექვსკაციანი ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო, ერთი კაციც კი არ წასულა წინააღმდეგი.
  ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს აგვისტოს ომი ევროპაში არავის ახსოვს. ყველა ჩვენების შემდეგ მოდიოდა გაკვირვებული უცხოელი მაყურებელი და გვეკითხებოდნენ, ეს ნამდვილად მოხდა? რუსეთი შემოიჭრა და ტერიტორიებს გართმევენო? სამწუხაროდ, ეს არაა ცნობილი თემა. მეტიც, რუსი პროდიუსერი და რეჟისორი გავიცანით და მათაც გვკითხეს, ჩვენი ქვეყანა ტერიტორიებს გართმევთო? მათი საინფორმაციო ველი ამ მიმართულებით აბსოლუტურად დახშულია. რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, რომ მათი ქვეყანა ჩვენ ტერიტორიებს გვართმევს. რუსეთის ტელევიზიების ეთერში ეს თემა საერთოდ არ შუქდება. „შინდისი“ სრულდება ტიტრით „საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი რუსეთის მიერაა მიტაცებული და დღემდე მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია“, რამაც დიდი გაკვირვება გამოიწვია.
– როცა ეს პროექტი დაიწყე, ესეც იყო შენი მიზანი, რომ ეს ამბავი მთელი მსოფლიოს ყურამდე მიგეტანა. რაც შეეხება მეორე მიზანს, „ოსკარს“ ვგულისხმობ, როგორი მოლოდინი გაქვს?
– 26-ში ლოს-ანჯელესში მივდივართ, სადაც ფილმის წინასაოსკარო ჩვენებაა დანიშნული. ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ვმონაწილეობთ. „შინდისის“ ამერიკული პრემიერა 7-8 ნოემბერს შედგება. გარდა ამისა, ორი ჩვენება გაიმართება „ოქროს გლობუსის“ კონკურსისთვის. იქ ძალიან ბევრი რამ გაირკვევა და დაბრუნებულებს გვეცოდინება, რამდენად გვაქვს შანსები. ამაზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეა. თუმცა „ჰოლივუდ რეპორტერი“ ძალიან საინტერესო სტატიებს აქვეყნებს ჩვენზე: „ყველაზე საინტერესო ფილმი საქართველოდან“, „21-ე საუკუნის პირველი ევროპული ომი“, რაც ძალიან აიტაცეს. ამერიკაში ბევრი საინტერესო აგენტი გვყავს. ძალიან ბევრი ამერიკული კომპანია გვიკავშირებოდა და ფილმისთვის ფრომოუშენის წარმოებას გვთავაზობდა. ვისთანაც ხელშეკრულება გავაფორმეთ, მათ თვითონ დაგვითანხმეს. ძალიან უნდოდათ ამ ფილმის აღება – ზუსტად ვიცით, რომ ბოლომდე გავიტანთ, რადგან „შინდისს“ ყველანაირი პოტენციალი აქვსო.
– დიდი დრო, რესურსი და ენერგია დაგჭირდათ ამ პროექტის დასასრულებლად, რომელიც მხოლოდ ამ ფილმს არ მოიცავს. საბოლოოდ, ყველაფერი გამოვიდა და მინდა, შენსა და იმ ოჯახების ემოციებზე მოგვიყვე, ვისაც ეს ისტორიები უშუალოდ ეხება.
– ფილმის პრემიერა უკვე შედგა. დიდი აუდიტორია შეიკრიბა, ყველას აინტერესებდა, რა გამოგვივიდა, მაგრამ  მე არ მახსოვს ეს დღე. როგორც მითხრეს, ძალიან ბევრი ვილაპარაკე და კარგად გამომივიდა, მაგრამ მე მართლა არაფერი მახსოვს. ეს არის 11-წლიანი შრომის შედეგი და მიზანი სწორედ ეს დღე იყო, მაგრამ ემოციურად იმდენად დანგრეული ვიყავი, მე ეს დღე გამომეპარა. თავიდან რომ იყოს ეს გზა გასავლელი, ალბათ, ვეღარ შევძლებდი და უარს ვიტყოდი. ძალიან დიდი ტკივილი და ბევრი პრობლემა გამოიარა თითოეულმა ჩვენგანმა. ეს ყველაფერი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ფასად დაგვიჯდა და ამის შემდეგ თითო-ოროლა ისეთ კომენტარს ნახავ, რომ გულზე მოგხვდება, რადგან ზუსტად იცი, რომ არ იმსახურებ. თუნდაც ერთი კომენტარი და ერთი უმადური ადამიანი იყოს, მაინც გაფიქრებს – ამ ქვეყანაში ღირს კი მსგავსი პროექტების გაკეთება?
– რა კომენტარს გულისხმობ?
– ახლა ამ ფილმით ფულს იშოვიან, გამდიდრდებიანო. ისიც არ იციან, რომ ფილმს ძალიან დიდი ვალი აქვს – 400 000 ლარი და საქართველოს რეალობაში მისი ამოღების ერთპროცენტიანი შანსი არ არსებობს. ამ კომენტარს ვინც წერს, უფიქრია, საიდან უნდა გავისტუმროთ ეს ვალი? მე, პირადად, ჩემს მეგობრებსა და პარტნიორებს საკუთარი ფული გვაქვს ჩადებული, ფილმისთვის სესხები გვაქვს გამოტანილი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თუ ეს ფილმი შემოსავალს მოიტანს, შინდისში ამ ბიჭების სახელზე აშენებული ტაძრის სრულად მოსახატად გამოვიყენოთ. მსგავს განცხადებებს რომ კითხულობ, ფიქრობ – რატომ არსებობენ ასეთი ადამიანები? ეს ფილმი მე პირად ტრაგედიად მიმაჩნია. მე ის ბავშვობის ძმაკაცს მივუძღვენი. თავს არ ვიქებ, მაგრამ 11 წლის
განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე მის განსახორციელებლად.
– მახსოვს, ადრე ყვებოდი, არ დამიტოვებია კომპანია ორი საათი რომ არ გამეტარებინოს მათ კაბინეტში დაფინანსების მოსაძიებლადო. იყო მუქარებიც.
– 2012 წლამდე საერთოდ არ აინტერესებდათ შინდისი და შინდისის გმირები. ეს ყველაფერი მართლა სიცოცხლის რისკის ფასად მოხდა. იყო შანსი, რომ ძალიან ცუდად დაგვესრულებინა, პირდაპირი თუ ირიბი გაგებით. ღვთის წყალობაა, რომ გამოვიდა. უწმიდესის დიდი მხარდაჭერა გვქონდა. რობერტ სტურუა, გიგა ლორთქიფანიძე,  რეზო ჩხეიძე – მათი რჩევით ვაკეთებდი ამ ყველაფერს. ყველა გარდაცვლილის ოჯახში ვიცხოვრე. მასალებს ვაგროვებდით. წვალებით, ტკივილით, უკაპიკოდ განვახორციელეთ შინდისთან დაკავშირებული ყველა პროექტი.
– სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილი, სადაც ერთ-ერთი გადარჩენილი შინდისის გმირი გულისწყვეტას გამოთქვამდა იმის გამო, რომ კინოჩვენებაზე არ მიიწვიეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– ძალიან სამწუხაროა, როცა ამბობენ, რომ გმირებს არ აფასებენო. ეს პროექტი სწორედ გმირებისთვის შეიქმნა და  დაფუძნებულია სოფელ შინდისის პირველი პირების მონათხრობზე, ვინც უშუალოდ შეესწრო ამ ამბავს და გადაარჩინა ხუთი მძიმედ დაჭრილი მომაკვდავი ჯარისკაცი, ასევე, იმ გადარჩენილი ხუთი ბიჭის მონათხრობზე, რომელიც სამშვიდობოს სოფლის მოსახლეობამ გამოიყვანა. სამწუხაროდ, მათგან ერთი გასულ წელს გარდაიცვალა. ოთხიდან სამი ესწრებოდა ფილმის პრემიერას და სამივე სცენაზე ავიყვანე. ერთი საპატიო მიზეზის გამო ვერ მოვიდა. ეს ხუთი ადამიანი ყვება ამ ისტორიას ჩემს დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც საზოგადოება ტელევიზიით ათი წელია, უყურებს. ჩვენ შესწავლილი და ჩაწერილი გვყავს, ფაქტობრივად, ყველა რგოლი, ვისაც ამ ისტორიასთან შეხება ჰქონდა. იქ თუ ვინმე კიდევ იყო, მე ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ – ვისაც სამხედრო ფორმა აცვია და საქართველოს მტრის წინააღმდეგ ტყვია გაუსვრია... მაგრამ თუ შენზე ინფორმაცია არ მაქვს და ჩნდები 11 წლის შემდეგ, როცა ყველა პროექტი დასრულებულია, ფილმი ასე თუ ისე პოპულარული გახდა და მერე მიკავშირდები და მეუბნები, იქ მეც ვიყავიო, მე არ უნდა დამადანაშაულო იმაში, რომ მე შენზე ინფორმაცია არ მქონდა. მის შესახებ არაფერი უთქვამს არც სოფლის მოსახლეობას, არც გადარჩენილ ხუთ ადამიანს და ცოტა უხერხულია, თქვენი კოლეგებისგან, როცა წერენ ამ ადამიანზე, რომ ისაა ერთადერთი გადარჩენილი. ეს შეურაცხმყოფელია იმ ხუთი ბიჭისთვის, ვინც საკუთარი სიცოცხლე კინაღამ ბრძოლის ველზე დატოვა და ცოცხალ-მკვდრები გამოიყვანეს. მას რომ ერთადერთს ეძახი, დანარჩენ ხუთს რას ეუბნები, რომელთაგან ერთი შარშან, თვრამეტი ოპერაციის შემდეგ, ინვალიდობით გარდაიცვალა.
– გია ყანჩელიც მუშაობდა „შინდისის“ დოკუმენტურ ფილმზე და სრულიად უანგაროდ, არა?
– მაშინ „შინდისის“ დოკუმენტური ფილმის პირველი ნაწილის პირველი ვერსია ახალი დამონტაჟებული მქონდა და ძალიან მინდოდა, მუსიკალურად ბატონ გიას გაეფორმებინა. ამის შესახებ რომ მოვუყევი და მოკრძალებულად ვთხოვე, რაც მინდოდა, მითხრა, მასალა მომიტანე და მასში თუ ჩემი თავი დავინახე, ამ საქმეს სრულიად უანგაროდ გავაკეთებ. თუ ვერ დავინახე, მილიონიც რომ გადამიხადო, წინასწარ გეტყვი, რომ მასზე ვერ ვიმუშავებო. მეორე დღესვე მოვუტანე დისკი. გვიან ღამით დამირეკა და მითხრა, ხვალ დილით მოდი ჩემთან და დავიწყოთ მუშაობაო. ზუსტად ორ კვირაში გააკეთა გენიალური მუსიკა დოკუმენტური ფილმისთვის. მითხრა, ეს არის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგეკეთებინა და მადლობა ამისთვისო – ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილი ნიაზ დიასამიძემ გამიკეთა და მასაც უდიდესი მადლობა ამისთვის. მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდით დამიდგა. ქალბატონ ნანას საბერძნეთიდან, რომელმაც გვარიც კი არ მითხრა და ამ პროექტისთვის ასი ევრო გამოაგზავანა. მაშინ თეთრებზე ვმუშაობდი და ეს ფული ჩემთვის მილიონის ტოლფასი იყო. ასეთი ადამიანი არაერთი გამოჩნდა. ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს კინო შექმნა. უკვე დავიწყე ახალ პროექტზე მუშაობა, რომელსაც ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი აფხაზეთის ომზე გააკეთებს.

скачать dle 11.3