კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№44 ვახო ბიჭიკაშვილი: სახლში რომ მივალ, ჩემი ცოლი დამდევს შარვალს როდის გავიხდი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  „კომედი შოუს“ მსახიობმა ვახო ბიჭიკაშვილმა ბოლო დროს, წონაშიც მოიმატა და წვერიც მოუშვა. როგორც თავად ამბობს, მისი ფორმიდან ამოვარდნა, „რუსთავი 2-ში“ განვითარებულ პროცესებს უკავშირდება, ხოლო წვერის მოშვება კი მისი სტილისტის დასვენების ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ ვახოს გუნდის წევრები გაიყვნენ და ახლა, მისი კონკურენტები არიან, მათთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და ხშირადაც ნახულობს.
  ვახო ბიჭიკაშვილი: „მანსანკანს“ ვთამაშობდი და 2005 წელს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, მეთერთმეტეკლასელი, მოვხვდი ძველ „შაბათის შოუში“. მას მერე „რუსთავი 2-ზე“ ვმუშაობ. 15 წელია, აქ ვარ და ეს ადგილი, ტერიტორია და სამუშაო გარემო ჩემთვის ყველაფერია. ადამიანი დროს ატარებს ან ოჯახში ან მეგობრებში, მე კი ჩემს ძირითად დროს სამსახურში ვატარებ. მოკლედ, დილიდან საღამომდე აქ ვარ, მთელს ჩემს განწყობას, ენერგიასა და ემოციას აქ ვტოვებ და სახლში დაღლილი და უემოციო ვბრუნდები. სახლში მისული კი, მეუღლესთან და შვილებთან ურთიერთობით ისევ ვივსები ენერგიით. ასე მგონია, ჩემი სამსახური არის ქარხანა, სადაც ყველაფერს „დუ დუ დუ დუ“ გაუდის და ვინც აქ ვმუშაობთ, ყველა ქარხნის მუშები ვართ (იცინის). ამ ქარხანამ მიჩვევაც იცის და სიყვარულიც, ჩემი მეორე სახლია. ფაქტობრივად, თინეიჯერული ასაკიც აქ გავიარე, აქ დავკაცდი და მგონი, პენსიის ასაღებადაც აქედან გავიქცევი ბანკში (იცინის). კამერების წინ დგომა აქ დავიწყე და სატელევიზიო კარიერას აქ დავამთავრებ. რასაკვირველია, მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ არ წავედი, მე აქ მომწონს, აქ მინდა და პენსიაზეც ამ არხიდან გავალ.
– „კომედი შოუს“ მსახიობების გარკვეულმა ნაწილმა არხი დატოვა და თქვენს გუნდს გამოეთიშა, როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი, რა განცდა გქონდა და თუ იფიქრე იმაზე, შენც გაჰყოლოდი მათ და ახალ არხზე და ახალ გარემოში გეცადა ბედი?
– ეს ზაფხული ემოციურად რთულად გადასატანი იყო ჩემთვის. თავიდან გამიჭირდა იმის აღქმა, რა ხდებოდა. ამდენი წელია, ერთად მოვდიოდით და მეგონა, ისევ ერთ გუნდად დავრჩებოდით. ასე არ მოხდა. მართალია, საქმემ გაგვყო და წავიდნენ, მაგრამ მეგობრები ვართ. მათი ენერგეტიკა და ურთიერთობა ძალიან დამაკლდა. სტუდიაში გვიწევს შეხვედრა, იქ, სადაც სიმღერებს ვწერთ. ნათელმირონები ვართ და ოჯახებშიც დავდივართ სტუმრად. ასე რომ, მოსიყვარულებას ვახერხებთ. ადამიანურად დათრგუნული განცდა მქონდა თავიდან. კარგი იყო, ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, მაგრამ მოხდა და დღევანდელი  გადმოსახედიდან ვხვდები, ყველას გვჭირდებოდა გამოცოცხლება.
–  გამოცოცხლებაში რას გულისხმობ?
– ამ სფეროსა და მიმართულებაში, რასაც „სკეტჩშოუ“ ჰქვია და ამდენი ხანია, ამას ვაკეთებთ, ფაქტობრივად, კონკურენტი არ გვყავდა. ახლა კი, გვყავს – ერთი გუნდიდან ორი გუნდი გავხდით და ჩემი მეგობრები, ჩემი კონკურენტები გახდნენ. მაინც ჩემი ძმაკაცები, დაქალები, მეგობები არიან, თუმცა, კიდევ ვამბობ, ჯანსაღი კონკურენტები. რაც შეეხება არხის დატოვებას და მათთან ერთად წასვლას, ამაზე არ მიფიქრია. გადავწონ-გადმოვწონე ყველაფერი და დავრჩი ამ გუნდთან. მეტკინა, მეწყინა მათი წასვლა, შოკის მომგვრელიც კი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დალაგდა სიტუაცია და დღეს საქმიანი კონკურენტები ვართ.
– ბევრი არასასიამოვნო ითქვა თქვენზე, ვინც დარჩით ამ არხზე. მაგალითად, ის, რომ, ფინანსური დაინტერესების გამო დათანხმდით. ამაზე რას მეტყვი?
– რომ ამბობენ, ფული აიღეს, ფული აიღესო, მათ გასაგონად ვიტყვი: სახლში რომ მივალ, ჩემი ცოლი დამდევს, სანამ შარვალს გავიხდი – დროზე გაიხადე, გელოდები, რომელი ჯიბიდან გადმოვარდება ფულიო (იცინის). ჯერჯერობით არ ვარდება ფული ჯიბიდან და რა ვიცი (იცინის). ბევრი რამე თქვეს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. ამ ჩემი თხუთმეტწლიანი „სელებრითობის“ ფონზე ისე მივეჩვიე ჭორებს, აღარაფერი  მწყინს და მაღელვებს. უბრალოდ, გული მტკივა, რომ არ არის ასე და ხალხს რატომ უნდა ეგონოს? ყველას ყველაფერს ხომ ვერ აუხსნი?
– „სელებრითობა“ ახსენე და უნდა გკითხო: როცა ცნობადი ხარ, ეკრანზე თუ სცენაზე ჩანხარ, დამეთანხმები, ფორმაში უნდა იყო და კარგად გამოიყურებოდე. ერთი პერიოდი წონაში საკმაოდ დაიკელი, ახლა კი მომატებული მეჩვენები და თან, წვერიც მოუშვი. რაშია საქმე?
– როცა ვნერვიულობ, ვჭამ და ვსუქდები. ჩემი დიეტა სიმშვიდე და სიწყნარეა. ჰოდა, მანერვიულეს და შედეგიც სახეზეა (იცინის). ზოგადად, ღამე მიყვარს ჭამა და რომ გამოვაღებ კარს, „ოთხით“ შევდივარ, დილით კი სუნთქვა მიჭირს. ზაფხულის მერე, რაც სანერვიულო მაქვს, ასე „დაოთხილი“ შევდივარ მაცივარში, თან, ბახმაროში დასვენებამაც იმოქმედა – მადა მომიმატა და ვხუმრობ ხოლმე: სამსახურმა ხომ მანერვიულა და ამ გურულებმა ნატურალური საკვებით სულ დამღუპეს-მეთქი (იცინის). ისე, ერთი კილოს მომატებაც კი ძალიან მემჩნევა. რაც შეეხება წვერის მოშვებას, ჩემი სტილისტი არ იმყოფებოდა ქალაქში, მერე, მე წავედი და კი დავრჩი ასე „იძულებითი“ წვერით (იცინის).
– ახლახან დაბრუნდით შენ და ნიკა არაბიძე ისრაელიდან, სადაც ხშირად გიწვევენ კონცერტის ჩასატარებლად. ამ ჩასვლაზე „ბუთქუნა და თამაზა“  დიდმკერდიანი, მამალი ქალების – „მარინა და ზოიას“ დუეტის გარეშე, როგორ მიგიღეს ქართველმა ემიგრანტებმა?
– დიახ, ამ ეტაპზე მე და ნიკას დიდმკერდიანი, მამალი ქალების გარეშე მოგვიწია ისრაელში ჩასვლა, მაგრამ სულ ერთად მაინც არ დავდიოდით. თუ დაპატიჟებენ „მარინას და ზოიას“, რა პრობლემაა? ჩავკიდებთ ხელს „ბუთქუნა და თამაზა“ და წავალთ, არა მარტო ისრაელში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ქართველი ემიგრანტები დაგვპატიჟებენ და მიგვიწვევნ. სულ ვამბობ: როცა „ზოიასა და მარინაზე“ და „ბუთქუნასა და თამაზაზე“ საუბრობთ, ნუ გავიწყდებათ, რომ „ბრენდებზეა“  საუბარი, თანაც დაპატენტებულებზე-მეთქი (იცინის). კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა ემიგრანტებს იმისთვის, რომ არ იშურებენ დოლარს, ევროს თუ ცენტს, რომ ჩვენს კონცერტებს დაესწრონ. მართალია, ნიკა შოუს წამყვანი გახდა, მაგრამ ჩვენ შორის შავ კატას არ ჩაურბენია, სულ მალე ერთად გვიწევს წასვლა გასტროლებზე ტორონტოში – კანადაში გვაქვს კონცერტი.
– იმდენჯერ გიწევს ფრენა, მგონი, პასპორტის ჩვენებაც აღარ გჭირდება. მებაჟეები, ალბათ, პირადაპირ მაჯაზე გარტყამენ ბეჭედს...
– (იცინის) ჰო, ასეა. თვითმფრინავის ბორტზე ჩემი ჩუსტები და ხალათი მაქვს. ასეთი რიტუალი გვაქვს მე და ნიკას:  თვითმფრინავის აფრენის დროს, შუბლზე ვირტყამთ ხელს და სრული სერიოზულობით ვამბობთ – ვახ, რა ქვეყანას ვტოვებთ.... და, რომ გავიხედავთ, მგზავრები, გიჟებივით გვიყურებენ.
–  ერთი პერიოდი, ტატუს გაკეთებით იყავი გატაცებული. შემატე კიდევ რამე? დაგრჩა ადგილი ტანზე მოსახატი?
– ერთი პერიოდი მართლა ძალიან ვიყავი ტატუთი გატაცებული. ახლა, დიდი ხანია, აღარაფერი მიმიმატებია. თუმცა, დავიტოვე ადგილი და ჩემი უმცროსი შვილის სახელი უნდა ამოვისვირინგო. უფროსი შვილისა და ცოლის სახელები მაწერია და ვხუმრობ ხოლმე, მთელი ოჯახის წევრების სახელები მაქვს შემოწერილი, ყველა ტანზე მახატია-მეთქი (იცინის).

скачать dle 11.3