კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№44 მირანდუხტ დავითულიანს ლუის მარკესმა ოკეანის ფსკერზე სთხოვა ხელი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მირანდუხტ დავითულიანი რაჭიდანაა. რაჭაში მას საკუთარი ჰოსტელი აქვს, სადაც მისი მეუღლე ლუის მარკესი გაიცნო. მათი სიყვარულის ისტორია ზღაპარივითაა – ვენესუელადან ორი დღით ჩამოსულ ლუისს ორი კვირა გაუგრძელდა სტუმრობა, ხოლო ორი თვის შემდეგ კი, არც მეტი, არც ნაკლები, მირანდუხტს ინდოეთის ოკეანის ფსკერზე შესთავაზა ცოლობა. უფრო დაწვრილებით  ამ თავბრუდამხვევი სიყვარულის შესახებ, სტატიიდან შეიტყობთ.
  P.S. ქორწილის ფოტოები სალომე მანჭკაშვილს ეკუთვნის.
  მირანდუხტ დავითულიანი: რაჭაში დავიბადე და გავიზარდე. სტუდენტობის პერიოდში ოთხი წელი ვცხოვრობდი თბილისში და შემდეგ,  ისევ დაბრუნდი ჩემს კუთხეში. წამოვიწყე საკუთარი ბიზნესი და დღემდე მივყვები ამ საქმეს. სამწუხაროდ, საქართველოში სოფლები იცლება, ახალგაზრდები ქალაქში გადადიან საცხოვრებლად. სულ მაწუხებდა ეს პრობლემა და ამიტომ არ მინდოდა მეც დამეტოვებინა ჩემი სოფელი, მინდოდა, ერთი ახალგაზრდა მაინც ვყოფილიყავი, რომელიც დაბრუნდებოდა და საქმეს გააკეთებდა. სტუდენტობის დროს ჩემს ტყუპისცალ დასთან და ახლა უკვე სიძესთან ერთად ბევრს ვმოგზაურობდი ავტოსტოპით. შემდეგ ახალ შეძენილ მეგობრებს სტუმრად ჩვენთან ვეპატიჟებოდით. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში ბევრნი ვცხოვრობთ, სტუმრის დასარჩენი არ გვქონდა და მათ სხვადასხვა სასტუმროში ვანაწილებდით. აქედან გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ჰოსტელი. სწორედ ამ საქმიანობას უკავშირდება ჩემი სიყვარულის ისტორიაც.
– მოგვიყევი შენი თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია.
– ჩვენთან სტუმრები, ძირითადად, ინტერნეტით ჯავშნიან, მერე ბევრს აქვს მეგობრული მიმოწერა. ასე იყო ლუისის შემთხვევაშიც. ვენესუელიდან შემეხმიანა ჩვენთან სტუმრობა სურდა. ჩამოვიდა ლუისი და რეალურად მხოლოდ ორი დღით უნდა დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ სტუმრობა ორი კვირით გაგრძელდა (იცინის). დანახვისთანავე მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვეწონა. ბევრ სტუმართან ვმეგობრობთ, დღემდე გვაქვს კავშირი, მაგრამ ეს ადამიანი, თითქოს, ჩემი ბედი იყო. ხასიათით, ინტელექტით, საერთო ინტერესებითა და ყველაფრით ერთნაირები აღმოვჩნდით. შეიძლება ითქვას, ერთმანეთი ვიპოვეთ. ამ ორი კვირის განმავლობაში ძალიან დავახლოვდით, ისე ახლოს გავიცანით ერთმანეთი, გვეგონა, რომ დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით.  რომ წავიდა, ურთიერთობა განვაგრძეთ. მიმოწერამ ეს ყველაფერი უფრო გააღრმავა.
ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ჩვენს ოცნებებზე, მიზნებზე, სურვილებზე, რა გვინდოდა, რა გვახარებდა... დაახლოებით ორი თვის შემდეგ მომივიდა წერილი, სადაც მალდივის კუნძულების ორი ბილეთი იყო. მწერდა, რომ ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად ორი კვირა გაეტარებინა მალდივებზე. მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ჯერ ხომ იმით ვიყავი შოკში, რომ მალდივებზე დამპატიჟა, მერე იმით, რომ ზღაპარში აღმოვჩნდი. არ ვიცოდი, რომ ხელი უნდა ეთხოვა. წინა დღით წვიმიანი ამინდი იყო, რაც ყვინთვისთვის არასასურველია, მაგრამ დაიჟინა, რომ აუცილებლად უნდა ჩაგვეყვინთა. თურმე, წინასწარ ჰქონია ინსტრუქტორებთან დაჯავშნილი ყველაფერი და გადადება არ შეეძლო, მერე ეს ყველაფერი აღარ გამოუვიდოდა. გავედით შუა ოკეანეში. ადრე არასდროს ჩამიყვინთავს, მაგრამ არ მეშინოდა, რადგან ლუისი კარგი მყვინთავია და იმედიანად ვიყავი. მოკლედ, მითხრა, რომ პირველი მე უნდა ჩამეყვინთა, რამაც ძალიან გამაბრაზა. ვერ ვხვდებოდი, რატომ მიშვებდა პირველად მარტოს შუა ოკეანეში ვიღაც ინსტრუქტოთან ერთად. თუმცა, რომ ჩავყვინთე, ისეთი საოცრება დამხვდა, სულ გადამავიწყდა ეს ამბავი. წარმოიდგინეთ, შუა ოკენაში ჩავხტი და ხმელეთზე დავდგი ფეხი, ვნახე ჩაძირული გემი და ენით აღუწერელი წყალქვეშა სამყარო. მე მეგონა, მხოლოდ ზღაპარში არსებობდა მსგავსი სილამაზის თევზები და თურმე, რეალობა ყოფილა. ამ ამბავში ვარ გართული და ინსტრუქტორი მანიშნებს, რომ უნდა შევტრიალდე. შემოვბრუნდი და ვხედავ ლუისს, რომელიც ჩემ წინ დგას წყალგამძლე ნაჭრით ხელში, რომელსაც ქართულად აწერია: „ცოლად გამომყვები?“
– რა რეაქცია გქონდა?
– არ ველოდი  და ისეთი შოკი მივიღე, რა რეაქცია მქონდა, არ ვიცი. ერთი, ის ვიცი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი.  მსგავსი ხელის თხოვნა არც გაგებული მქონდა და არც ნანახი. მერე თითზე ბეჭედი
გამიკეთა და ვფიქრობდი, ოღონდ ეს ბეჭედი არ ჩამივარდეს ქვიშაში-მეთქი (იცინის). ამის შემდეგ სიურპრიზი მომიწყო – ოკეანის პირას ვახშამი, განათებებით და მთელი რომანტიკით. მოკლედ, ვიყავი ზღაპარში, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. მხოლოდ ლუისს თუ მოაფიქრდებოდა მსგავსი რამის გაკეთება.
– ქორწილი რაჭაში გადაიხადეთ?
– ხელი დანიაში მოვაწერეთ და შევთანხმდით, რომ ქორწილი რაჭაში იქნებოდა. ჩვენ, ზოგადად, ქორწინების ორგანიზებასაც ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, თავიდნავე ვიცოდი, რომ ჩემი ქორწილიც თავად უნდა გამკეთებინა. ქორწილის დღეს დილის ექვსი საათიდან ფეხზე ვიდექი და გაფორმებებზე ვზრუნავდი. ჩვენ ქორწილი მაგიდებზე არ გვქონია, იყო ტუკები, თივის პრესები და პალეტები. მხოლოდ ქორწილის წინა დღეს ვიშოვე დასატუკი ტრაქტორი და რა გაწამაწიაში ვიყავი, ვერ გეტყვით. ჩემი ქმარი ორი დღით ადრე ჩამოვიდა და ვერც ვფიქრობდი, რომ ლუისი ჩემთან იყო, რადგან არ მეცალა (იცინის). ისიც ყველაფერში ჩართული იყო და ძალიან დავღალეთ, ასეთი ქორწილი არ მინახავსო, ხუმრობდა.
– ლუისს ქართული ჩოხა ეცვა – ეს მისი სურვილი იყო? სად აპირებთ ცხოვრებას?
– ლუისის ოცნება იყო, რომ ჩოხა ჩაეცვა. იმდენად გადარბენაზე ვიყავით, რომ ჩოხა დიდი ზომა მოგვივიდა, მაგრამ გამოცვლის დრო აღარ იყო. ლუისი წარმოშობით ვენესუელიდანაა, მაგრამ უკვე მეხუთე წელია, გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა არ აქვს მოქალაქეობა. ახლაც იქაა, რადგან საკუთარი საქმე აქვს. მეც ვსწავლობ გერმანულს, გამოცდა უნდა ჩავაბარო, ცხოვრების უფლება მივიღო და შემდეგ გავემგზავრები. მერე ხან საქარველოში ვიქნებით, ხან – გერმანიაში. არ მინდა, ჩემს ბიზნესს ბოლოდე მოვწყდე. ლუისს მოსწონს საქართველო და აქ გადმოსვლაზეც ფიქრობს, მაგრამ ამ ეტაპზე, სამსახურის გამო, თავს იკავებს. ვფიქრობთ, გერმანიიდან უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ბიზნესი ჩემს დასთან და სიძესთან ერთად, რაც მერე საშუალებას მოგვცემს, დავბრუნდე და უზრუნველად ვიგრძნო თავი.

скачать dle 11.3