კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№44 ბრძნული აზრები

ჰიუგო: არ შეიძლება, მბრძანებელთა დანაშაულებები დავაბრალოთ იმათ, ვისზეც ისინი ბატონობენ. მთავრობა ხშირად შედგება ბანდიტებისაგან, ხალხი კი – არასდროს.
ვან გოგი: იტანჯებოდე და არ წუწუნებდე – აი, ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლო ცხოვრებაში.
მარკესი: ხასიათი იარაღია. მთავარია, შენიანებს არ ესროლო.
ნიცშე: ვინც თავის გზას მიჰყვება, არავის ხვდება გზად და არავინ მიდის, რომ დაეხმაროს. ეს არის „საკუთარი გზის“ მახასიათებელი.
გალილეი: ადამიანს ვერაფერს ასწავლი. შეგიძლია, მხოლოდ დაეხმარო, საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის, რაც იქ უკვე არსებობს.
კამიუ: სკოლა ისეთი ცხოვრებისთვის გვამზადებს, რომელიც სამყაროში რეალურად არ არსებობს.
რენო: არ შეიძლება მოღალატეებთან დაბრუნება, არ შეიძლება! ფრჩხილები მოიკვნიტეთ, მიწა დაღეჭეთ, მაგრამ არასდროს დაბრუნდეთ იქ, სადაც ოდესღაც გიღალატეს.
დიუმა (უფროსი): ყოველგვარ უბედურებას ორი წამალი აქვს – დრო და დუმილი.
ფუჩიკი: ცალკეული პიროვნებები შეიძლება, გაიხრწნან მორალურად, ხალხი კი – არასდროს.
იუნგი: ერთხელ, მრავალი წლის წინ, მეგონა, არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. ცხადია, აღმოჩნდა, რომ სწორი ვყოფილვარ, მაგრამ შემეშალა, როცა ვიფიქრე, რომ შემეშალა.
გოეთე: ადამიანის ჭკუის ნაყოფთაგან ორი საქმეა უძნელესი – მართვის ხელოვნება და აღზრდის ხელოვნება.
ვოვენარგი: მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე – ორგანიზებული ცხოვრება.
კანტი: ხასიათი პრინციპების მიხედვით მოქმედების უნარია.
მონტენი: გაიძვერას თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა.
შოუ: ქორწინება მასონთა საზოგადოებას წააგავს. მას, ვინც ჯერ არ გაწევრიანებულა, არაფერი იცის იმის შესახებ, ხოლო, ვინც მოასწრო, იძულებულია, სამუდამოდ დადუმდეს.
შექსპირი: სილამაზემ შეიძლება მოგხიბლოს, მხოლოდ სულის შეყვარებაა შესაძლებელი.
скачать dle 11.3