კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ ხვდება ადამიანის ორგანიზმში ჯადოს „ვირუსი“ და რას მოასწავებს სიზმარში უცხო ადგილების ნახვა

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  ჯადო, გათვალვა, ანუ ნეგატიური ენერგეტიკული გავლენა სხვა ადამიანზე ნამდვილად არსებობს და ეს შეიძლება, სიზმრის საშუალებით შეგვატყობინოს ჩვენმა ქვეცნობიერმა. რისი ნახვა ნიშნავს სიზმარში ბნელი ძალების ზეგავლენას ან რა მოვლენასა თუ საგანს უკავშირდება ეს, აგვიხსნის ეზოთერიკოსი ქალბატონი ეთერ გ.
– სანამ იმას გეტყვით, სიზმარი როგორ მიგვანიშნებს მაგიური ძალის ზეგავლენაზე, ჯერ ავხსნათ, რა არის ჯადო? უფრო გასაგები იქნება ერთგვარ ტექნოლოგიურ ენას თუ გამოვიყენებთ. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი თავისებური კომპიუტერია სხვადასხვა პროგრამით, რაც ეხება: ჯანმრთელობას, სწავლას, ოჯახს, ბავშვების დაბადებას, პროფესიონალიზმს, სხვებთან ურთიერთობათა ფორმებს და სხვა – ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად. შემდეგ ერთ-ერთ პროგრამაში აღწევს ვირუსი, რომელიც აზიანებს ან სულაც ანადგურებს მას. მაგალოთად, პარტნიორული ურთიერთობების პროგრამაში შეჰყავთ ვირუსი, რომელიც ქმარს ცოლისგან აშორებს. რას აკეთებს ვირუსი? – აფუჭებს პროგრამას ანუ ერევა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში: იწყება გაუთავებელი სკანდალები, ჩხუბი და ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვეღარ იტანს. სწორედ ეს არის ჯადო – ადამიანის პროგრამის აშლა-არევა და სანამ ეს ვირუსი არ განადგურდება, პროგრამა ომს არ შეწყვეტს.  
– როგორ შევამოწმოთ, უტევს თუ არა ასეთი ვირუსი ჩვენს კუთვნილ პროგრამას?
– არსებობს ჯადოს გამოსავლენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ნიშნები, რაც 100-პროცენტიან გარანტიას, რა თქმა უნდა, ვერ მოგცემთ, რადგან ასეთივე ნიშნები შეიძლება სხვა სიტუაციაშიც გაჩნდეს, მაგრამ, ბრძენი ბუნება ადამიანს მხარდაჭერის გარეშე ხომ არ დატოვებდა და სიზმრის ანუ ქვეცნობიერის ენით გაუგზავნა მას მყარი თუ რბილი სიმბოლოები, ფრაზები თუ სიტყვები, რის საშუალებითაც შეძლებდა ჯადოს „ვირუსის“ აღმოჩენას. ერთობლიობაში კი, შესაბამისი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური გამოვლინებები და გარკვეული სიზმრისეული სიმბოლიკები ზუსტად მიგვითითებს, თუ რა გავლენას ახდენს ჯადო, გათვალვა და სხვა ნეგატიური ძალა ჩვენს ორგანიზმზე.  
– რაიმე კატეგორიებად იყოფა ეს სიზმრები?
– რამდენიმე კატეგორია შეიძლება, გამვყოთ და ერთ-ერთია, მაგალითად, სიზმარში ნანახი უცნობი ადგილი, სადაც შიში გიპყრობს და ასევე, გაქცევა, როცა ცდილობ, მდევარს დაემალო – ასეთი სიზმრები უნახავს ყველას. თუ ეს რეგულარულად მეორდება, უმჯობესია, გაერკვეთ სიტუაციაში. ჭაობი, ნანგრევები, აბლაბუდა, უღრანი ტყე და მსგავსი ელემენტები, რის გამოც დამთრგუნველი განცდა გეუფლებათ, ნეგატიურ გავლენაზე მიუთითებს. თუ მდევარს ვერ ხედავთ, მაგრამ მაინც გარბიხართ და დამალვას ახერხებთ – ეს ნიშნავს, რომ მტერი ავი განზრახვის მხოლოდ გეგმას განიხილავს. თქვენ კი გაქვთ დრო, რომ თავი დაიცვათ. მაგრამ, თუ ბანდიტი მოგდევთ – აშკარაა განზრახვის სისრულეში მოყვანას ცდილობს; თუ უკვე კარს გიმტვრევთ – აგრესია თქვენს ენერგეტიკულ დამცავს დაატყდა თავს; მაგრამ, თუ თავად მისდევთ ბანდიტს – სამაგიერო დარტყმას მიიღებთ; შეიძლება, ბანდიტი სახლში თქვენვე შემოუშვით ან თავად ხართ სიზმარში ბოროტმოქმედი – ამ შემთხვევში, უმჯობესია, საკუთარ საქციელს გადახედოთ (ნეგატიურ კარმას იკრებთ ირგვლივ).  ჭაობი, საიდანაც თავს ვერ აღწევთ – საფრთხის სიმბოლოა. საერთოდ, რაც ბინძური, დამპალი და აყროლებულია სიზმარში პირდაპირი მითითებაა ჯადოსა და გათვალვაზე. მაგალითად: ჭუჭყიანი, დამყაყებული წყალი ემოციებსა და გრძნობებს „ავირუსებს“; გაფუჭებული საჭმელი – ორგანიზმს; დაჭმუჭნილი ან დახეული დოლარი – ფულად შემოსავლებს; სახლში დაგუბებული აყროლებული წყალი – ოჯახში უთანხმოებას ჩამოაგდებს; ნახვრეტი კედელში, იატაკზე, მანქანაში – ადამიანის ქმედებებსა და ჯანმრთელობას უტევს; დახეული, დაშლილი წიგნი – განშორებასთან დაკავშირებული ნეგატიური ინფორმაციაა; ქალის, მამაკაცის გაბრაზება გამოხატული სიტყვიერად, განრისხებით თუ ჩხუბით – სერიოზული უსიამოვნების საწინდარია.
– ცეცხლიც ნეგატივის სიმბოლოა სიზმარში?
– მხოლოდ მაშინ, თუ ცეცხლი არასტაბილურია. მაგალითად, სანთლის მოციმციმე, მბჟუტავი, მიმქრალი ალი სიზმარში, ჯადოს არსებობის დასტურია. ასეთივე ინტერპრეტირება შეიძლება მიეცეს შენობაში მბჟურავ თუ მოციმციმე შუქს. ამასვე უკავშირდება სიზმარში მოულოდნელი დაღამება. საერთოდ, ცეცხლი გამწენდი სტიქიაა და თუ ჩაქრა, ესე იგი, მას ნეგატიური ძალა დაეუფლა, რაც ადამიანზე ვრცელდება. ასეთ შემთხვევაში ნეგატივის მოსახსნელად აუცილებლად ცეცხლს უნდა მიმართოთ. ასევეა, წინაღობების შემთხვევაშიც – თუ სიზმარში ვერ ახერხებთ სადღაც აძრომას, შესვლას, რაღაცის დაძლევას, ეს ჯადოსა და გათვალვის აშკარა ნიშანია. ასეთი სიზმრები გატყობინებთ, რომ თქვენს ბედნიერებას (შემოსავალს, ჯანმრთელობას, სიყვარულს, წარმატებას...) წინ დაბრკოლება ეღობება. ვიღაცას ძლიერ შურს თქვენი და გემტერებათ.
– რაც შეეხება შავ ფერს სიზმარში...
– გააჩნია რას ნახავთ. თუმცა, ყველა ვარიანტში შავი ფერი უწმინდური ძალის შემოტევაა, მხოლოდ დარტყმის ადგილია სხვადასხვა. ამიტომ, ძირითადად, ისეთ საგანსა თუ მოვლენაზე გავამახვილებ ყურადღებას, თითქმის ყველას რომ დასიზმრებია. მაგალითად: შავი თმა ან გველი ნიშანია იმისა, რომ ჯადო ადამიანის ენერგეტიკას უტევს, თან თუ ასპიტია, ჯადოს გამკეთებელი აუცილებლად ქალია; ნემსი შავი ძაფით – მაგიური რიტუალის, აბურდული ძაფის შემთხვევაში კი, დეპრესიის აღმნიშვნელია; შავი კატა – ოჯახზე შეტევაა; შავი ტანსაცმელი იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებისაა, სხეულის სწორედ იმ ნაწილისკენაა მაგია მიართული – მაგალითად, თუ ქმარს შავი ტრუსი აცვია, მას სექსუალური პრობლემები ექნება, თუ მხოლოდ ღილია მიკერებული სამოსზე შავი ძაფით – ვიღაც თქვენს დამორჩილებას ლამობს; შავი ლაქებით დასვრილი ტანსაცმელი – თქვენს სახლს ემუქრება, შავი თავსაბურავი კი – თქვენს გონებასა და აზროვნებას. ძაღლი ხომ ერთგულების ნიშანია?! მაგრამ შავი შეფერილობის ისიც ცუდის მომასწავებელია – უსიამოვნება ნათესავებისგან გელით. თუ შავ ან გაფუჭებულ ტორტს შეექცევით სიზმარში დღესასწაულს ჩხუბი ჩაგაშხმებთ; შავი ფერის საათმა სიზმარში დროის ათვლა დაიწყო, რაც სასიკვდილო რიტუალიზე მიუთითებს. სიკვდილის ნიშანია, ასევე, სიბნელე ანუ მზის დაბნელება, სანთლის ჩაქრობა. ასე რომ, სიზმარი დროულად გაფრთხილებთ და თუ მინიშნებებს ამოხსნით, რასაც ამ განმარტებების შემდეგ აუცილებლად შეძლებთ, ჯადო თუ გათვალვა ვერაფერს დაგაკლებთ.

скачать dle 11.3