კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ახედეთ ცას!

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

 ასტროლოგები ამტკიცებენ, იმის მიხედვით, როგორი ცა მოსწონს ადამიანს, შეიძლება გავიგოთ მისი პიროვნული თვისებები და გარკვეულწილად, მომავალიც კი.
  გთავაზობთ, ამ საინტერესო ტესტს. თქვენ  უნდა აირჩიოთ ცის რამდენიმე ვარიანტიდან ერთი.
1. ჩამუქებულ ცაზე მხოლოდ რამდენიმე ვარსკვლავია;
2. ცაზე  სავსე მთვარე და დიდრონი ვარსკვლავებია;
3. ცა  უვარსკვლავოა – ჩამუქებული და იდუმალი;
4. ცა კაშკაშა ვარსკვლავებით არის სავსე.
ნახეთ  შედეგები:
1. თქვენ არ გეშინიათ და თამამად იღებთ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს. უკვე დიდი ხანია, ამჩნევთ, რომ კარგ მომენტებში ყველა თქვენ გვერდითაა, აი, რთულში კი – უცბად შეგაქცევენ ხოლმე  ზურგს. მაგრამ მალე გამოჩნდება განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც სინათლეს შემოიტანს თქვენს ყოფაში და ცხოვრებას  გაგილამაზებთ.  ეს სრულიად მოულოდნელად მოხდება, თანაც, ყველაზე წარმოუდგენელი სახით და ყველაფერი შეიცვლება.
2. გახსოვდეთ, ზოგი ადამიანი ძალიან ბევრ შანსს უშვებს ხელიდან. თქვენც ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით. ბევრი ბედნიერი მომენტი გაქვთ გაცდენილი. არც არავინ გეუბნებათ, რაოდენ ბევრს კარგავთ პასიურობის გამო. მიიხედ-მოიხედეთ და დაინახავთ, რომ ირგვლივ კეთილგანწყობილი ადამიანებიც არიან, რომლებსაც თქვენი უკეთ გაცნობა სურთ. ისინი  ცხოვრების შეცვლაში დაგეხმარებიან.
3. უამრავი რთული მომენტი გაქვთ გადატანილი და ბევრი შეცდომაც დაგიშვიათ. თუმცა, ყველა ეს შეცდომა ცხოვრებისეულ გაკვეთილად მიიღეთ, რაც ძალიან დაგეხმარათ, გეპოვათ  აუცილებელი ბალანსი და სიმშვიდე. ცუდია, რომ ბრმად  ენდობით ადამიანებს. მუხედავად ამისა, ბევრი ოცნება აგიხდათ და ამან ბედნიერება მოგიტანათ. სიძნელეებმა ბევრად მგრძნობიარეც გაგხადათ, ბევრად შორსმჭვრეტელიც და კარგადაც გამოგაწრთოთ.
4. თქვენ ძალიან საინტერესო ცხოვრება გქონდათ – როგორც სასიამოვნო, ისე რთული მომენტებით აღსავსე. ამ სიძნელეებს თქვენი ხასიათის  წყალობით გაუმკლავდით და სახეზე ღიმილიც შეინარჩუნეთ. თქვენმა ერთგულმა ადამიანებმა რეალობაში დაგაბრუნეს და ყველა სირთულე გადაგალახვინეს. ცხოვრება ხშირად გთავაზობდათ სიურპრიზებს, თუმცა თქვენი არჩევანი ყოველთვის სწორი არ იყო. თუმცა, ამას თავისი დადებითიც  აქვს, ვინაიდან მიღებული მწარე გაკვეთილები არასდროს დაგავიწყდებათ.
скачать dle 11.3