კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ნაოჭების საწინააღმდეგოდ მეგობარმა ჟელატინის ნიღბის მოხმარება მირჩია. მირჩიეთ, როგორ მოვამზადო, თუ შეამცირებს რეალურად გაჩენილ ნაოჭებს და რამდენ ხანში შევამჩნევ შედეგს?
პასუხი: ჟელატინის ნიღაბი ჭიმავს ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის ტონუსს. ზოგადად, ჟელატინი შეიცავს დიდი რაოდენობით კოლაგენს – ნივთიერებას, რომელიც კანის სიმკვრივეს უზრუნველყოფს. მასში შემავალი კოლაგენი ადვილად აღწევს კანის საფარში. შედეგად კი კანის ცხიმოვანი ჯირკვლები იწყებს დაბალანსებულ მუშაობას, რაც ხელს უშლის ანთებითი პროცესებისა და ფერიმჭამელების წარმოქმნას, ღრმად იწმინდება კანის ფორები, იჭიმება ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი და იკვეთება კანის კონტური.
ნიღაბი, რომელიც შეიცავს ჟელატინსა და გლიცერინს, ინტენსიურად ატენიანებს კანს. ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ – 1 კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი გლიცერინი და 2 სუფრის კოვზი ჟელატინი. წყალში გახსნილ ჟელატინს დაამატეთ გლიცერინი, შემდეგ კი, თანდათანობით ჩაუშვით კვერცხის ათქვეფილი ცილა. მიღებული მასა დაიდეთ დაორთქლილ სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი. ჟელატინის ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში ორჯერ. უკეთესი ეფექტის მისაღებად კი – ყოველ საღამოს, 5 დღის განმავლობაში. რამდენიმე დღეში შენიშნავთ, რომ ჟელატინის ნიღაბი ბოტოქსზე ეფექტურია.


скачать dle 11.3