კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 შეკითხვა ასტროლოგს

  კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2007 წლის 15 აგვისტოს, დილის ექვს საათსა და ხუთ წუთზე. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება, რა არის მისი კარმული მისია, რა დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება და რომელ უცხო ქვეყანაში მიაღწევს წარმატებებს?
  პასუხი: ეს პიროვნება ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. დაავადებების მხრივ, მისთვის მეტად საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რადგან შესაძლოა, პრობლემები არტერიულ წნევასთან დაკავშირებით შეექმნას. რაც შეეხება კარმულ-კოსმიურ მისიას: მან მეტად უნდა გამოავლინოს ხასიათში შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანად ხარჯვისა და გადანაწილების შესაძლებლობა. აუცილებლად უნდა იყოს წესიერი მუშაკი. არ უნდა იზარმაცოს. როგორც მარტოხელა მებრძოლი, საქმეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. დაეყრდნოს დემოკრატიულ პრინციპებს. არჩევნის უფლება დაუტოვოს სხვებსაც. უნდა შეეძლოს სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება, დიპლომატიურობა, უანგაროდ დახმარება. ასევე, უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ეს ყოველივე მისი კოსმიური მისიაა და მის ცხოვრებისეულ წარმატებებს განაპირობებს. სასიყვარულო ურთიერთობაში კი მისთვის მისაღებია სასწორის, მერწყულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მოერიდოს ურთიერთობას კუროს, მორიელისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. უცხოეთი მისი კოსმიური მისია არ არის, თუმცა არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღებია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილო ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, ჩილე, შვედეთი, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი. პროფესიებიდან კი კარგია და მისთვის წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობა, მობილური, აუდიო-ვიდეო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმე.
скачать dle 11.3