კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ გააჩუმა იოსებ სტალინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრუმენი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი უდიდესი დიპლომატიური ნიჭით იყო დაჯილდოებული და ყოველთვის ცდილობდა პრობლემები მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და შეთანხმების გზით მოეგვარებინა, საჭიროების შემთხვევაში არც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე ამბობდა უარს და არანაირ შანტაჟზე არ ეგებოდა... ისტორიის დოქტორი, პროფესორი სვიატოსლავ ანდრონოვი წერს: „სტალინზე მრავალ ადამიანს ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ თითქოს საბჭოთა ბელადი ყველაფრის გადაწყვეტას ყოველთვის ძალისმიერი პოზიციიდან ცდილობდა და რადგან უძლიერეს სამხედრო ძალებს ფლობდა,  წარმატებასაც იოლად აღწევდა. სინამდვილეში კი ეს მტკნარი სიცრუეა და სტალინი, პირიქით, ყოველთვის მოლაპარაკებებისკენ, პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისკენ იხრებოდა და ძალას მხოლოდ უკიდურეს, გამოუვალ მდგომარეობაში იყენებდა. ამის ნათელი მაგალითი კი ისაა, რომ ფაშისტური თავდასხმის დროსაც კი (22 ივნისი, 1941 წელი), თავდაპირველად, დიპლომატიური გზით მოგვარება სურდა და ჰიტლერთან პირადად დაკონტაქტებაც კი სცადა, თუმცა ეს მცდელობა მაშინ უნაყოფო გამოდგა, ხოლო შემდგომში კი რაც მოხდა და როგორ გაანადგურა მტერი, მთელმა მსოფლიომ იხილა. იგივე სიტუაცია შეიქმნა ფინეთის ომთან დაკავშირებითაც. ომის დაწყებამდე სტალინი მშვიდობიანად აპირებდა პრობლემის გადაწყვეტას. ფინელებს საბჭოეთისთვის სტრატეგიული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, თითქმის სამჯერ მეტ ტერიტორიას აძლევდა, ანუ ფინელების სასარგებლოდ არათანაბარ გაცვლას სთავზობდა (ეს მომენტი მავან ისტორიკოსებს „გამორჩენილი“ აქვთ...) და სტალინმა მხოლოდ კატეგორიული უარის მიღების შემდეგ დაიწყო  ფინელებზე შეტევა და მაინც თავისას მიაღწია... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ომი თავად ფინელების მიერ იყო პროვოცირებული და არა ჩვენი მხრიდან. ფინელებს ფაშისტების დახმარების იმედი ჰქონდათ და მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ მეტ ტერიტორიას ვაძლევდით ჩვენთვის სტრატეგიულად აუცილებელ ტერიტორიაში, კატეგორიული, შეიძლება ითქვას, დამამცირებელი უარი გვტკიცეს. სტალინი კი დამცირებას არავის აპატიებდა და შედეგად მათ (ფინელებმა) ომი მიიღეს, ტერიტორია დაკარგეს და სანაცვლოდ კი ვერაფერი მოიპოვეს...“
  დამცირებას, შეურაცხყოფას სტალინი არამც თუ ფინეთს, არამედ დიდ სახელმწიფოებსაც არ შეარჩენდა. თვით შეერთებულმა შტატებმაც კი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოდან თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ერთადერთი ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა იყო, ზეწოლის მიუხედავად, სტალინის წინააღმდეგ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. პოლიტოლოგი, ისტორიის დოქტორი, მრავალი დიდი პოლიტიკური პერიპეტიის უშუალო მონაწილე არტურ კარპინსკი ყვებოდა: „როგორც ფართოდაა ცნობილი, მცირეხნიან ანგლო-ამერიკულ და საბჭოურ მეგობრულ კავშირს სულ მალე „ცივი ომი“ მოჰყვა, რომელიც რამდენიმეჯერ „ცხელ ომშიც“ კი გადაიზარდა და დედამიწა მესამე მსოფლიო ომის წინაშე იდგა, თუმცა სტალინმა მისთვის ჩვეული ოსტატობით დასძლია ეს პრობლემები... ამ პრობლემების შექმნაში კი განსაკუთრებით აქტიური იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი. ის ატომური ბომბის ერთადერთი მფლობელი იყო და თავის ჩვეულ სტილში ცდილობდა პოლიტიკური წარმატების მოპოვებას. თუმცა, სტალინიც თავის ჩვეულ სტილში იგერიებდა ამ შეტევებს და ტრუმენს მისხალსაც კი არ უთმობდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტს იდეაფიქსი ჰქონდა, რომ სწორედ შეერთებული შტატები იყო „პლანეტარული მომწესრიგებელი“ და რომ რასაც ამერიკა გადაწყვეტდა, ყველა მას უნდა დამორჩილებოდა. ერთ-ერთ თავის საჯარო  გამოსვლაში ტრუმენმა თქვა: საბჭოეთს ავიწყდება, რომ ჩვენ, სწორედ ჩვენ ვართ „ატომური კომბლის“ ერთადერთი მფლობელი და შეგვიძლია, ის მთელი ძალით მოვიქნიოთო. ამ მუქარიდან მეორე დღესვე ვიაჩესლავ მოლოტოვმა მოსკოვის რადიოთი გაახმოვანა სტალინის სიტყვები. მან (მოლოტოვმა) თქვა: მსგავსი კომბლები ჰქონდათ ნაპოლეონსა და ჰიტლერს, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. მეტიც, მათ ეს კომბლები მოიქნიეს კიდეც, მაგრამ თავმოჭრილები თავადვე დარჩნენო... ტრუმენი სულელი ადამიანი სულაც არ იყო და ის ემოციებსაც კი თოკავდა ხოლმე. თუმცა, შოკირებული იყო სტალინის სიდინჯით და ამბობდა: როგორც ეტყობა, სტალინს ხიროსიმა–ნაგასაკის დაბომბვის შედეგები არ აქვს გააზრებული, თორემ ასე მშვიდი არ იქნებოდა და ჩვენს მოთხოვნებზე სულ მცირე მოლაპარაკების სურვილით გვიპასუხებდა. ჩვენ კი ასჯერ იმაზე მეტი შესაძლებლობები გვაქვს, ვიდრე იაპონიის დაბომბვისას და შეგვიძლია, საბჭოეთი მიწასთან გავასწოროთ და თუ სტალინი პოლიტიკურ დათმობებზე არ წამოვა, ამას აუცილებლად გავაკეთებთო... საბჭოთა ბელადმა, რა თქმა უნდა, კარგად უწყოდა ტრუმენისა და ამერიკელი სამხედრო „ქორების“ სურვილი, რომ საბჭოეთი მსოფლიო რუკიდან წაეშალათ. სწორედ ამიტომ ქმნიდა დაჩქარებული ტემპით საკუთარ ატომურ ბომბს. პოლიტიკურად კი მკვეთრი, შეურიგებელი იყო ამერიკელების მიმართ და როდესაც ტრუმენმა პირდაპირ სტალინისთვის განკუთვნილი მიმართვა გაუგზავნა საბჭოთა ბელადს თავისი ელჩის, გენერალ უოლტერ სმიტის პირით – თუკი ატომურ ბომბარდირებას გინდათ ასცდეთ, პოლიტიკურ დათმობებზე წამოდითო, სტალინმა უპასუხა:
– ბატონო ელჩო, თქვენი მხრიდან ჩვენი ტერიტორიის ატომური ბომბარდირების შემთხვევაში, მილიონ-ნახევარი ევროპაში დისლოცირებული საბჭოთა ჯარისკაცი ყველაფერს წალეკავს. ევროპულ ცივილიზაციას გაანადგურებს. ამ ტერიტორიას ქვის ხანაში დააბრუნებს და გამარჯვებულიც და დამარცხებულიც უკვე თქვენ, ატომურბომბიანებს შემოგიბრუნდებათ და დარწმუნდებით, რომ ამ საშინელ ომში დამარცხდებითო...
ასეთი პასუხის შემდეგ ტრუმენმა მკვეთრი მუქარა შეაჩერა.“
  სულ რაღაც წელიწად-ნახევრის მერე კი უკვე სტალინსაც ჰქონდა საკუთარი ატომური ბომბი და ტრუმენის მუქარა არაფერს ნიშნავდა“.

скачать dle 11.3