კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№44 ექიმის რჩევები

კითხვა: თითქმის უკვე 2 წელია, დედაჩემს სპაზმური ხველა აქვს. რა ანალიზი და გამოკვლევა არ ჩავუტარეთ, მაგრამ ვერაფერი დაადგინეს. მხოლოდ ერთი გვითხრეს, რომ აქვს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
პასუხი: თუ სახეზეა გულის უკმარისობა, შესაძლოა, ხველის მიზეზი ეს იყოს. გარდა ამისა, ხველა ახასიათებს ზოგიერთ კარდიოლოგიურ მედიკამენტს.
კითხვა: ჩემი 6 წლის ბიჭის რენტგენის დასკვნა ასეთია: ორმხრივად ბარძაყის ძვლის თავის გაძვალების ბირთვები არ ისახება. ექიმმა გამოწერა დევიტონი 6 წვეთი. იქნებ ამიხსნათ რაშია პრობლემა და როგორ მოვიქცე?  
პასუხი: იმედია, გაიარეთ კონსულტაცია ორთოპედთან, საუბარია მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩამოყალიბების შეფერხებაზე. ეს პრეპარატი დაგენიშნათ ძვლის თავის ჩამოყალიბების დასაჩქარებლად. გარდა ამისა, უნდა შეასრულოთ ორთოპედის ყველა მითითება (ბავშვის ჯდომასთან და სიარულთან დაკავშირებით), რათა თავიდან აიცილოთ დისპლაზიის გართულება.
კითხვა: ვარ 19 კვირის ორსული. ექიმმა გრიპის აცრის გაკეთება მირჩია. რამდენად უსაფრთხოა ორსულობაში ვაქცინაცია?  
პასუხი: ორსულისთვის და ნაყოფისთვის საშიშია არა აცრა, არამედ გრიპით ინფიცირებაა, რამაც შესაძლოა, რისკის ქვეშ დააყენოს ორსული ქალის ჯანმრთელობა, ასევე გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება და სიკვდილიც კი. გრიპის ვირუსისგან დასაცავად ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე კეთდება, ეგრეთ წოდებული, გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა.
კითხვა: მყავს 1 თვის შვილი (35 კვირაზე დაბადებული), რომელსაც აღმოაჩნდა ღია გულის სარქველი 4 მილიმეტრი. რამდენად შესაძლებელია, რომ დაიხუროს და წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, ამიხსნათ რამდენად საშიშია?  
პასუხი: თქვენ, ალბათ, ოვალურ ხვრელს გულისხმობთ. ვინაიდან ოვალური სარკმელი არაა დიდი ზომის, სავარაუდოა, რომ ის თავისთავად შეხორცდება და პრობლემებიც მალე გაივლის. თუმცა, აუცილებელია კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
კითხვა: შესაძლოა, რამეზე ნერვიულობამ მეხსიერება დამიქვეითოს, ყოველდღე თვალებში მიბნელდებოდეს და წაქცევაზე ვიყო?
პასუხი: სტრესული მდგომარეობა, მით უმეტეს, დროში გახანგრძლივებული, შესაძლოა, იყოს მსგავსი მდგომარეობის მიზეზი. თუმცა, დიფერენცირებისთვის აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება. კვლევის საწყის ეტაპზე ოჯახის ექიმს (თერაპევტს) უნდა მიმართოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3