კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვი 30-ს აჭარბებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ქლამიდიოზი, სიფილისი, ტრიქომონიაზი, გონორეა, ჰერპესი, პაპილომას ვირუსი, გენიტალიების მიკოპლაზმა, B და C ჰეპატიტი და შიდსი. ასეთი ინფექციები ქალისა და კაცის სხეულში სხვადასხვაგვარად ვლინდება.
  ქალების სიმპტომებია: უხვი ვაგინალური გამონადენი, შარდვის დროს სასქესო ორგანოს წვა, შარდვის დროს ტკივილი, მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი. მამაკაცების სიმპტომებია: ასოდან გამონადენი, სათესლე ჯირკვლების ტკივილი, შარდვის დროს ტკივილი. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაავადება ყოველგვარი სიმპტომის გარეშე ვითარდება.
  ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი უჩვეულოდ ვითარდება. თავდაპირველად ის გრიპს ჰგავს: სიცხე, დაღლილობა, ყელისა და თავის ტკივილი. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში გამოკვეთილად თავს ერთი წლის შემდეგ იჩენს. ამ დროს სრულად იცვლება მისი სიმპტომებიც: ლიმფური კვანძების გადიდება, დიარეა, წონაში სწრაფი კლება, სხვადასხვა სახის გამონაყარი კანზე, მოგვიანებით წყლულოვანი გამონაყარი ჩნდება სასქესო ორგანოებზეც.
  სიფილისით დაავადების შემთხვევაში, სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუში, სწორ ნაწლავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჩნდება მკვრივფუძიანი უმტკივნეულო წყლულები. რაც შეეხება B და C ჰეპატიტებს, მათი ზოგადი სიმპტომებია: ქრონიკული დაღლილობა, გულის რევა, ტკივილი მუცლის არეში, უმადობა, სიცხე, მუქი ფერის შარდი, კუნთების ტკივილი და ასე შემდეგ.
თავდაცვის საუკეთესო საშუალება პრეზერვატივია. არსებობს რამდენიმე სახის პრეზერვატივი: ქალისა და კაცის, ლატექსისა და პოლიურეთანის პრეზერვატივი. კაცისთვის განკუთვნილი პრეზერვატივი უმჯობესია თუ სპეციალურ საცხთან ერთად იქნება გამოყენებული. ამ შემთხვევაში პრეზერვატივი ბევრად უფრო მტკიცეა და დაზიანების (გახევა) ალბათობა ნაკლებია. ლატექსის პრეზერვატივის შემთხვევაში კი ზეთოვანი საშუალებების გამოყენება არ შეიძლება – რეკომენდებულია მისი მოხმარება წყლის ან სილიკონის შემადგენლობით დამზადებულ საცხთან ერთად. სხვა შემთხვევაში ლატექსის პრეზერვატივი დაზიანდება. თუმცა, პრეზერვატივი დაცვის 100-პროცენტიან გარანტიას არ იძლევა, მაგრამ არსებულ საშუალებებს შორის საუკეთესოა (თუკი სწორად გამოიყენებთ).
  პაპილომისა და B ჰეპატიტის ვირუსისგან თავის დასაცავად არსებობს ვაქცინა, რომლის გაკეთებაც გოგოსთვის 26 წლამდე, ხოლო ბიჭისთვის 21 წლამდეა რეკომენდებული. აივ ინფექციით, ანუ შიდსით, დავადების რისკს კაცებში თითქმის 50 პროცენტამდე ამცირებს წინადაცვეთა, თუმცა ამ ოპერაციას თავისი რისკები აქვს.
  კონტრაცეფციის ქიმიური მეთოდი – სპერმიციდები ადამიანს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან არ იცავს, არამედ ხელს მხოლოდ დაორსულებას უშლის და ისიც არაეფექტიანად. აქტიური სექსუალური ცხოვრების მქონე 25 წლამდე ქალმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ანალიზი გონორეასა და ქლამიდიოზზე. აივ ინფექციაზე ანალიზის გაკეთება ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებელია. ასაკის მიუხედავად, თუ ქალი ფიქრობს, რომ სიფილისით, ტრიქომონიაზით ან B ჰეპატიტით დაავადების საფრთხე ერთხელ მაინც შეექმნა, მისი გამოკვლევა აუცილებლია.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორებია: ახალი პარტნიორი, პარტნიორი, რომელსაც სექსი სხვასთანაც აქვს, სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე ინფექციით ერთხელ მაინც დავირუსება, სექსი ფულის სანაცვლოდ, ნარკოტიკები. კაცებმა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე შემოწმება წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიარონ.
აღსანიშნავია, რომ ასევე, არსებობს ბაქტერიები, რომლებიც ისეთი ქალის ორგანიზმშიც კი მრავლდება, რომელსაც სექსი საერთოდ არ ჰქონია.
скачать dle 11.3