კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ანწლი კიბოს წინააღმდეგ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ანწლი არა მარტო დაავადებების სამკურნალოდ, არამედ მათი პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება. წინათ ამ მცენარეს სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საშუალებად მიიჩნევდნენ. მაგრამ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა. წითელი შხამიანია, თუმცა სამკურნალოდ ზოგჯერ, მასაც იყენებენ. ანწლს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი, ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები. მისი თითქმის ყველა ნაწილი (ყვავილიდან დაწყებული, ნაყოფით დამთავრებული) გამოსადეგია. ყვავილების ნაყენს ხშირად იყენებენ გრიპისა და გაციების შედეგების სამკურნალოდ.
ნაყენი ასე მზადდება: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და დატოვეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ 45 წუთის განმავლობაში გააგრილეთ და გაფილტრეთ. უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს. ამ ნაყენით შეიძლება ფილტვის დაავადებების მკურნალობაც. ცივი ნაყენით შეგიძლიათ ჩამოიბანოთ თვალები დაღლილობის ან რაიმე ანთებითი პროცესის დროს – სიწითლე გაქრება. ეს ნაყენი სასარგებლოა გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც. თუ სახეს დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ, გაგიქრებათ არა მარტო ჭორფლი, არამედ პიგმენტური ლაქებიც. ხოლო თუ ნაყენს სპირტზე მოამზადებთ, ხელთ სულ გექნებათ არაჩვეულებრივი წამალი გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ.
წვრილად დაჭრილი ფესვებისა და ფესვურების ნახარშის მოსამზადებლად 1 ლიტრ წყალზე იღებენ 30 გრამ მასალას და 20 წუთის განმავლობაში ადუღებენ. სვამენ თითო ჭიქას დღეში სამჯერ, იყენებენ, როგორც ძლიერ შარდმდენ საშუალებას თირკმელების ტკივილისა და წყალმანკის, აგრეთვე, დიაბეტის დროს.
საქართველოში ამ მცენარეს  ჩვენი წინაპრები კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად (ფაღარათის დროს) იყენებდნენ. ბულგარეთში  კი არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ექსტრაქტით სრულიად განიკურნენ კიბოს დაავადებისგან. რეცეპტი   ძალიან მარტივია: შეაგროვეთ ანწლის  მარცვლები. ჩაყარეთ ფენა-ფენა მშრალ, სუფთა მინის ჭურჭელში, დაახლოებით, 1 სანტიმეტრის სიმაღლეზე კენკრა, ზემოდან – შაქარი და ასე შემდეგ, ვიდრე ჭურჭელი  ბოლომდე არ გაივსება. დადგით 1 თვის განმავლობაში გრილ ადგილას. ექსტაქტი გაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ, ხოლო ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ 150 გრამი გამოხდილი წყალი. მკურნალობის კურსია 45 დღე. ერთი თვის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. სამი ასეთი სეანსი და კიბოც ქრება.
პროფილაქტიკისთვის კი წელიწადში ერთი ასეთი კურსია საკმარისი. ძალიან სასარგებლოა და არაფერს ვნებს.скачать dle 11.3