კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№44 როდის ეწინააღმდეგებიან ადამიანები სხვების სურვილებს და რატომ არ შეიძლება ყველასი და ყველაფრის სიყვარული

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  იოანე პეტრიწი ამბობს: ადამიანს სჭირს ორი უგუნურება, ორი უმეცრება: ერთი ის, რომ უმეცარია და მეორე – არ იცის, რომ უმეცარია. ამპარტავნების საწყისია საკუთარი თავის არცოდნა.  ეკლესია რომ ავიღოთ, ასეთი ადამიანი ცდილობს, სხვას მიუთითოს, ასწავლოს, თვითონ კი, შეიძლება, უარესს აშავებს. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– ეკლესიის ერთი წმიდა მამა ასეთ ადამიანებს უწოდებს „წმიდა ჯადოქრებს“, რომლებიც საკუთარი ლოცვითი მდგომარეობის, საკურთხევლისთვის ცქერის, ლოცვის მოსმენის გარდა, აკვირდებიან სხვებს, როგორ ლოცულობენ, როგორ ან როდის დაიჩოქებენ, რა აცვიათ და ასე შემდეგ. ვინ როგორ იქცევა, რას აკეთებს – ეს შენი საქმე არ არის. მაგრამ, თუ ხედავ, რომ ადამიანი იღუპება, ცუდ მდგომარეობაშია, მაშინ შეგიძლია, რჩევა მისცე მოკრძალებულად, მშვიდად. ძალიან ნაცნობი მდგომარეობაა, როცა ადამიანი სხვის სურვილებს ეწინააღმდეგება, ურისხდება და ემტერება. ასე ხშირად ხდება როგორც მშობლებისა და შვილების, ისე, ცოლისა და ქმრის ურთიერთობაში, რაც, საბოლოოდ, დაპირისპირებაში გადადის. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არავინ არაფერს ეკითხება, მაგრამ მაინც ერევიან, თუნდაც ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. ბევრი კი ურცხვად აქებს და ადიდებს საკუთარ თავს – ეს საკმაოდ ხშირად ხდებიან. სამაგიეროდ, მხილება და დარიგება არ უყვართ და თავი სულ მართალი ჰგონიათ – ასეთი ძალიან ბევრი გვინახავს, განსაკუთრებით, სასულიერო პირები: სულ მართლები არიან, არაფერში ცდებიან და სხვებს მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი ტყუიან, თავად კი არაფერი ეშლებათ.
– როგორ გავიგოთ, რა არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი?
– თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა ყურადღებასაც არ აქცევს იმას, თუ როგორ წარიმართება ჩვენი სიცოცხლის დღენი.  ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რისთვის ვცხოვრობთ აქ, დედამიწაზე. ქვეყნიერება არ იძლევა მყარ ბედნიერებას.
  ადამიანი უნდა იყოს სიკეთისადმი, ღვთაებრივისადმი მიმართული ღვთაებრივი განგების ძალით. სწორედ ეს „უნდა“ არის ის აუცილებლობა, რასაც ნამდვილი თავისუფლება შეიძლება, ეწოდოს. შესაბამისად, ადამიანის ნება მხოლოდ მაშინაა თავისუფალი, როცა შერწყმულია ღვთის ნებასთან, მისით არის სავსე და თავის თავს მისით წარმართავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხორციელი სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ ის წყვეტს ჩვენს მარადიულ ბედს, ანუ მომავალს. ყველაფერი, რასაც აქ, დედამიწაზე ვაკეთებთ, რისკენაც ჩვენი სურვილებით მივილტვით, რასაც მთელი გულით ვეკვრით, უკვალოდ კი არ დაიკარგება, არამედ საუკუნოდ დარჩება, განუყოფელ მონაპოვრად, ამასთან, ისეთ მონაპოვრად, რომელიც განაპირობებს ჩვენს მარადიულ სიმშვიდესა და ნეტარებას ან უსასრულო წამებასა და ტანჯვას.
– როდის გამოაქვს ქრისტიანის ცხოვრებას ნაყოფი?  
– ქრისტიანის ცხოვრების ნაყოფი უნდა იყოს რწმენა, სიყვარული, სუფთა სინდისი. ჭეშმარიტი სიყვარულის შემდეგ ადამიანს ჭეშმარიტი რწმენა აქვს და ჭეშმარიტი რწმენის შემდეგ, უკვე – სუფთა სინდისი. პირველ და მეორე მსოფლიო კრებებზე ჩამოყალიბდა წმიდა მამების მიერ სარწმუნოების სიმბოლო –„მრწამსი“, რომელსაც ყველა ქრისტიანი უნდა ამბობდეს ყოველ დილით. ზეპირად უნდა იცოდეთ, რომ სხვა ქრისტე, სხვა ეკლესია არ არსებობს და რისი სწამს. ჭეშმარიტი მრწამსის შემდეგ, უნდა გქონდეთ ჭეშმარიტი სიყვარული. ქართველები ვამბობთ, ყველა და ყველაფერი გვიყვარსო. არ შეიძლება, ყველა და ყველაფერი გიყვარდეს. სულ რამდენიმე სიყვარულია: პირველი – ეს არის „ეროსი“, რომელიც არ არის ჭეშმარიტი სიყვარული. მეორე: „ლუდოსი“ ანუ პარტნიორული სიყვარული, როცა საქმეში ერთად არიან, მაგრამ, როგორც კი რამე მოხდება, მაშინვე ერთმანეთს იარაღით დასდევენ და ეს სიყვარულიც ქრება. მესამე: „ტორჯი“, ანუ ცოლქმრული სიყვარული. დღეს იშვიათია, ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარდეს. მათ სიყვარული ცუდად დაიწყეს და ცუდად აგრძელებენ. „პრაგმა“ – პრაქტიკული სიყვარული, როცა თავისი საქმე უყვარს. „მანია“ – რომელიც საქართველოში ძალიან არის გავრცელებული. „ფილოსი“ – ფილოსოფიის, სიბრძნის სიყვარული. ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ფილოსოფიის სიყვარული არ არის კარგი. ბოლოს არის „აღაპე“, „აღაპოს“ – ღვთაებრივი სიყვარული. თუ  ღვთაებრივი სიყვარული არ გაქვს, მაშინ არანაირი სიყვარული არ გექნება. და თუ გინდა, მიხვდე, სუფთა სინდისი გაქვს თუ არა, ყურადღება მიაქციე საკუთარ სურვილებს. რეალურია თუ არა შენი სურვილი, შეძლებენ მეუღლე, შვილი, მოძღვარი, ხელისუფლება შენი სურვილის შესრულებას?! თუ გავიწყდებათ თქვენი სურვილები, მაშინ ჩაიწერეთ. თუ მთელ ცხოვრებას ბოლოს ისე გაატარებ, ვერც დაწინაურდები, არც უფროსი გეყვარება და თუ რაც გევალება, იმასაც აღარ გააკეთებ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდები... შეამოწმეთ თქვენი სურვილები: ითხოვეთ მცირედი და ღმერთი დიდზე დაგადგინებთ. გინდა, კარგი ქრისტიანი გახდე? მაშინვე პარაკლისების კითხვას ნუ დაიწყებ, ნუ დარჩები ეკლესიაში 2 საათი. 10 წუთი მოუსმინე, გონებით ილოცე, საკუთარი თავი გამოასწორე და შემდეგ კი – ოჯახის წევრები.
– საკუთარი სინდისის შემოწმება შესაძლებელია?
– როგორც მამები გვასწავლიან, ადამიანის შესახებ 4  შეხედულება არსებობს: 1. სანამ ოჯახში ჩხუბი არ მოხდება, გიტანენ, არაფერს გეუბნებიან, მაგრამ ჩხუბის შემდეგ ყველაფერს მოგახლიან; 2. რას ფიქრობენ საზოგადოებაში – სანამ ჩხუბი არ მოხდება, მანამდე კარგი მეგობარი, კარგი თანამშრომელი ხარ, როგორც კი იჩხუბებ, უგუნური და ცუდი ხდები; 3. რას ფიქრობ საკუთარ თავზე – ჩვენ ძირითადად, ნარცისიზმით ვართ დაავადებული, საკუთარ თავს ვეფერებით, სანამ აღსარებაზე არ მივალთ და ჩვენი მოძღვარი, სახარება არ დაგვანახვებს საკუთარ თავს; 4. რას ფიქრობს უფალი ჩვენზე – უფალი რას ფიქრობს ჩვენზე, ამას სინდისი დაგანახვებთ. მუდმივად უნდა იფიქროთ იმაზე, ასრულებთ თუ არა იმას პირნათლად, რაც გევალებათ; როგორი ქმარი ხარ, როგორი ცოლი, შვილი, ქრისტიანი; ასრულებთ თუ არა უფლის მცნებებს და მთელი გულით თუ გიყვართ უფალი, მოყვასი; როგორ უყურებთ თქვენს ზემოთ ან ქვემოთ მდგომ ადამიანებს. ეკლესიაში რომ მოდიხარ, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რას წაიღებ აქედან და რამდენ სანთელს დაანთებ, არამედ იმაზე, როგორი დამძიმებული მოხვედი და როგორი მსუბუქი მიდიხარ. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ეკლესიიდან უფრო დაბოღმილები მიდიან –  განკითხვაში, დამძიმებული სულით.

скачать dle 11.3