კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 სიყვარულის ანაბანა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ზოგისგან, ალბათ, გაგიგონიათ, რომ შეყვარებული მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ მისი ბედი არ იყო. ეს შეცდომაა. ყველა ადამიანი, ადრე თუ გვიან, პოულობს ცხოვრების თანამგზავრს. ურთიერთობაში კი ხშირად ჩნდება სირთულეები, რომელთა გადალახვაც ბევრს უჭირს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ  სიყვარულს ხუთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი აქვს. ადამიანები კი ყველაზე ხშირად მესამე   ეტაპზე შორდებიან.
  * შეყვარებულობის ეტაპი – ეს არის პერიოდი, როცა ბედნიერების ჰორმონი განსაკუთრებულად მძლავრია. ადამიანი დიდ იმედებს ამყარებს იმაზე, ვინც მოსწონს. მისთვის პარტნიორი უნაკლო ადამიანია, ფიქრობს, რომ ის ყველა სურვილს უსიტყვოდ შეუსრულებს... და ასე იქნება მუდამ. ამ პერიოდში საღი  აზრის გათვალისწინება არავის უნდა. შესაბამისად, მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა.
  * ურთიერთობის ოფიციალური დასაწყისი – ეტაპი, როდესაც  სიყვარული უფრო მყარი ხდება. პაემნებს თანაცხოვრება ცვლის.  ესაა ბედნიერებისა და სიხარულის პერიოდი. ამ დროს ჩნდებიან შვილები, რაც ბედნიერებას კიდევ უფრო ამყარებს.
  * მესამე – ეს სწორედ ის პერიოდია, როცა იმედების გაცრუება იწყება. პარტნიორი ცოტა მოსაწყენი, ერთფეროვანი და ზედმეტად გამაღიზიანებელი გეჩვენებათ. პირველად ჩნდება სურვილი, ერთ წამში გაწყვიტოთ ურთიერთობა. ბევრი მიიჩნევს, რომ საყვარელი ადამიანის არჩევანში შეცდა და ახალი სიყვარულის ძიების დროა. ეცადეთ, ამ კრიზისის გადალახვა შეძლოთ და მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.
  * ღირებულებების გადაფასებისა და დიდი სიყვარულის ეტაპი – როცა  ხვდებით, რომ გვერდით გყავთ არა იდეალური, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელთან ერთადაც უამრავი სირთულე დაძლიეთ. თქვენ მას იღებთ ისეთს, როგორიც არის და გადადიხართ ურთიერთობის ახალ, დიდი სიყვარულის ეტაპზე.
  * სიყვარულის გააზრება – მას შემდეგ, რაც სიყვარულის გზაზე არსებულ ყველა სირთულეს გადალახავთ, მიხვდებით, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალებით გაქვთ უნარი, ბევრი რამე უკეთესობისკენ შეცვალოთ. ერთნაირად ფიქრს, ერთი საქმის კეთებას, ერთად მოქმედებას იწყებთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული შედგა.

ნუ  მოიხდით ბოდიშს  

  სწორად აღზრდილი ადამიანი, როცა გრძნობს, რომ მომხდარი უსიამოვნება მისი ბრალია, ბოდიშს აუცილებლად  მოიხდის.  ეს უპირველესად მათ სჭირდებათ. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ბოდიშის მოხდა მძიმე სტრესია. არიან ისეთებიც, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფრის გამო იხდიან ბოდიშს და საკუთარი თავი ყველაფერში დამნაშავედ მიაჩნიათ. ეს კი საშიშია. ამიტომ, სასურველია, იცოდეთ, რის გამო  არ უნდა მოიხადოთ  ბოდიში:
  * მაგალითად, თუ უარს იტყვით იმ ადამიანთან ურთიერთობაზე, რომელიც თქვენს „საზღვრებს“ ყოველთვის არღვევს, ეს ლოგიკურია და ნუ მოიხდით ბოდიშს ამის გამო;
  * ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ზუსტად ისე იქცევით,  როგორიც რეალურად ხართ;
  * არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ინტუიციას ენდეთ და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეთ;
  * არასოდეს მოიხადოთ ბოდიში, თუ ნამდვილი დამნაშავე თქვენ არ ხართ;
  * ყველა ადამიანს სჭირდება დრო პირადისთვის.  თქვენი უფლებაა, ხანდახან საკუთარ თავსაც დაუთმოთ დრო. ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ, არავის წინაშე არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი;
  * ყოველთვის თამამად ისაუბრეთ საკუთარ შეხედულებებზე. ნუ მოიხდით ბოდიშს თქვენი მოსაზრების გამო;
  * ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რისიც ბოლომდე გჯერათ და გწამთ.
  * ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ცხოვრობთ, როგორც მოგწონთ და შესაძლოა, ეს საზოგადოების სტანდარტებს არ შეესაბამება;
  * ნუ მოიხდით ბოდიშს საკუთარი გადაწყვეტილებების ან ქმედების გამო, რასაც სხვისთვის არაფერი უვნია;
  * ნუ მოიხდით ბოდიშს თქვენი გრძნობების, განცდებისა და ემოციების გამო. იმის გამო, რომ ზოგჯერ მოწყენილი, ან გაბრაზებული ხართ;
  * ნურც იმის გამო  მოიხდით ბოდიშს, რომ ძალიან მგრძნობიარე ხართ;
  * ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ მეგობრებთან ერთად ერთობით, ან იმის გამო, რომ მუშაობთ და გართობისთვის დრო არ გაქვთ;
  * ყოველთვის თქვით სიმართლე და ნუ მოიხდით ბოდიშს სიმართლის თქმისთვის;
  * ხანდახან ყველას გვჭირდება ტაიმ-აუტის აღება, მოდუნება და არაფრის კეთება. ნუ მოიხდით ბოდიშს ამის გამო;
 * დასვით კითხვები ყველაფრის შესახებ, რაც არ იცით და რაც გაინტერესებთ და ნუ მოიხდით ბოდიშს ამის გამო – ყველაფრის მცოდნე არავინაა.

სახიფათო კაცები

  არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომლებსაც ჭკვიანი ქალი ახლოს არ უნდა გაეკაროს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია  ცოლიანი კაცი.
ის შეიძლება, სიყვარულს გეფიცებათ, მზრუნველი და ნაზია, მაგრამ  იცოდეთ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.  დააკვირდით, თქვენთან საუბრისას სულ საათზე იხედება, ყველასგან გმალავთ, არ შეუძლია, უქმეებზე და დღესასწაულებზე შეგხვდეთ.   გარწმუნებთ, რომ მხოლოდ თქვენ უყვარხართ, სინამდვილეში ურთიერთობა სამს გაქვთ და არა თქვენ ორს. ამბობს, რომ  ცოლს არ ესმის მისი. მუდმივად დაგპირდებათ, რომ ცოლს გაეყრება, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. მოძებნის უამრავ მიზეზს, რატომ არ შეუძლია ცოლისგან წამოსვლა.
  კიდევ არსებობს   მიუწვდომელი კაცი – ასეთი ტიპის კაცი ისევე იქცევა, როგორც – დაქორწინებული, მაგრამ   დაოჯახებული არ არის. ის თითქოს ის კაცია, ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ,  მაგრამ როგორც კი მისი დახმარება დაგჭირდებათ, იგი გვერდით არ აღმოჩნდება,  ყოველთვის აქვს  საქმე, რომელიც თქვენზე მნიშვნელოვანია. არ გაცნობთ თავის მეგობრებს.  როდესაც სჭირდებით, გეძახით და თქვენ მის გვერდით ხართ, მაგრამ აზრადაც არ მოსდის, რომ თვითონაც თქვენს გვერდით იყოს, როდესაც ეს საჭიროა. ამაზე არც ფიქრობს.
  გსმენიათ რამე ცუდი ბიჭის შესახებ? ის მხიარულია, სიმპათიური, მაგრამ ცუღლუტი. მომხიბლვლელია, საყვარელი და განუმეორებელი. ხუმრობს და მასთან არასდროს მოიწყენ. მაგრამ… მოულოდნელად სადღაც დაიკარგება. მიუხედავად დაპირებებისა  და შეუძლია, კვირების განმავლობაში არ გამოჩნდეს და არც იფიქროს თქვენს განცდებზე. შემდეგ ისევე მოულოდნელად გამოცხადდება და  შეყვარებული თვალებით შემოგყურებთ და პატიებას გთხოვთ. ის ისევე უპასუხისმგებლოა, როგორც მომაჯადოებელი. მას არ აინტერესებს გულითადი საუბარი. მერე რა, რომ მისი ღალატის სამხილი იპოვეთ! ის ხომ ასეთი მომხიბვლელია და ასე ერთგულად გპირდებათ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება! თქვენ პატიობთ, რადგან გინდათ, ზღაპრის გჯეროდეთ.
უპასუხისმგებლო კაცი – საკუთარ თავს თვითკმარსა და დამოუკიდებელს უწოდებს. თითქოს  სრულებით არ სჭირდება თქვენი გვერდით ყოფნა. თქვენ თავს იმშვიდებთ აზრით, რომ გვერდით გყავთ და ერთმანეთს ხვდებით და რთულ სიტუაციაში თავის ძლიერ, მამაკაცურ ხელს გამოგიწვდით, მაგრამ… ეს ილუზიაა. მას ეს არ სჭირდება და  ვერც იგრძნობს საჭიროებას, დრო დაგახარჯოთ. მისთვის  თავისუფლება და დამოუკიდებლობაა  მთავარი.
скачать dle 11.3