კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№44 მყიფე ოთხეული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვინ დარჩება გაცუცურაკებული

  ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, როგორც თქვა, ისე მოიქცა და ახლო აღმოსავლეთიდან თავისი ჯარების გამოყვანა დაიწყო, მეორე მხრივ, ერდოღანი, პუტინი და როუჰანიც ისე მოიქცნენ, როგორც შეთანხმდნენ (კბილებით დავიცავთ სირიის ერთიანობას ქურთი სეპარატისტებისგანო) და თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმაც იერიში მიიტანეს სირიელ ქურთებზე, რომლებმაც, მარტო დარჩენილებმა (აშშ-ს სამხედრო და პოლიტიკური დახმარების გარეშე), ცხადია, ვერ გაუძლეს შემოტევას და უკან დაიხიეს, ოღონდ ამასობაში ასადმა გაუწოდა დახმარების ხელი (ფრიად რაციონალური მოტივებით: დავზავდეთ და დამოუკიდებლობაზე ფიქრს თავიც  დაანებეთო), ქურთები კი, რაკი სხვა გზაც არ ჰქონდათ, დაჰყაბულდნენ შემოთავაზებას. შედეგად, ერდოღანმა ბუფერული ზონაც გაინაღდა (რომ სირიელი ქურთები მოაშოროს თავის საზღვრებს, ანუ თურქეთის ქურთებს) და იმ ნეიტრალურ ზონაში სირიელი ლტოლვილების დასახლების გადაწყვეტილებაც. ერდოღანი და პუტინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს სოჭში, სადაც ზემოთქმული კიდევ ერთხელ გადააბულბულეს. საბოლოოდ, გამოვიდა, რომ რუსეთმა ფეხი ახლო აღმოსავლეთში საფუძვლიანად მოიკიდა (საზღვრების პატრულირებაშიც ჩაერთო) და მშვიდობის მტრედის საერთაშორისო იმიჯიც მოირგო.
  ცხადია, ამ ამბავმა დაგვასევდიანა, თუმცა გუნება-განწყობილება მაშინვე გამოგვიკეთდა, რაც შევიტყვეთ, რომ, როდესაც ასადის შეიარაღებულმა ძალებმა და პროირანულმა ფორმირებებმა სცადეს, გადასულიყვნენ ევფრატის აღმოსავლეთით, რათა ნავთობსაბადოები ჩაეგდოთ ხელში, რომლებსაც ქურთი და ამერიკელი სამხედროები აკონტროლებენ, ამერიკულმა არტილერიამ გაანადგურა ასადისტთა და ირანელთა სამხედრო კოლონა.
  აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ ახლო აღმოსავლეთში ე. წ. წითელი ხაზებია გავლებული, რის დარღვევასაც ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ დაუშვებს. ამიტომაც გული მომეცა და აი, რატომ: თუ წითელი ხაზები არსებობს, სამხრეთ კავკასიის წითელი ხაზები ჩვენზე გადის (ანუ არ შეგვაჩეჩეს გამტრედებულ რუსეთს). მართალია, ვერაა მთლად კარგი ამბავი, ასე რომ ხარ დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, მაგრამ ჩვენი მდებარეობის წყალობით, ფაქტობრივად, სულ ალჩუზე ჯდება ჩვენი კოჭი. ანუ ამჯერადაც გადავრჩით.


скачать dle 11.3