კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 1 ნოემბერს „გალერეა ვერეში“ ფოტოხელოვან ომო გეთის პერსონალური გამოფენა – Sense 7 გაიმართება

  Sense 7 ხელოვნების ორ უმნიშვნელოვანეს დარგს – მუსიკასა და შეყოვნებულ წამს აერთიანებს; მოცემული ფოტომასალა წარმოადგენს გრძნობებისა და შუქ-ჩრდილების დრამატულ პალიტრას, რომელიც დაკავშირებულია ფუჭად გაფლანგულ დროსთან...  ფოტოგრაფი პრიორიტეტად მიიჩნევს ველურ, ბავშვურ მავნე ჩვევებს, რომლებიც განპირობებულია კინემატოგრაფიისადმი ლტოლვით და დროით, რომელიც ოცნების მოლოდინში დაიკარგა.
  გამოფენის მიზანია, აჩვენოს ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა, რადგან სწორედ ისაა წყარო სხვა ველური, მაგრამ წრფელი სილამაზისა.
  ომო გეთი ფოტოგრაფიამ 20 წლის ასაკში გაიტაცა. თბილისში სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა სასწავლებლად. ომო პიტერ ლინდბერგისა და „ჰენსელის“ მასტერკლასების გავლის შემდეგ, მუშაობდა კომპანიებთან: Culture, Timezone და Olymp. პარალელურად, მუშაობდა სათვალეების კომპანიაში და თანამშრომლობდა მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან: Amg, Lunor, D&G, Monocool, Ici Berlin. მისთვის დღემდე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტივ ჯობსის სათვალის სერიულ წარმოებაზე მუშაობა, რომელიც სათვალეების ცნობილმა კომპანიამ, Lunor-მა დაუკვეთა.
скачать dle 11.3