კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№43 რა ისწავლეს ამერიკაში ნინი წიკლაურმა და მისმა მეუღლემ ერთმანეთისგან და რა სტრესების გამოვლა მოუწია მას ორსულობისას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  მომღერალ ნინი წიკლაურის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა: სულ მალე ნინი ამერიკაში მეორე ბიჭის დედა გახდება. სამი წლის განმავლობაში ნინის კარიერაშიც ძალიან ბევრი წარმატებული გამოსვლა იყო. ამ ეტაპზე კი საავტორო სიმღერებზეც მუშაობს. ერთ-ერთს ნინი დედებს უძღვნის და ახლო მომავალში ვიდეორგოლის გადაღებასაც გეგმავს.
  ნინი წიკლაური: ამჟამად 6 თვის ორსული ვარ, ველოდები მეორე შვილს. რამდენიმე კვირის წინ გავიგე ბავშვის სქესი. ამერიკაში მიღებული ფორმაა: სქესის გაგების ცერემონიულად აღნიშვნა. ექიმებიც ისეთი მობილიზებულები არიან, რომ როდესაც ექოსკოპიაზე მივედი, ბავშვის სქესი არ მითხრეს და პასუხი კონვერტით გადმომცეს. რომ არ შეცდნენ, სქესის დასადგენად, აქ ექოსკოპიის გარდა, სისხლის ანალიზსაც გიკეთებენ. შესაბამისად, ექოსკოპია და სისხლის ანალიზი რომ გამიკეთეს, დალუქული კონვერტი მომცეს და მკაცრად გამაფრთხილეს: საზეიმო ვითარებაში გახსენიო. გადავწყვიტეთ, საღამოს ვახშამი მომემზადებინა, მე, თემო, საბა შევკრებილიყავით და საბა გახსნიდა კონვერტს. ისე მოხდა, რომ ქართული კულტურის ცენტრის, „ფესვების“, დამფუძნებელს, შორენა ბარბაქაძეს ვესაუბრებოდი და ვუთხარი, რომ ექიმისგან მოვდიოდი და კონვერტით მომქონდა პასუხი. შემხვდა შორენა და წამართვა კონვერტი: ამ ამბავმა ასე არ უნდა ჩაიაროს, საზეიმოდ უნდა გავხსნათო. მოკლედ, რამდენიმე დღეში პარკში წავედით, იქაურობა მორთულ-მოკაზმული დამახვედრეს, სიურპრიზად ბუშტები... საოცრება ხდებოდა. რამდენიმე თამაში მოიფიქრეს, ბუშტები გავხეთქეთ, საიდანაც ორივე ფერის: ვარდისფერი და ცისფერი ბრჭვიალები გადმოცვივდა. მეგონა: ტყუპებს ველოდებოდი და ბოლოს, როცა მივხვდი, უკვე ძალიან გვეთამაშებოდნენ, მესამე ცდაზე გავხეთქეთ ბუშტი და გადმოცვივდა ცისფერი ბრჭყვიალები. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ საბას ძმა ეყოლება. მოკლედ, ასე საზეიმო ვითარებაში გავიგეთ, მეორე შვილის სქესი, თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არც ჰქონია. მაგრამ ეს იმხელა ბედნირება და ზეიმია, რომ არ უნდა გამოტოვო. თან, შენი შვილიც ხვდება, როგორ გიხარიათ მისი სქესის გაგება. თან ამას ფოტოებზეც აფიქსირებთ.
– საბას აუხსენით უკვე, რომ ძმა ეყოლება?
– არ ვიცი, როგორ ხვდება ეს ბავშვი ყველაფერს, მაგრამ დღე და ღამე მეფერება მუცელზე. მეუბნება: აქ პატარა ბეიბიაო. ჩვენ მისთვის არ გვითქვამს, არაფერი  აგვიხსნია, რადგან ბევრი ფსიქოლოგის ბლოგზე წავიკითხე, რომ პატარა ასაკში სახიფათოა იმის თქმა, რომ ბავშვი გყავს მუცელში, რადგან ისინი ამას ხშირად ვერ იგებენ, ჰგონიათ, რომ დედამ შეჭამა ბავშვი და შიში უჩნდებათ. იმასაც ვერ აუხსნი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რაღაცები უნდა მოიგონო, ამიტომ ჯობდა, არაფერი გვეთქვა.
– მას შემდეგ, რაც გაიგე, რომ ორსულად იყავი, რამდენიმე თვე არავისთვის არაფერი გითქვამს, არ გაასაჯაროე. რატომ მოიქეცი ასე?
– კი. არავინ არაფერი იცოდა. ჩემი მუცლიანი ფოტოები არავის უნახავს. გადავწყვიტე, სანამ ნაყოფი არ მომწიფდებოდა, არ დავრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა, არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა, მანამადე არაფერი მეთქვა. ზოგადად ასე ვიქცევი ხოლმე. როცა კონცერტი მაქვს, სანამ არ ვიმღერებ, მანამდე არ ვაანონსებ ხოლმე, რადგან ყოველ წამს შეიძლება, რაღაც შეიცვალოს. ჩემი ამბავი ბევრისთვის სიურპრიზი იყო. ვერავინ დაუშვა, რომ ამ სიშორეზე, თან მარტოები ვართ, ოჯახობის სწავლაც მე და ჩემმა მეუღლემ აქ დავიწყეთ, მეორე შვილის გაჩენას გავბედავდი, თან, პირველიც პატარა მყავს. მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ორსულობა შემეწყვიტა. ასეთი იყო ღმერთის ნება და რადგან მომცა, იმის საშუალებასაც მომცემს, რომ ყველაფერს გავუმკლავდე.
– პირველი ორსულობისას ბევრი სირთულე გამოიარე.
– კი, ბევრი სტრესი იყო, თან, მარტო ვიყავი ამერიკაში, თემოც არ იყო, მერე ჩამოვიდა. მშობიარობის შემდეგ გართულებებიც მქონდა და ეს ყველაფერი სტრესმა გამოიწვია. ახლა თემო ჩემთან არის და უკვე ყველაფერი გააზრებული მაქვს. ბედნიერად მივყვები ჩემს ორსულობას, თუმცა, რა თქმა უნდა, არის პრობლემები, ეს ჩვეულებრივი ამბავია. რადგან ხარ ქვეყანაში, სადაც გვერდით არც დედა გყავს, არც ბებო, იღლები, თავი არ გაქვს, რომ რაღაც აკეთო... მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, წინა ორსულობასთან შედარებით, ყველაფერი უფრო დალაგებულია. მას შემდეგ, რაც ამერიკაში ჩამოვედით, მე და თემო ძალიან გავიზარდეთ, ოჯახობამ გაგვზარდა. თითქოს, მანდ 12 წლის ბავშვები ვიყავით და ახლა ზრდასრული ადამიანები ვართ. 3 წელია, აქ ვართ და იმდენი რამ ვისწავლეთ, თუნდაც ერთმანეთის გატანა, პატივისცემა. თუნდაც ის, რომ აღმოვაჩინე თემოს სულაც არ უყვარს შემწვარი კარტოფილი და სხვა რამე უყვარს, რადგან აქ ყველაფერს თავად ვაკეთებთ. ერთად შევეჩეხეთ პრობლემებს და უკვე ვიცით, რომ ხასიათიდან გამომდინარე, რა საკითხის მოგვარება უჭირს თემოს და მე რა მიადვილდება. ამ ყველაფერმა ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა. ვიცით, რომ ან მე უნდა  გავაკეთო, ან თემომ, რადგან გვერდით მესამე არ გვყავს. რაც მთავარია, როლები გვაქვს კარგად გადანაწილებული. საბა ჩემს ყველა
კონცერტს ესწრება, მასტერკლასებზეც სულ დამყავს. როცა კონცერტი მაქვს, ვიცი, რომ თემოს ჰყავს ბავშვი – საიმედო ხელშია და თავისუფლად ვმღერი. არაფერს ვაკლდები, რადგან მე და თემომ როლები გავინაწილეთ და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ.
– ამერიკაში ჩასვლის პირველი წუთებიდანვე ძალიან აქტიური ხარ, რაც მთავარია, შენს საქმეს აკეთებ, რასაც ბევრი ვერ ახერხებს.
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი მომღერალი ვარ იმ მცირერიცხოვან მომღერალ-მუსიკოსებს შორის, რომლებმაც ჩამოსვლის დღიდან ნამდვილად დაიმკვიდრეს საკუთარი ადგილი სცენაზე. თავიდანვე მქონდა ის მომენტი, რომ მართალია, ამერიკის მიწაზე ვარ, მაგრამ მე უნდა ვაკეთო ქართული საქმე. იმ ღონისძიებებზე, კონცერტებზე, სადაც დღემდე გამოვდივარ და ვმღერი, ძალიან ბევრი ამერიკელი ესწრება. არცერთ ღონისძიებას არ ჩაუვლია ისე, რომ არ მოსულიყვნენ და აღფრთოვანება არ გამოეხატათ ქართული სიმღერის მიმართ, რომელსაც ყველგან, ყოველთვის ვასრულებ. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ჩამოსვლის წამიდან, აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, ღონისძიებაზე ვასრულებ ამერიკისა და საქართველოს ჰიმნებს. ამისთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკაში ჩვენს კონსულს, დიანა ჟღენტს. ქალბატონი დიანა ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი, სადაც გია ყანჩელის ჰიტებს ვასრულებდი და მაშინ მითხრა: ასე მგონია, გიპოვეო და ამის შემდეგ, სულ გვერდით მიდგას.
– ამ ეტაპზე რით ხარ დაკავებული?
– 17 მაისს ვაშინგტონში ჯონ კენედის მუსიკალური ცენტრის მილენიუმ სცენაზე გაიმართა კონცერტი, სადაც შევასრულე „მზე შინა და მზე გარეთა“. ამ სცენაზე უმღერია არეტა ფრანკლინს, სტივ უანდერს და ასეთი რანგის მომღერალ-მუსიკოსებს. კენედის მუსიკალური ცენტრის ისტორიაში ნინი წიკლაურიც ჩაიწერა, რაც ძალიან მახარებს. გარდა ამისა, ხშირად ვარ ფესტივალ „ნიუ-იორკის მარგალიტების“ ჟიურის წევრი. სიმღერის კონკურსია, რომელიც სხვადასხვა ჟანრს მოიცავს. მესამე წელია, რაც ჟიურის უცვლელი წევრი ვარ. შარშან ერთადერთი ქართველი ვიყავი, ვინც ჟიურიში იჯდა. დანარჩენი წევრები
ამერიკელები არიან, ძალიან ცნობილი პროდიუსერები, მომღერლები, მუსიკოსები. მათ ზუსტად იციან, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავწერ უსამართლოდ ქულას, არ გავყიდი ჩემს ხმას. ქართველებიც იღებენ ხოლმე მონაწილეობას, მათ დანახვაზე სისხლი ყოველთვის მიდუღს, მაგრამ არასდროს დამიჩაგრავს სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იმ მომენტში შეიძლება, ქართველს ჯობდა. ზაფხულში „სლავიანსკი ბაზარის“ ჟიურის წევრი ვიყავი, რომლის შესარჩევი ტური პირველად ჩატარდა ამერიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემმა დაწერილმა ქულამ დიდი როლი შეასრულა, ღირსეული გამარჯვებული გვყავდა. გარდა ჟიურობისა, ძალიან ხშირად მაქვს კონცერტები, ასევე, ვმონაწილეობ საქველმოქმედო ღონისძიებებში.
– მახსოვს მიუზიკლში მღეროდი, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა.
– კი, ახლა დამთავრდა ეს მიუზიკლი. ორ სიმღერას ინგლისურად ვმღეროდი და ერთს – ქართულს. მიუზიკლი ჩემი საავტორო ქართული სიმღერით იხსნებოდა და ამერიკელებს ძალიან მოსწონდათ. აქ ქართული ეკლესია, ფაქტობრივად, ემიგრანტების საყრდენი კედელია და ყოველთვის მათ გვერდით ვდგავარ. შესაბამისად, ხშირად ვმონაწილეობ მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ახლაც, 19 ოქტომბერს, მეუფე საბას აქვს მიღება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმიდა სინოდის მღვდელმთავრები გვეწვევიან. მეუფეს ლოცვა-კურთხევითა და თხოვნით ვასრულებ ამერიკისა და საქართველოს ჰიმნებს. ასევე, რამდენიმე ქართულ სიმღერას. ამ შემხვედრაზე ერთადერთი მომღერალი ვიქნები და ძალიან მიხარია, რომ ქართული ეკლესია მუდმივად მიდგას გვერდში და ჩემ გარეშე არცერთ ღონისძიებას არ ატარებენ. გარდა ამისა, 15 სექტემბერს ფილადელფიაში ღვინის ფესტივალი ჩატარდა და ბენდთან ერთად მიმიწვიეს, სადაც სოლო კონცერტი ვიმღერე, რომელზეც  ნახევარზე მეტი ამერიკელები იყვნენ და ანშლაგით ჩაიარა. ამ ყველაფერს ვაკეთებ ორსული, საკამოდ დიდი მუცლით. 6 ოქტომბერს კი ამერიკაში უკვე მესამედ ჩატარდა თბილისობა. გრანდიოზული ღონისძიება იყო, რომელსაც ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო, როგორც ქართველები, ასევე ამერიკელები. გარდა იმისა, რომ ვიმღერე, მთელი ღონისძიების წამყვანი ვიყავი.  
– და მასტერკლასებსაც უტარებ როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს, რომელთაც ქართულ სიმღერას ასწავლი.
– კი, ვთანამშრომლობ „ფესვებთან“ და არა მარტო ქართული მუსიკის, მსოფლიო ხალხთა მუსიკის მასტერკლასებსაც ხშირად ვატარებ. მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვებს, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ და ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას, რაღაც ქართული ვასწავლო. სხვათა შორის, პროფესიონალ მომღერლებთანაც მაქვს შეხება, როგორც ქართველებთან, ასევე ამერიკელებთან. ჩვენს კულტურას ბევრი არაქართველი ეტრფის. ბევრი ისეთი სტუდენტიც მყავს, რომლებიც მუსიკალურ სასწავლებელში, კოლეჯში, სწავლობს და მე მასტერკლასებს ვუტარებ.

скачать dle 11.3