კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№43 ბრუნდება თუ არა ბახვა ბრეგვაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ და რას „შესწირა“ მან ყურები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბახვა ბრეგვაძე „იმედზე“ კიდევ ერთ ახალ გადაცემას იწყებს და შესაძლოა, მალე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ დაბრუნდეს.
  ბახვა ბრეგვაძე: აქამდე ყველგან პირდაპირ ეთერში ვმუშაობდი, შემდეგ დავიწყეთ შაბათ-კვირის დილა და არ ვტრაბახობთ, მაგრამ რეალურად, რეიტინგებში თითქმის არასდროს წაგვიგია. სულ გვესმის ხოლმე, დილით კი არა, საღამოს რომ არსად დადიან, ეგეთი სტუმრები როგორ მოგყავთო, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვგრძნობთ, რომ ყველას უხარია ჩვენთან მოსვლა. ეს დიდი მოტივაციაა. ძალიან დიდი კომფორტია ის, რომ წამყვანები და თანაწამყვანები ჩემი მეგობრები არიან და ძალიან მაგარი გუნდი შევიკარით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წინ ვეღარაფერი დაგვიდგება.
– სამუშაო დღეებში რთულია დილის გადაცემისთვის ადრე ადგომა და შაბათ-კვირას არ გიჭირს?
– „ვიქენდი“ ფიზიკურად აღარ გამაჩნია და როცა ჩემი მეგობრები გასართობად დადიან, მე ვმუშაობ, რადგან თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ეთერში ვარ. მართლა დიდი მსხვერპლის ფასად ხდება ეს ყველაფერი (იცინის). თან, „ტოროლა“ არ ვარ, „ღამურა“ ვარ, არ ვიცი, დილით ადგომას როგორ ვახერხებ. ამ ყველაფერს მართლა ჩემი გუნდის ხათრით ვაკეთებ. მათთან მუშაობა ბედნიერებასთან ასოცირდება, სხვანაირად დილით ადგომას ვერ შევძლებდი (იცინის). თუ ოდესმე ვერ ავდგები, მერე შუადღეზე გადავალ, არც მაგის პრობლემა არაა (იცინის).
– ახალი გადაცემა „მელოMony“ როგორ შეიქმნა?
– ძალიან აქტიური პერიოდი იყო, სხვადასხვა გადაცემიდან მქონდა შემოთავაზება და მივხვდი, რომ არ მინდოდა არაფერი სხვა, ჩემი გადაცემის გარდა. მაგალითად, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ჩვენი გადაცემიდან მანიკა და კახა არიან, ამიტომ ვარჩიე, რომ კიდევ ჩემი დამატება არ იქნებოდა კარგი. რაღაც პროექტებში ვერ დავინახე ჩემი თავი. მე და ჩემი მეგობარი პროდიუსერები ერთხელ დავსხედით და ახალი პროექტი მოვიფიქრეთ, რომელიც ბევრი მსგავსი გადაცემის მიქსს წარმოადგენს და პლუს ჩვენ-ჩვენი იდეები დავამატეთ. გადავწყვიტეთ, სახალისო, გასართობი გადაცემა შეგვექმნა, მაგრამ არა იუმორისტული. თან, ეს ნიშა თავისუფალი იყო. დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, რადგან მარტო ვიქნები წამყვანი. თუმცა ერთ ტურში რუსკა ქარქაშაძეც დამეხმარება. პარასკევს, პრაიმტაიმში გადის ეს გადაცემა, რაც ყველაზე რეიტინგული პროექტების დროა და ეს დიდი გამოწვევაა. ჩემთვის ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მინდა, ზედმეტი არ მომივიდეს: შემომხედეთ, მე ბახვა ვარ, პრაიმტაიმში ვდგავარ, ჩემი გადაცემა მაქვს და მარტო მიმყავს-მეთქი. ზოგჯერ დილის თუ სხვა გადაცემაში ხანდახან „გადავფსიხებულვარ“ და მერე რომ მინახავს ეკრანზე, არ მომწონებია ჩემი დომინანტობა. როცა წამყვანი ხარ, სტუმარს უნდა აცადო წარმოჩენა. ამიტომ ძალიან ვცდილობ, ზომიერება დავიცვა.
– პარალელურად, მგონი, „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ ბრუნდები...
– ცოტნე ბრუნდება და კვლავ აქტიურად იქნება სერიალში, მაგრამ ჩემი ამბავი ჯერ არაა გარკვეული. „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ იყო ზარი, მკითხეს, როგორი გრაფიკი მქონდა და შევათანხმეთ. თუმცა, ამ ბოლო დროს, ხდება ხოლმე ისე, რომ რაღაცებს ვათანხმებთ, დაწყებას ვაპირებთ, მაგრამ მერე ან ერთი მხარე არ მიშვებს, ან იქიდან რაღაც პრობლემა იქმნება და ამჯერადაც, ვნახოთ, რა იქნება. მე ძალიან მიყვარს ეს სერიალი და მისი შემქმნელები ჩემი მეგობრები არიან. თან, მასში გამოჩენის შემდეგ ჩემში მსახიობისთვის საჭირო უნარები დავხვეწე და ამის ჩვენება ძალიან მინდა სერიალის მაყურებლისთვის. თუ შანსი მომეცემა, ყველაზე ძალიან გამიხარდება. დღემდე ვგრძნობ, როგორ უყვართ ბახვა და ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ერთი სული მაქვს, დაბრუნდეო. თუმცა ამჟამად ისეთი გრაფიკი მაქვს, სამსახურებისთვის არ მრჩება დრო. მგონი, პიკი მაქვს და ბევრ კარგ რამეს ვტოვებ. მაგალითად, ახლა მივდიოდი სემინარზე „ძალა ევროპაშია“, სადაც თითქმის ყველა ჩემი მეგობარი იყო და ძალიან მინდოდა, მაგრამ ჩაწერა მქონდა და ვერ წავედი. კულმინაცია, რაზეც გული განსაკუთრებით დამწყდა, ის იყო, რომ ანი ჩირაძემ და კონსტანტინე თედელურმა იქ ხელი მოაწერეს – ერთი კარგი ევროპული წყვილი შედგა, გაერთნენ და ეს ყველაფერი უჩემოდ მოხდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლა ბევრი რაღაცის სტარტია. დასაწყისი ყველაზე რთულია და დროის დეფიციტიც ბუნებრივია. ცოტა ხანში, რომ დავლაგდები, ყველაფერი გამოსწორდება.
– ამ პირობებში ალბათ, არც პირადისთვის გრჩება ბევრი დრო და მეც ისე გკითხავ, როგორც ალბათ, ხშირად გეკითხებიან – ბახვა, ცოლი არ მოგყავს?
– ძირითადად, უფროსი თაობის წარმომადგენლები მეკითხებიან ხოლმე, მაგრამ არ ვარ ჯერ იმ ასაკში, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა და მანამდე კიდევ ძალიან ბევრი რაღაც მაქვს მოსაგვარებელი. თუმცა ამ კითხვით არანაირად არ ვწუხდები და არც ალოგიკურად მეჩვენება – ძალიან მისაღებია ჩემთვის. არ ვიცი, რაში აინტერესებთ, ალბათ, გულაობა და ქორწილი უნდათ (იცინის). ყველაფერი იქნება თავის დროზე, არაფერს გამოვტოვებ.
– ამდენი წელია, ყურადღების ცენტრში ხარ, ბევრი ჭორი იყო შენს ცხოვრებასთან დაკავშირებით...
– ბევრი ჭორი იყო, ნაწილი – სიმართლე. ჩემი მეგობრები, ვისაც საზოგადოება იცნობს, არ საუბრობენ პირად ამბებზე. ისინი ჩემამდე იყვნენ პოპულარულები და პრინციპში, მათ მივბაძე ამ ამბავში, რადგან მგონია, რომ ეს სწორი დამოკიდებულებაა. ცოლი და შვილი რომ მყავდეს, არ დამჭირდება დამალვა, მაგრამ ზოგადად, ყველაფერზე დეტალურად საუბარი არ მომწონს. თუმცა ვინც ლაპარაკობს, იმათ ხანდახან მეც დიდი ინტერესით ვუსმენ ხოლმე (იცინის).
– სულ უკეთეს ფორმაში ხარ, ვარჯიშობ?
– ძალიან დიდი მადლობა. მე ხომ სულ წონის პრობლემა მქონდა, ვარჯიში ბევრჯერ დავიწყე, მაგრამ ვერ ჩავჯექი რეჟიმში. როგორც იქნა, მივეჩვიე და უკვე ხუთი თვეა, ყოველდღიურად ვვარჯიშობ. კარგი შედეგი მაქვს და ამას რომ ვხედავ, მოტივაცია მეზრდება. არ არსებობს, გავაცდინო. ორი ტრენერი მყავს – ბექა ჯაფარიძე და რომა დოლბაძე. სწორი კვების რეჟიმს ჯერ ვერ მივეჩვიე, რადგან გურმანი ვარ და მიჭირს გემრიელობებზე უარის თქმა.
– ულვაში, წარბი და ყურები... ალბათ, ცვლილებებს გამჩნევს ხოლმე მაყურებელი.
– ყურების ოპერაცია გავიკეთე. არაფერს ვერჩოდი, არ ვარ გარეგნობაზე „გადაფსიხებული“, მაგრამ სცენაზე რომ ვიდექი და შოუ მიმყავდა, ჩემი ყურები განათებას ატარებდა, ლანდავდა, რაც ხელს უშლიდათ ხოლმე და მეჩხუბებოდნენ. ძალიან გადმოწეულიც არ იყო, მაგრამ გადავწყვიტე, ოდნავ შემეწია. მაგრამ მაინც შემცვალა. წარბს რაც შეეეხება, ბავშვობის ტრავმაა და სულ ასე მაქვს. ულვაში იმისთვის მაქვს, რომ ახალი გადაცემისთვის მრავალფეროვანი იმიჯი მქონდეს და ზოგადად, არ მიყვარს ერთფეროვნება. თმას ვერ შევიღებავ, რადგან სხვა ფერის თმა არ მიყვარს, თან სულ დაბალზე ვატარებ, არადა ისეთი ხუჭუჭა თმა მაქვს, ზუსტად თაკო გაჩეჩილაძისნაირი. მეზარება გაზრდა, თორემ სულ სხვანაირ იმიჯსაც მოვირგებდი.

скачать dle 11.3