კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№43 რა მიართვეს პანაშვიდზე მისულ თათია სულუაშვილს ჭირისუფლებმა და ვისი დატოვება გაუჭირდა მას „რუსთავი 2-ზე“

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  საკმარისია, თათია სულუაშვილის სახელი და გვარი გიხსენო, რომ მის მიერ შესრულებული კომედიური პერსონაჟები გიდგება თვალწინ და გეღიმება. ეს ის ადამიანია, ვისაც  რამდენიმე წუთში ისეთი გარდასახვა შეუძლია, რთულია გაარკვიო, 33 წლის როგორ ხდება 70-ის, რეალურად მშვიდი ხასიათის მქონე – ავი ცოლი ან მოჩხუბარი მეზობელი. თათიას პერსონაჟები მაყურებელმა „კომედი შოუდან“ შეიყვარა და ახლა „რუსთავი 2-დან“ „მთავარ არხზე“ გადასული, „ახალი შაბათის შოუში“ ისევ ისეთ განსხვავებულ და შეუდარებელ როლებს ირგებს, ძნელია, კვირიდან კვირამდე არ ელოდო მის ეკრანზე გამოჩენას.
  თათია სულუაშვილი: 12 წლის წინ მივედი „რუსთავი 2-ზე“ სამუშაოდ და მაყურებლისგან დღემდე უამრავ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ. კინოსა და დრამის მსახიობი ვარ, ვანო ჯავახიშვილთან ერთად „კავეენში“ ვთამაშობდი და სწორედ ვანოს დამსახურებაა, ასეთ გაუგებრობაში რომ ვარ დღემდე (იცინის).
– 12 წელი არ არის ცოტა. რა რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, „რუსთვი 2-ის“ შენობა უნდა დაგეტოვებინა?
– ბავშვებთან ერთად ამერიკაში ვიყავი დასასვენებლად წასული და იქ გავიგე ეს ამბავი. ისე განვიცადე, დასვენება ხომ ჩამშხამდა და სამი დღე და ღამე ვტიროდი. სახლში შვილებთან არ ვატარებდი იმდენ დროს, რამდენსაც „რუსთავი 2-ში“ და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამიჭირდებოდა, იმ მეორე სახლის მიტოვება, რასაც სამსახური ერქვა? თითოეულ შექმნილ პერსონაჟში დიდი შრომა მქონდა ჩადებული, ყველა დეტალს განვიცდიდი, ვფიქრობდი... იმდენად ვიყავი მათზე გადართული, ჩემი პერსონაჟები ძილშიც კი მესიზმრებოდა. გონება არ მეთიშებოდა და აი, ასე შექმნილი ჩემი პერსონაჟები დავტოვე. პერსონაჟებთან ერთად კი, ის ადამიანებიც, ვინც ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს. მეგობრობა გრძელდება და ერთმანეთის დანახვა ყოველთვის გვიხარია. ცვლილებები ხდება და დროდადრო გადაწყევეტილებებს ვიღებთ... უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ გუნდი დაიშალა, ოჯახი „დამენგრა“ და ფაქტობრივად, ახლა, მეორე ოჯახი „შევქმენი“, ჩემს მეგობრებთან ერთად ნულიდან დავიწყე ყველაფერი.
– ყველაზე მეტად ძველ სახლში რომელი პერსონაჟის დატოვება გაგიჭირდა?
– ბოლოს მე და თამუნამ რომ შევქმენით ჭორიკანა მეზობლები, აი, იმ ჭორიკანა პერსონაჟის დატოვება გამიჭიდა ყველაზე მეტად. ძალიან მიყვარდა, მთელს უბანს ვაკონტროლებდი (იცინის). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქმარი – ნიკა არაბიძე დავტოვე იქ და ბევრი მეკითება, ნეტავ ისეთ ქმრობას თუ გაგიწევს ვინმეო. რა ვიცით, რა ხდება, იქნება და ნიკაზე უკეთესი ქმრობა გამიწიოს ვინმემ? ახალ ქმარს ვეძებთ, ძიებაში ვართ და მალე გამოჩნდება. შეიძლება, ახალი ქმარი ისე ვერ შემიყვარდეს, როგორ ძველი, მაგრამ ახლავე უნდა იცოდეს, რომ გვერდებში მოდება ჩემი სავიზიტო ბარათია! ამიტომ ჩემი მომავალი ქმარი წინასწარ უნდა შეეგუოს იმას, რომ შეიძლება, ხელი გამექცეს, გვერდებში მოვადო და იატაკის ჯოხითაც აუჭრელდეს ზურგი. ამისთვის მზად უნდა იყოს (იცინის).
– ახალი როლები და ქმარი გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ, მაყურებელმა მაინც ნიკა არაბიძის ცოლის როლში შეგიყვარა – დიდი მკერდით, იატაკის ჯოხით ხელში და სართულებიანი წყევლა-კრულვით. არ მეთანხმები?
– კაპას ცოლს გულისმობთ ხომ? (იცინის) ეს პერსონაჟიც მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ავიც იყო, სასაცილო გარეგნობის და თან, სულ იწყევლებოდა და „ჟატავდა“ ქმარსაც, მის მეგობრებსაც და მეზობლებსაც. ზოგადად, ფანტაზიით არცერთი პერსონაჟი არ მყავს შექმნილი, ყველა რეალური ადამიანებიდან იყო აღებული და მერე გაშარჟებული. ახლაც, საინტერესო პერსონაჟებს ვქმნი და იმედია, ისევე შეიყვარებს მაყურებელი. ახლა უფრო  სოციალურ თემატიკაზე ვაწყობთ სკეტჩებს, ეს უფრო ახლოსაა საზოგადოებასთან. დედის როლი რომ ვითამაშე, დოდოსი, რომელსაც 25 წლის შვილი პედიატრთან დაჰყავს, სასაცილო კი იყო, მაგრამ რეალურად ასეთი ქალები არ გინახავთ? მე – კი. აქ, ავი არ ვარ, მაგრამ მთლად დალაგებულიც ვერ ვარ (იცინის). ისე, რომ ვაკვირდები მიდრეკილება მაქვს დაულაგებელი ქალებისკენ, უფრო მხიბლავს, საინტერესო მგონია და ვფიქრობ, კარგად გამომდის (იცინის). რეალურად მკაცრი დედა ვარ, მაგრამ კვირაში სამჯერ პედიატრთან არ დამყავს შვილები. არც ზედმეტად აქტიური და კაპასი ქალები მიყვარს და არც მე ვარ ასეთი, თუმცა კარგად გამომდის. ამას წინათ ჩემი გოგონას რვეულში ამოხეული ფურცელი ვიპოვე, მივხვდი რაშიც იყო საქმე, ფაქტობრივად ჩემი პერსონაჟი განვასახიერე სახლში და ექსკურსიაზე არ გავუშვი (იცინის).
– ბოლო სკეტჩებში გაუთხოვარი მამიდის და ტერესერიალზე შეყვარებული ბებოს როლიც ძალიან მოგიხდა. ამ უკანასკნელში საოცარი გრიმი გქონდა გაკეთებული და ისეთი გარდასახვით გამოჩნდი, ვერავინ იფიქრებდა, საპენსიო ასაკის რომ არ ხარ.
– სერიალის მოყვარული ბებოს როლისთვის გრიმი რომ გამიკეთეს და სარკეში ჩავიხედე, ბანკში გავრბოდი პენსიის ასაღებად, ძლივს დამაკავეს (იცინის). ისე მქონდა წლები მომატებული, ჩემი თავი ვერ ვიცანი. გაუთხოვარი მამიდების როლი კი, მე და თამარ ლეკვეიშვილმა მოვირგეთ და ძმისშვილს, 63-ე საცოლე გავუგდეთ სახლიდან. ჯერ კიდევ რამდენს გავუგდებთ, კაცმა არ იცის (იცინის). აბა, ვარანცოველი, თავადური სისხლის ამილახვრები, ვიღაცა კუტალაძეს შემოვუშვებთ სახლში? (იცინის) ასეთი მამიდები ნამდვილად არსებობენ, ადგილმდებარეობაც კი ვიცი, სად ცხოვრობენ – არა გლდანში და ვარკეთილში, არამედ ვორონცოვზე. ასე რომ, ხშირად მიწევს ასაკით დიდი ადამიანების როლების მორგება და 30-40-50 წლის მომატება არ მიჭირს. კოსტიუმს რომ ვიცვამ და მაკიაჟს ვიკეთებ, ისე შევდივარ როლში, თავად მავიწყდება ჩემი წლოვანება. ზოგადად, ჩემი  სახე და ტანი, ადვილად „იძერწება“ გრიმით და შიდა ჩასაცმელებით და მაღაზიაში რომ შევდივარ, უკვირთ: უიმე, რა ახალგაზრდა გოგო ყოფილხარ და თან, კარგი, იქ რა მახინჯი ხარო. ბევრჯერ ვხვდები უხერხულ სიტუაციაში და ყველაზე მეტი კურიოზი პანაშვიდზე მისულს მემართება – შევდივარ სამგლოვიარო სახით და რომ გავხედავ, ჭირისუფლიან-მიცვალებულიანად, ყველა იცინის. ერთხელ, პანაშვიდზე მისულს, პატივი მცეს, ყავა და „ბამბანერკა“ მომიტანეს და ჭირისუფლის გვერდით ვიჯექი ფეხი-ფეხ გადადგებული, ვსვამდი ყავას და მივირთმევდი შოკოლადს. მიცვალებულმა გადმომხედა: ადგომა რომ შემეძლოს, მე სხვანაირად გცემდი პატივსო (იცინის). მოკლედ, ხან მკერდზე მიყურებენ და ხან უკანალზე და ფიქრობენ: ნეტავ სად წაიღო ამხელა უკანალი და მკერდი, სად დატოვაო (იცინის). სხვათა შორის, ოთხი მკერდი მქონდა და ერთი საჯდომი და ეს უკანალი, ხან სად მრჩებოდა და ხან სად, სულ მის ძებნასა და ამოცმაში ვიყავი (იცინის). ასე რომ, ისე კარგად „ვიძერწები“, შემიძლია 70 წლის ქალიც ვითმაშო, სვეცკი გოგოც და თინეიჯერიც.
– დიდმკერდიანი, მამალი ქალების – ზოიასა და მარინას დუეტი ისეთი პოპულარული იყო და მათი სიმღერები ისე გაჰიტდა, უცხოეთშიც ხშირად გიწვევდნენ. ამ დუეტს რა ბედი ეწია?
– რასაკვირველია, დღეს აღარ ვუბრუნდებით ძველს და ახალ სიმღერებს ვწერთ, მაგრამ თუ დაგვიკვეთავენ უცხოეთში მარინას და ზოაიას ვიზიტს, რა პრობლემაა? გავიკეთებთ მკერდს, ავიფოფოდიავებთ გრძელ კაბებს, გავიფურჩქნით თმას და წავალთ (იცინის). ჩვენი შექმნილი პერსონაჟებია და არ მგონია, ამაზე ვინმემ უარი გვითხრას.  
–  თათია, თუ გიფიქრია იმაზე, რომ „რუსთავი 2-ზე“ დარჩენილიყავი?
– ძალიან ბევრი ვიფიქრე და მგონია, სწორი გადაწვეტილება მივიღე. მე ამ გუნდთან უფრო მოვიაზრებ ჩემს თავს. ზოგადად, სიახლეები მაშინებს, მაგრამ მსახიობი ვარ და მჭირდება ახალი ეტაპი, განვითარება. ჩემთვის ეს ერთგვარი სტიმულიცაა. ახლა ახალ საწყისზე ვარ და ასეთი მოტივირებული დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. ჯანსაღ კონკურენციას მივესალმები და ამ დროს შემართება და მოტივაცია აუცილებლად გჭირდება.
– კონკურენცია ახსენე და იმ შენს ყოფილ თანაგუნდელ მეგობრებს დღეს კონკურენტებად აღიქვამ?
– ფაქტია, ჩვენს შორის ჯანსაღი კონკურენციაა. თუმცა, მათ ძალიან ვგულშემატკივრობ, მიყვარს ისინი და ჩვენ ერთგულ მეგობრებად ვრჩებით. ყველაზე მეტად, იცით, რაზე დამწყდა გული? ადრე რომ მივდიოდი, შლაგბაუმს ეგრევე მიღებდნენ, ახლა კი ჩაკეტილი დამხვდა და საშვის გამოწერა მომთხოვეს. სახლში დაბრუნებულს რომ ეს დამჭირდა, გული მეტკინა.

скачать dle 11.3