კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ უნდა მოამზადოთ გაუხეშებული იდაყვის კანის დამატენიანებელი ნიღბები და სკრაბები

ნინო კანდელაკი ანი რევია

  იდაყვზე კანის გაუხეშების და აქერცვლის მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი ან არასწორი მოვლა, არასრულფასოვანი კვება, ასევე, ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება. ამ დროს, ზიანდება ეპიდერმისის დამცავი ფენა და აღარ გამოიყოფა საკმარისი რაოდენობით ცხიმი, რაც იწვევს კანის გაღიზიანებასა და აქერცვლას.
არსებობს იდაყვის კანის სიმშრალის თავიდან ასაცილებელი შინაური მეთოდები, რომელიც ძალიან ეფექტურია:
* გაწმენდა – შხაპის მიღებამდე, 10 წუთით ადრე, იდაყვის კანზე წაისვით შუაზე გაჭრილი უმი კარტოფილი ან ლიმონის ნაჭერი. შემდეგ, წყლის ქვეშ, აქერცლილი უბნები გაიწმინდეთ უხეში ღრუბლით. დერმის გარქოვანებული უბნები ამგვარად ჩამოიბანება.
* დატენიანება – თბილი შხაპის შემდეგ აუცილებელია დამარბილებელი კომპრესის გაკეთება ზეითუნის, მზესუმზირის ან ნუშის ზეთით. ეს საშუალება სქელ ფენად წაუსვით დაზიანებულ უბანს, შემოიხვიეთ ბამბის ქსოვილი და შემდეგ ცელოფნის ფენა. ეს პროცედურა გაიკეთეთ ღამით, ძილის წინ.
* სოდიანი წყლის აბაზანები – 1 ლიტრ ცხელ წყალში, ჩაყარეთ 5 სუფრის კოვზი სოდა და მოათავსეთ იდაყვები ნახევარი საათის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ კარგია სკრაბის გამოყენება.
ზოგადად, იდაყვზე კანის სიწითლისა და აქერცვლის გამოვლენაზე დროული რეაგირება გართულებებს თავიდან აგაშორებთ.
თუ იდაყვებზე უხეში კანი გაქვთ, კარგია ამ დროს თბილი ზეითუნის ზეთისა და თაფლის ნაზავის წასმა. ასევე, ძალიან სასარგებლო და ეფექტურია, თბილი ზეითუნის ზეთის აბაზანები. გარდა ამისა, ძილის წინ იდაყვებზე ცხიმიანი და მკვებავი კრემის სქელი ფენა წაისვით. თუ კრემი არ გაქვთ, შეგიძლიათ ის კარაქით ან არაჟნით შეცვალოთ.
*კარტოფილის სახამებლისა და რძის აბაზანა – 1 სადილის კოვზი კარტოფილის სახამებელი, გახსენით ცხიმიან თბილ რძეში და მიღებულ ნაზავში იდაყვები 20 წუთით ჩაყავით. ერთ კვირაში კანი ელასტიკური და ნაზი გახდება.
* იდაყვებზე კანი მუქი და უხეში რომ არ იყოს, პერიოდულად ახალგამოწურული ლიმონის ან კარტოფილის წვენით დაიზილეთ.
* თაფლის ნიღაბი – იდაყვები მსუბუქად დაიზილეთ თაფლით, პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს კი შეიზილეთ მკვებავი კრემი.
* ყავის ნალექისა და თაფლის სკრაბი – ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ყავის ნალექი და თაფლი. წრიული მოძრაობით წაისვით იდაყვებზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი. ეს ნატურალური სკრაბი მოგაცილებთ გარქოვანებულ კანს, კრემი კი სირბილეს დაუბრუნებს მას.
* იდაყვებზე ყოველდღიურად წაისვით ნებისმიერი ზეთი – ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის და ასე შემდეგ. კარგად შეიზილეთ, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* წაისვით გაუხეშებულ იდაყვებზე არაჟანი, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ.
* ჩამუქებულ იდაყვებს ლიმონის წვენის ან ვაშლის ძმრის საშუალებით გაითეთრებთ. დაასველეთ ლიმონის წვენში ბამბის დისკი და მიიდეთ იდაყვებზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
* ვაშლის ძმარი გააზავეთ წყალში. მიღებული ნარევით დაიმუშავეთ იდაყვების გამუქებული ადგილები. უმჯობესია, მასში ბამბის დისკები დაასველოთ და იდაყვებზე ნახევარი საათით გაიჩეროთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
скачать dle 11.3