კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№43 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: უცხოეთის რომელი ქვეყანაა წარმატებების მომტანი 1998 წლის 20 იანვარს, დილის ათის ნახევარზე დაბადებული ადამიანისთვის და რა ბიზნესს უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ გაუმართლოს?
პასუხი: ეს ადამიანი თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, საავიაციო ბიზნესი, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, ფილოსოფია, პარაფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების დარგები, ფოტოგრაფიის ბიზნესი, მედიცინიდან – ფარმაცია, საქველმოქმედო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, სასტუმროების ბიზნესი. რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნებს, მისაღებია: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ალასკის მხარე, ავსტრალია, კორეა, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი მხარე, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ბრაზილია, ისლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, პანამა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 18 ივლისს, დილის 4 საათსა და 20 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. ასევე, უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული. მაქსიმალურად ეცადეთ, სტაბილური ცხოვრება გქონდეთ. ამასთან ერთად, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმს და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ დაადგებით სწორ ევოლუციურ გზას, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენთვის მისაღებია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთი მხარე, ბულგარეთი, ისრაელი, ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე.
скачать dle 11.3