კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 მთვარის რომელ ფაზაშია კარგი გრძნობების გამოხატვა და ბედში ცვლილებების შეტანა

  ადამიანის შრომისუნარიანობა, იღბლიანობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და გუნება-განწყობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. სანამ ახალი მთვარე ცის კაბადონზე გამოანათებს, ის რამდენიმე დღე ქრება, შემდეგ კი რკალის სახით ჩნდება. ამ დროს მთვარეს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენზე – ორგანიზმი ტოქსინებისა და წიდებისგან იწმენდება, რაშიც ძალიან დაგეხმარებათ სამკურნალო შიმშილობა. ამ პერიოდში იოლია არასასურველი კავშირებისგან გათავისუფლება, არასაიმედო ადამიანებისგან თავის დაღწევა. ხოლო, როცა ცაზე მთვარის ახალი რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა ნელდება, იკლებს შრომისუნარიანობა, იმუნიტეტი ქვეითდება და დიდია დეპრესიისა და აგრესიის ალბათობა.
  მზარდი მთვარის ფაზაში კარგია მკურნალობის დაწყება, რადგან ამ დროს ძლიერდება პრეპარატების მოქმედება ორგანიზმზე. მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში კი იწყება ორგანიზმში ცხიმის დაგროვება, ამიტომ სასურველია წონის გაკონტროლება. მზარდი მთვარის პერიოდში კარგია რომანტიკული შეხვედრები, ეს პერიოდი იღბლიანია და წარმატებების მომტანი საქმიან სფეროში. თუმცა, ამ დროს იზრდება ემოციურობა, ამიტომ მეტად უნდა აკონტროლოთ.
  მთვარის მეორე ფაზაა, როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს, ამ დროს ხდება ენერგიის მომატება. ამ დროს ადვილად შეძლებთ  ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტას.
  სავსემთვარეობის პერიოდში კი მოჭარბებული და დაგროვილი ენერგია უკონტროლო ხდება. ორგანიზმი აფორიაქებულია, ნერვული სისტემა დაძაბული და იმატებს უძილობა. დიდია ავარიების, ჩხუბის, კამათის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა. თუმცა, სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტ ვნებასა და ემოციურ ელფერს იძენს.
  მთვარის მესამე ფაზა უკავშირდება აქტიურ მოქმედებას და სასიხარულო მოვლენებს. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ და ყველაფერი გამოგივათ.
კლებადი მთვარის დროს ორგანიზმი ადვილად იტანს ქირურგიულ ჩარევას და სწრაფად იწყებს გამოჯანმრთელებას. ორგანიზმი ნაკლებად ითხოვს საკვებს, რაც წონის პრობლემებსაც აგარიდებთ თავიდან.
  მთვარის კლება მეოთხე ფაზაა. ამ პერიოდში ორგანიზმი იწყებს დასუსტებას, ადამიანი ადვილად იღლება, შრომის უნარი დაქვეითებულია. ნუ დაატანთ თავს ძალას.
  მთვარის ფაზების გარდა, ბედის წყალობა და იღბლიანობა იმ პროგრამაზეცაა დამოკიდებული, რომელიც ადამიანის თავშია ჩაწერილი. საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა დადებითი ემოცია გამოიმუშავოს, რადგან ის წარმატებისა და ჯანმრთელობის გარანტიაა. ენერგია, დრო, ძალა, ფული, რომელსაც რაიმე საქმეში დებთ, ყოველთვის დადებით შედეგს არ მოგიტანთ. ამიტომ, საკუთარი თავი წინასწარ მოამზადეთ ნებისმიერი შედეგისთვის. ისწავლეთ დროულად შეჩერება მაშინ, როცა თუნდაც პატარა წარუმატებლობა დაიწყება. სხვაგვარად შეიძლება, ბევრი წააგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდი წარმატების შემდეგ ტაიმ-აუტი აიღოთ და დროებით შეისვენოთ.
  წარმატება იმასთან მიდის, ვინც მას იზიდავს. ბედის წყალობის შემთხვევაში გამოხატეთ მადლიერება. თუ თავში უარყოფით აზრებს აღმოაჩენთ, სასწრაფოდ შეცვალეთ ის დადებითით. გარშემო კი იღბლიანი ადამიანები შემოიკრიბეთ. წარმატება, ისევე როგორც მარცხი, გადამდებია. ბედის მომდურავი ადამიანისგან მის უარყოფითს იღებთ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უიღბლო მეგობრებსა და ახლობლებს ზურგი აქციოთ. უბრალოდ, დისტანცია გქონდეთ და ნაკლები დრო დაჰყავით მათ გვერდით.
скачать dle 11.3