კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№43 როგორ ამკვიდრებდა ლავრენტი ბერია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს სასამართლოში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია სოციალისტური სახელმწიფოს ლიდერი იყო, ის ხშირად ცდილობდა სახელმწიფო ინსტიტუტებში ცვლილებები შეეტანა და ისეთი წესები დაემკვიდრებინა, რაც მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალისტური ქვეყნებისთვის იყო დამახასიათებელი. ნიშანდობლივი კი ისაა, რომ არაერთი რეფორმა მან ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე განახორციელა ან დაიწყო... ისტორიკოსი პოლიკარპე ტარკოვსკი წერს: „ლავრენტი პავლოვიჩი არა მარტო განათლებული, გონიერი და მოხერხებული ადამიანი იყო, არამედ ძალიან თამამი და რისკიანიც. ხომ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა სტალინის ზეობის ჟამს საბჭოთა კავშირში ბელადთან შეუთანხმებელ მოქმედებას, ბერიას კი ასეთი რამ არაერთხელ გაუკეთებია და რომ იტყვიან, წყლიდან ყოველთვის მშრალი ამოსულა. მარტო საქართველოში მისი პირველი მდივნობისას განხორციელებული რეფორმები რად ღირს, რითაც თავისი სამშობლო ფეხზე დააყენა და საბჭოეთში მოწინავედ გადააქცია. მერე იმიტომაც წაუყენეს ერთ-ერთ ბრალდებად სასამართლოზე – საქართველოში კაპიტალიზმს ამკვიდრებდიო... ეს ბრალდება, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეხებოდა და ბერიამ მართლაც შეიტანა კაპიტალისტური ელემენტები ამ სფეროში, თუმცა, ამან კიდევ უფრო ეფექტური გახადა ის და  ხალხიც კმაყოფილი იყო, სახელმწიფოც და არც კანონი დარღვეულა. ეს იყო გამონაკლისი და ასეთი რამ სტალინსაც ხელს აძლევდა, რადგან თავად ბელადმაც კარგად უწყოდა კავკასიური ფსიქოლოგია და ამით კომუნისტური იდეოლოგია უფრო მეტს იგებდა, ვიდრე აგებდა...
  ბერიამ ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე დაიწყო საბჭოთა სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე მუშაობა და კვალიფიციურ იურისტებთან ერთად რეორგანიზაციის საფუძვლიანი პროექტი მოამზადა. ბერიას კარგად ესმოდა, რომ პარტიული მოსამართლეები მხოლოდ და მხოლოდ პარტიული მოსამართლეები იყვნენ და ისინი ამ ფსიქოლოგიას ვერასოდეს შეიცვლიდნენ. ამიტომ უნდოდა მას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება და სტალინის სიცოცხლის ბოლო თვეებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. როი მედვედევი ყვებოდა: „საბჭოთა კავშირის რეფორმირებისთვის მზადება ლავრენტი ბერიამ ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე დაიწყო. ბერია ჭკვიანი კაცი იყო და თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის არსებობა, ასეთი ფორმით, განწირული იყო და თუ შეიძლება ასე ითქვას – მას (ქვეყანას) დასავლეთი შეჭამდა (რაც მოხდა კიდეც 90-იანი წლების დასაწყისში). ამიტომ ბერიამ სწრაფი რეფორმატორული მოღვაწეობა გააჩაღა და დასავლეთისკენ პირველი ნაბიჯები თავად გადადგა. ბერიამ ისიც კარგად იცოდა, რომ ცვლილებების გატარება სასამართლო რეფორმის გარეშე უეფექტო იქნებოდა და სწორედ აქედან დაიწყო. ბერიას მითითებით, საბჭოთა კავშირის, ეგრეთ წოდებულ, რაიონულ სასამართლოებში (პირველი ინსტანცია) ექსპერიმენტის სახით, პროცესები ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით უნდა გამართულიყო და სახელწოდებას ძალიან რომ არ „ეყვირა“, მათ „სახალხო სასამართლო პროცესები დაარქვეს...“
  ბერიას მითითებით, „სახალხო სასამართლოებისთვის“ აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანები უნდა შერჩეულიყვნენ და ყოველგვარი ზეწოლისა და „ზემოდან მითითების“ გარეშე განეხილათ საქმეები. 1953 წლის მარტის შუა რიცხვებისთვის მოსკოვის პირველი მაისის სახელობის რაიონულ სასამართლოში მზადება უკვე  დასრულებული იყო და აპრილის დასაწყიში პირველი პროცესიც გაიმართა. ასამართლებდნენ ქალაქკომის პარტიულ ფუნქციონერს, რომელსაც ბრალად ედებოდა მოქალაქის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება თავისი სამსახურებრივი მანქანით არასამსახურებრივ საათებში. ის კაცი, საყვარელთან ერთად; თავის აგარაკზე მიჰქროდა დროის გასატარებლად და საჭესთანაც მთვრალი იჯდა. მან ქუჩაში ახალგაზრდა ქალი გაიტანა და გაიქცა. თუმცა ის დააკავეს და საქმე დასრულდა მკაცრი ვერდიქტით – ფუნქციონერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. არადა, ასეთი საქმეები მანამდე იჩქმალებოდა და პარტიულ ფუნქციონერს, თუნდაც დაზარალებული ქალი გარდაცვლილიყო, ვერავინ შეეხებოდა. ბერიამ კი რადიკალური ცვლილებები დაიწყო და ამან მისი ბობოლა კოლეგები შეაშფოთა... როი მედვედევი ყვებოდა: „ხრუშჩოვი, თავისი ეშმაკობის წყალობით, ჩინებულად მიხვდა, თუ საიდან უბერავდა ქარი. ამ სასამართლო პროცესმა ის დაარწმუნა, რომ ბერია პარტიული ზეწოლისგან ათავისუფლებდა სასამართლო უწყებას და ის  თავის კოლეგებს არ დაინდობდა. ხოლო ხრუშჩოვისა და კამპანიის გასამართლების საბაბი კი უხვად მოიძებნებოდა საბჭოთა ძალოვან სტრუქტურებში, რომლებსაც ისევ ბერია აკონტროლებდა და მის წინააღმდეგ მომავალი ვერაგული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო...“
  არაერთი პუბლიკაცია წამიკითხავს, სხვათა შორის, საკმაოდ ჭკვიანი, ავტორიტეტული ადამიანების, რომლებიც გაკვირვებულები არიან, რომ ბერია მასზე ბევრად დაბალი დონის ხალხმა გააცურა და გაანადგურა. ჩემი აზრით კი, ამაში საკვირველი არაფერია და ეს იყო პოსტ-სტალინური საბჭოეთის განვითარების გარდაუვალი აუცილებლობა. ბერია ღმერთი არ იყო, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოძრაობით დაელაგებინა. მან რეფორმები დაიწყო და პარტიულ ბობოლებს ეს არ ეპიტნავათ. მოილაპარაკეს, შეთქმულება მოაწყვეს და რეფორმატორი ბერია ვერაგულად მოკლეს.“

скачать dle 11.3