კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№44 სად და რა ვითარებაში შეხვდნენ ერთმანეთს პირველად სტალინი და ჰიტლერი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სტატისტიკის მიხედვით, იოსებ სტალინი ის ადამიანია, ვის შესახებაც ქრისტეს შემდეგ ყველაზე მეტი პუბლიკაციაა გამოცემული და ტელე თუ რადიოგადაცემაა ჩაწერილი. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ სტალინზე ყველაფერია ცნობილი, თუმცა, არსებობს მისი ბიოგრაფიის ნაკლებად გახმაურებული, შეიძლება ითქვას, იდუმალი ეპიზოდები, რომლის შესახებაც ინფორმაციები ამ ბოლო წლების განმავლობაში „ძუნწად“, მაგრამ მაინც საჯაროვდება... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ტიმოფეი შიშკოვსკი წერს: „1949 წლის 29 ოქტომბერს საფრანგეთში ტრაგიკულად დაიღუპა გიორგი ივანეს ძე გურჯიევი. ის იყო „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის“ დამაარსებელი და თავის მცირერიცხოვან მოწაფეებს ცეკვითა თუ  სხვაგვარი მედიტაციების მეშვეობით სულიერი განვითარების გაკვეთილებს უტარებდა. გურჯიევი თავად არჩევდა მოწაფეებს. ოცწუთიან საუბარს უტარებდა მათ და მხოლოდ ამის მერე აჰყავდა სასწავლებლად. გურჯიევის დახურულ წრეში მიღების ერთადერთი პირობა იყო (მას მერე, რაც გურჯიევი მოიწონებდა) კანდიდატის სურვილი. 1899 წლის მაისში თბილისში მყოფი გურჯიევი შეხვდა სასულიერო სემინარიიდან ახალგარიცხულ 21 წლის იოსებ ჯუღაშვილს, რომელიც უკვე „ოხრანკის“ (მეფის რუსეთის უშიშროება) საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მოგვიანებით, გურჯიევი თავის ჩანაწერებში ამ შეხვედრას ასე აღწერს: „თბილისში, ერევნის (თავისუფლების) მოედანზე მდებარე სკვერში (პუშკინის სკვერი) შევხვდი ახალგაზრდა კაცს, რომელიც თავისზე ოდნავ ახალგაზრდა ყმაწვილს ელაპარაკებოდა და რაღაცას უხსნიდა. შემდეგ ტყავის ჩანთა გადასცა და ის წავიდა. მოშორებით ვიდექი, მათი ლაპარაკი არ მესმოდა, მაგრამ ამ ახალგაზრდამ გამოხედვითა და სხეულის მოძრაობით იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გავიფიქრე, აუცილებლად ჩემი მოწაფე უნდა გამხდარიყო. მივედი, გავეცანი. დაველაპარაკე და შევთანხმდით, რომ ერთმანეთს  შევხვედროდით. მას იოსები ერქვა. ის მეორე დღესვე მოვიდა, საფუძვლიანად ვისაუბრეთ და ჩემს მოწაფეობაზეც დათანხმდა. მართალია, ძალიან ბევრი მოწაფე არასდროს მყოლია და ვინც მყავდა, ყველა გამორჩეული იყო. კობა კი მათ შორის – საუკეთესოზე სუკეთესო – „პრიმუს ინტერ პარეს“ (ლათინურად – პირველი თანაბართა შორის)...“
  გიორგი გურჯიევი თბილისის პუშკინის სკვერში სტალინისა და „კამოს“ (ცნობილი რევოლუციონერ-ბოლშევიკი) შეხვედრას აღწერს. კამომ მაშინ სტალინის დავალებით ანტიცარისტული პროკლამაციები მიუტანა სოლოლაკში, კონსპირაციულ ბინაში მცხოვრებ, ძებნაში მყოფ ფილიპე მახარაძეს...
  გურჯიევის წრე დახურული იყო და მასში მხოლოდ რჩეულები სწავლობდნენ. სტალინმა იქ ძალიან მალე მოიპოვა პირველი მოწაფის სტატუსი და იატაკქვეშა რევოლუციურ მოღვაწეობას მედიტაციის ათვისებასაც უთავსებდა. სულ რაღაც ორ თვეში  სტალინი (მაშინ „კობა“)  გურჯიევის რჩეული გახდა და მისი თხოვნით, ავსტრიაში გაემგზავრა ორი კვირით, სადაც მედიტაციის გაკვეთილები უნდა მიეცა ნორჩი რჩეულებისთვის (10-12 წლის ბავშვებისთვის), რომლებიც თავად გიორგი გურჯიევმა შეარჩია. თეატრალური მხატვარი და დეკორატორი, საქართველოში მცხოვრები, ეთნიკურად გერმანელი ალექსანდრ დე ზალცმანი წერდა: „იოსებთან ერთად ვენაში გავემგზავრე და სწორედ იქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს – ჟანას. ის მაშინ ბავშვი იყო, სულ რაღაც 10 წლის. ეროვნებით ფრანგი და მისი მშობლები ვენაში დროებით ცხოვრობდნენ. „მასწავლებელმა“ (იგულისხმება გიორგი გურჯიევი, რომელსაც მოსწავლეები მასწავლებელს უწოდებდნენ) თორმეტი ბავშვი ადრე თავადვე შეარჩია და იოსები სწორედ მათ უტარებდა მედიტაციის გაკვეთილებს. ჟანა რჩეულთა შორის რჩეული იყო და კიდევ ერთი ავსტრიელი ბიჭუნა, ღია ფერის თმით, ვინმე ადოლფ შიკლ გრუბერი...
  ალბათ, ისტორიის პარადოქსია, რომ გურჯიევის გამორჩეულად შერჩეულ 10 წლის მომავალ ჰიტლერს მედიტაციებს 21 წლის  მომავალი სტალინი უტარებდა...
  ეს უბრალო დამთხვევაა თუ რაღაც გლობალური გეგმის ნაწილი, ჯერჯერობით უცნობია და ალბათ, ოდესმე ესეც გაირკვევა. თუმცა ნათელია ის, რომ მომავალი ჰიტლერისა და მომავალი სტალინის შეხვედრა ისტორიული ბედნისწერა იყო... სტალინმა ვენაში ჩატარებული შვიდი ლექციის აღწერა ჩაუტანა გურჯიევს თბილისში, თითოეული თორმეტთაგანის დახასიათებასთან ერთად. და საგულისხმოა, რომ ჰიტლერს ასეთი შეფასება მისცა: „გონიერია, მიზანდასახული და მიზანსწრაფული, თუმცა ზედმეტად მისტიკური და მიდრეკილება აქვს ზემისტიკურობისკენ...“
  სტალინი გურჯიევს 1900 წელს დაშორდა, როდესაც „მასწავლებელი“ კავკასიიდან სამოგზაუროდ გაემგზავრა. „კობა“ კი „ოხრანკის“ დევნის ობიექტი გახდა და დაიწყო მისი დაპატიმრებებისა და გადასახლებების გრძელი სერია... საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გურჯიევის დასაფლავებაზე  საბჭოთა საელჩოს წარმომადგენელმა მიიტანა გამორჩეული გვირგვინი, რომელზეც ეწერა: „იოსებისგან“.

скачать dle 11.3