კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№43 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ძალიან მიყვარს ლოცვა და გულში სულ ლოცვას ვამბობ – ტაძარში, სახლში, ტრანსპორტში. ამით ხომ არ ვცოდავ? იქნებ, სწორედ ეს არის უფლის სახელის „ამაოსა ზედა“ ხსენების ტოლფასი?
პასუხი: მშვიდად იყავით და ილოცეთ. ლოცვის მოთხოვნილება ადამიანს შესაძლოა, რაიმე განსაკუთრებული საბაბის გარეშეც გაუჩნდეს. და ასეთ დროს აუცილებლად უნდა ილოცოთ, მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, სალოცავ კუთხესთან დადგეთ და ისე ილოცოთ.
კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაეთვლება ქრისტიანს, თუ ავადმყოფობის გამო მარხვას შეწყვეტს?
პასუხი: მარხვის თვითნებურად შეწყვეტა არ არის მიზანშეწონილი. ასეთ დროს უნდა მიმართოთ მოძღვარს და ის მარხვის ისეთ კანონზე გაკურთხებთ, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეფერება.
კითხვა: ვარ ქართველი, მართლმადიდებელი ახალგაზრდა. ბოლო დროს ძალიან გამიტაცა აღმოსავლურმა ორთაბრძოლებმა და ვარჯიში დავიწყე. თუმცა, იმაზე ვფიქრობ, ცოდვაში ხომ არ ჩამეთვლება ამით გატაცება?
პასუხი: აღმოსავლური ორთაბრძოლების ფილოსოფია და იდეოლოგია ანტიქრისტიანულია, თუმცა ამ ორთაბრძოლების ელემენტები შესაძლოა,  გამოყენებული იყოს წვრთნის დროს საჯარისო ფორმირებებში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ის ფილოსოფია და რელიგიური საფუძვლები, რომელსაც საბრძოლო ხელოვნების ილეთები ეყრდნობა. თქვენ შემთხვევაში, შეგიძლიათ ივარჯიშოთ და აღმოსავლური ორთაბრძოლების მეთოდები გასაჯანსაღებლად გამოიყენოთ, თუმცა ნუ დაინტერესდებით მისი ფილოსოფიითა და იდეოლოგიით, რათა ამან ზედმეტად არ გაგიტაცოთ და არ ასცდეთ ჭეშმარიტ გზას.
კითხვა: რატომ არის სასარგებლო აღსარების ხშირად თქმა?
პასუხი: მორწმუნე ქრისტიანმა აღსარება ხშირად უნდა თქვას. ის მუდმივად უნდა წუხდეს ჩადენილ ცოდვებზე, რადგან ადამიანი იოლად ივიწყებს თავის ცოდვებს, ხოლო როდესაც მათ სულიერ მოძღვარს გაანდობს, უფრო ადვილად შეძლებს მათგან გათავისუფლებას. სინანულის საიდუმლო თვალს გვიხელს ჩვენს ცოდვებზე. ადამიანი ერთს რომ მოინანიებს, შემდეგ იწყებს სხვა ცოდვების დანახვას და ვინც ეჩვევა, ამქვეყნად პასუხი აგოს ჩადენილ ცოდვებზე, მას არც უფლის სამსჯავროზე გაუძნელდება წარდგომა. ამიტომაც არის დადგენილი მოძღვართან ცოდვების მონანიების საიდუმლო, რომ შემდეგ განწმენდილები, შეურცხვენლად წარვდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე.
კითხვა: საშინლად არ მომწონს ჩემი ვაჟის რჩეული გოგონა. ვგრძნობ, რომ მათი ურთიერთობა სერიოზულია და შესაძლოა, ის მალე ჩემი ოჯახის წევრი გახდეს, რაც არ მინდა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თქვენ არ წერთ კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ არ მოგწონთ თქვენი შვილის საცოლე. რა თქმა უნდა, შვილების ქორწინება მშობლების მიერ უნდა იყოს ნაკურთხი, მაგრამ თუ არ არსებობს სერიოზული მიზეზი, თქვენ, უბრალოდ, აიკვიატეთ და არ მოგწონთ, იმიტომ რომ ის არ შეეფერება თქვენს ფიქრებში წარმოდგენილ იდეალურ სარძლოს, ეკლესია ვერ დაგეთანხმებათ, მთავარი ადამიანების ურთიერთობა და სიყვარულია. შეეცადეთ, სხვაგვარად შეხედოთ სიტუაციას და მშვიდად შეხვდეთ თქვენი შვილის გადაწყვეტილებას.
скачать dle 11.3