კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№43 არ აჰყვეთ ცდუნებას

  მოძღვრის სააღმსარებლოში კარი არასოდეს იკეტებოდა, აღსარების დროსაც კი ბოლომდე არ იყო მიხურული. კარში ჩასმული საკეტის ენა კი გამოწეული იყო ორ გადატრიალებაზე და ამიტომ კარი ყოველთვის ოდნავ შეღებული რჩებოდა. ეს იმიტომ, რომ არავის მოსვლოდა უკეთური აზრი თავში.
***
  საცდურისგან თავის არიდების მიზნით მამა ეპიფანე საკუთარ ოთახში თანმხლების გარეშე არასოდეს იღებდა დედაკაცებს აღსარებისა თუ სულიერი საუბრებისთვის. თუ ქალაქის შემოგარენიდან მოულოდნელად მოძღვართან მარტო გამოცხადდებოდა რომელიმე დედაკაცი, რომელსაც არ შეეძლო საღამოთი მისვლა აღსარებაზე სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარში, მაშინ მამა ეპიფანე იღებდა მას, ოღონდ წინასწარ იწვევდა მასთან ერთ სახლში მცხოვრებ სულიერ შვილთაგან რომელიმეს და სთხოვდა, სამზარეულოში მჯდარიყო, მანამ აღსარებას ან სულიერ საუბრებს არ დაასრულებდა. თანაც, ყოველ ხუთ წუთში ეძახდა მას: მოიტანე, გეთაყვა, რაიმე საჭმელი, მომეცი ესა თუ ის წიგნი, დარეკე აქა და აქ...
***
  მამა ეპიფანეს სულიერი შვილი იგონებს:
– ზაფხულის ერთ ცხელ დღეს მამა ეპიფანემ სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძრიდან გამაგზავნა მისთვის ნაყინის საყიდლად. არ დავფიქრებულვარ, იმ ხალხის თვალწინ, ვინც აღსარებას ელოდა, ნაყინით ხელში გავიარე და სააღმსარებლოში შევედი. მოძღვარმა მკითხა:
– ნაყინი დამალე?
– გერონდა, ჩვეულებრივ, ჩვენ საკუთარ ცოდვებს ვმალავთ, – ვუპასუხე მე.
– შენ ის უნდა დაგემალა, იმიტომ რომ სიცხე მარტო მე კი არა, ყველას აწუხებს, ვინც აღსარებისთვის თავის რიგს ელოდება. რატომ უნდა გავუჩინოთ მათ აზრი: „კარგი იქნება, ახლა თითო ნაყინი ჩვენც მივირთვათო“. ისინი ამას ისედაც ძალიან მალე შეძლებენ, მე კი კიდევ დიდხანს ვიქნები აქ.
***
  მოგვითხრობს ბერის სულიერი შვილი:
– ერთხელ სადილად მამა ეპიფანეს სახლში მოვხვდი. შესვლისას შემწვარი ხორცის სუნი ვიგრძენი. არადა, მარხვა იყო.
ჩვეულებისამებრ, მოძღვარი გულითადად მომესალმა და მანამ რაიმე კითხვას მოვასწრებდი, ჩამჩურჩულა:
– ნუ შეცბუნდი, შვილო ჩემო, აქ ავადმყოფი გვყავს.
***
  არც ერთ ჩვენგანს ბერი სამღვდელო კაბის გარეშე არ უნახავს, გარდა ექიმებისა, ისიც – მისი სიცოცხლის ბოლოს, როცა მძიმედ იყო ავად. ორი ოპერაციის შემდგომაც კი საღამური პერანგის ზემოდან მას ყოველთვის სამღვდელო კაბა ემოსა.
როცა მნახველები მოვიდოდნენ, მამა ეპიფანე ყოველთვის სთხოვდა ექიმებს, პერანგის ზემოთ სამღვდელო კაბა ჩაეცმიათ და მხოლოდ ამის შემდგომ იღებდა სტუმრებს.
***
  ბერის ცხოვრების უკანასკნელ წელიწადს ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა მას ზაფხულის აუტანელი სიცხისაგან დასაცავად კონდიციონერი აჩუქა, რომელიც ოთახში დაუყენეს. მოძღვარმა თავაზიანობის გამო მიიღო ეს საჩუქარი, მაგრამ ასეთი ძვირფასი ნივთის ქონით თავს მეტად უხერხულად გრძნობდა. ამიტომ, მიუხედავად სისუსტისა, საწვეთურით ხელში, ის მუდამ დგებოდა საწოლიდან და მიდიოდა მეზობელ ოთახში, სადაც მისი კაბინეტი იყო და სადაც მნახველთა დაუსრულებელი ნაკადი ხვდებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამა ეპიფანე საბოლოოდ მიეჯაჭვა საწოლს, იგი თავისი ოთახიდან აღარ გამოსულა და მნახველებსაც მწოლიარე იღებდა. მანამდე კი კონდიციონერით სულ ხუთ-ექვსჯერ თუ ისარგებლა.
ეპიზოდები არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის ცხოვრებიდან

скачать dle 11.3