კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ გადაუდნეს ვერცხლად ფილმი და ჩამოართვეს გადაღების უფლება მიშა კობახიძეს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  ერთი შეხედვით, მისი ფილმები, ისევე როგორც ოთარ იოსელიანისა,  შეიძლება, არამიმზიდველად მოგეჩვენოთ. მას არ აქვს არც სცენარი, არც ფერი, არც ხმა, არაფერი, მაგრამ მისი შავ-თეთრი, მუნჯური კინო, შეიძლება ითქვას, 21-ე საუკუნის ქართულ კინოს მთლიანად აყირავებს. ამიტომაც „ქორწილმა“ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო.
  ექსცენტრიკული და არაორდინარული გმირები არ ეწერებოდნენ „უძრაობის ხანის” უსახურ რეალობაში. ავტორის მსგავსად, ისინი საკუთარ სივრცეს ქმნიდნენ. და აი, 1986 წელს, „მუსიკოსების“ წარდგენის შემდეგ, მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს ფილმების დამოუკიდებლად გადაღება აეკრძალა. 90-იანი წლებიდან იგი საცხოვრებლად და სამუშაოდ საფრანგეთში გადადის და იღებს მოკლემეტრაჟიან ფილმს „გზაზე“. მიხეილ კობახიძის დღიურებიც მისი ფილმებივით ღრმაა, არცთუ ისე ადვილად აღსაქმელი და ყველაზე საინტერესო – გეგა კობახიძის ნაადრევად დასრულებული სიცოცხლით.   
          
ვერცხლად ქცეული ფირი და „ცხვრის ფარა“ კობახიძის კინოში
 ‘„... მე არც კი მეგონა, რომ ინსტიტუტში ჩავაბარებდი, ვინაიდან ძალიან რთული იყო. „ვგიკი’“ – ეს იყო ერთადერთი კინოინსტიტუტი კავშირის მასშტაბით. თბილისში თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობოზე ვაბარებდი და ვერ მოვხვდი. ჩავიჭერი ყველა გამოცდაში, რაც სპეციალობას ეხებოდა... თავიდან კარტოფილის ასაღებად წაგვიყვანეს მთელი ინსტიტუტი. თავი ტუსაღი მეგონა. რამდენიმე დღეში დავბრუნდით მოსკოვში. ინსტიტუტის გაზეთში გამოქვეყნდა წერილი, სადაც ეწერა, რომ მე არ ვმუშაობდი, გოგონებს ვართობდი და სასწავლებელში ჩემი ადგილი არ იყო. ძალიან შევშინდი, მაგრამ ჩემმა ოსტატებმა დამიხსნეს. ჩვენი იყო მსახიობებისა და რეჟისორების გაერთიანებული სახელოსნო. პირველ კურსზე ეტიუდების დადგმას გვავალებდნენ. ეს უნდა ყოფილიყო უხმო ეტიუდები. აქ უკვე გამოჩნდა თითოეულის შესაძლებლობები. ჩემ გარდა, ყველამ მცირე დიალოგი მაინც გამოიყენა. მეორე კურსზე დავდგი სპექტაკლი „ბიძიას სიზმარი”, დოსტოევსკის მიხედვით. გერასიმოვმა მაშინვე თქვა, რომ ეს იქნებოდა სადიპლომო მსახიობებისთვის.  ინსტიტუტში გადავიღე, ასევე, „კარუსელი”. ამ ფილმების ნეგატივები 80-იანი წლების ბოლოს მოსკოვში ვერცხლის გამოდნობის მიზნით გაანადგურეს. ნამდვილი ბარბაროსობაა. სტუდენტობისას გერასიმოვი მეუბნებოდა, – აქ შეგიძლია, ყველაფერი აკეთო, ის, რასაც შემდეგ ვეღარ მოახერხებო. სიმართლე გითხრათ, მიკვირდა, მე მინდოდა მაყურებლისთვის სიხარული მიმენიჭებინა, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ მომავალში ამის უფლებას ჩამომართმევდნენ. მახსოვს, ერთ-ერთ გადაღებაზე სტატისტები გვესაჭიროებოდა. ავტობუსს საღებავით „მოსფილმი” დავაწერეთ და ხალხიც წამოეგო ამ ანკესს. მერე გავიგეთ, რომ მთელი ერთი თვე აკითხავდნენ „მოსფილმს” ჰონორარზე. „კარუსელის” ჩაბარებაზე გერასიმოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეს ფორმალიზმია და საბჭოთა ხალხი ნაჩვენებია, როგორც ცხვრის ფარა. შემდეგ კი მომილოცა წარმატება, გამოცდები ექსტერნად ჩამაბარებინა და, ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი, კინოსტუდია „ქართულ ფილმში” აღმოვჩნდი რეჟისორად...

 აკრძალული „რვა-ნახევარი“ და ბედნიერი „ქორწილი”
  „რვანახევარი“... თავიდან სულ სხვა სურათს ვიღებდი. როდესაც სტუდიის ხელმძღვანელობამ მასალა ნახა, ფილმის დასრულება ამიკრძალეს. ფილმში იყო ასეთი ეპიზოდი: ხალხი მიდის ცენტრალურ მოედანზე, ამ დროს ზეციდან მათ ხმა მოესმით: „რავა ხართ, ხალხნოო?“. „ვართ, რა”, – პასუხობს ხალხი ერთხმად. კინოს მაშინდელმა მინისტრმა დამიბარა და მომთხოვა, ეს სცენა ამომეღო ფილმიდან. მე დავითანხმე, რომ შევცვლიდი და ხალხს ვათქმევინებდი: „კარგად ვართ“. სინამდვილეში ასე უფრო მაწყობდა, თანაც ირონია მძაფრდებოდა. საბოლოოდ ფილმი გაანადგურეს, მოსკოვში არც კი გაუგზავნიათ. მე დროზე ადრე ვაპირებდი ინსტიტუტის დამთავრებას, და ისე მოხდა, რომ კინემატოგრაფიული კარიერის დასრულება მიწევდა. ვოცნებობდი ერთზე და მივიღე სულ სხვა რამ. ეს გახდა „ქორწილის“ თემა და მთელი ჩემი შემდგომი ცხოვრებაც ასე წარიმართა. მხოლოდ მომავლის იმედით ვიყავი ყოველთვის და მას მერე ვაგრძელებ შეუცნობელში ფრენას. ვიპოვე რაღაც მოხეული ქაღალდი და „ქორწილის” სცენარი იქვე, სტუდიის დერეფანში დავწერე. მივუტანე კაკო ძიძიგურს, ტელევიზიის დირექტორს. მახსოვს, კაკომ მითხრა, – მეც ძალიან მიყვარხარ, მედეასაც, ყველა პატივს გცემთ და, რა იქნებოდა, ნორმალურ ქაღალდზე დაგეწერაო. მან მომცა საშუალება, გადამეღო ფილმი.

ჩაპლინის, ჟაკ ტატის, ბასტერ კიტონისა და მიშა კობახიძის გამომსახველობითი, უიდეო კინო
  1966 წელს დავიწყე „ქოლგის” გადაღება. მოსკოვიდან კომისია ჩამოვიდა და მასალა რომ ნახეს, გამომიცხადეს: „ამ სისულელეზე ხარჯავთ სახელმწიფო სახსრებს? ეს ფორმალიზმია, აზრი ბუნდოვანია, არ შეიძლება ამის მოსკოვში ჩვენება.“ წარმოების შეწყვეტა მომთხოვეს. მე საკუთარი ხარჯებით დავასრულე
ფილმი და ჩავიტანე მოსკოვში გერასიმოვთან. მან მიშუამდგომლა „გოსკინოსთან“ და ფილმი მიიღეს. შემდეგ იყო სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჰოპლა”. მხოლოდ ბოლო ნოველა, „მუსიკოსები” გადავიღე. კინოსტუდია „ქართული ფილმიდან” მოსკოვში აგზავნიდნენ წერილებს, რომ მე ვარ არაპროფესიონალი, თავნება, თავისუფალი, ვქმნი აბსტრაქტულ ხელოვნებას. საკავშირო კინოს მინისტრის, რომანოვის ბრძანებით, ფილმის გადაღებები შეწყდა. მე კი დამდგმელ რეჟისორად მუშაობის უფლება ჩამომართვეს. მადანაშაულებდნენ ფორმალიზმში, დასავლეთის ბრმა მიბაძვაში, აბსტრაქტულობასა და, რაც მთავარია, უიდეობაში. მე დავიწყე ბრძოლა. მივწერე წერილი ბრეჟნევს, თუმცა ვიცოდი, ბრეჟნევამდე ეს წერილი მაინც არ მივიდოდა, მაგრამ შედეგი ამ ბრძოლამ მაინც გამოიღო. დამიბრუნეს დამდგმელ რეჟისორად მუშაობის უფლება, მაგრამ ჩემს მომდევნო სცენარებს არ ამტკიცებდნენ. არ ვეთანხმები აზრს, როცა ჩემს ფილმებს ჩაპლინის, ჟაკ ტატისა და ბასტერ კიტონის ფილმებს ადარებენ. მე სრულიად სხვა გამომსახველობით ხერხებს მივმართავ. ხდებოდა ისე, რომ გადასაღებ მოედანზე მსახიობები ცალ-ცალკე გამყავდა და ურთიერთსაპირისპირო დავალებებს ვაძლევდი (წყარო: ჟურნალი Filmprint. N16 2011 წელი). მერე გადასაღებ მოედანზე დაბნეულობა იქმნებოდა, მათი გაკვირვება ზედმიწევნით გულწრფელი იყო და კომიკური ელფერი დაჰკრავდა. ჩემთვის უფრო საინტერესო 30-40-იანი წლების „ჰოლივუდი“ იყო, სოციალური დრამები.

სუკი, თავისუფლებადაკარგული ფარაჯანოვი და მიშა კობახიძის ოჯახური ტრაგედია
  არც მინდა გავიხსენო წლები, როდესაც არ მქონდა მუშაობის საშუალება. მაქვს ეს თვისება, რაც არ მსიამოვნებს, აღარ მახსოვს ხოლმე. მერაბს ხშირად უთქვამს: ესენი, მგონი, არასდროს წავლენო. მაგრამ საბედნიეროდ, ძალიან მალე დადგა ამ რეჟიმის აღსასრული. ერთხელ ლენინგრადიდან ჰქონდათ ჩამოტანილი სპექტაკლი – ბლოკის „12“. ჩემი მეუღლე, ჯანა პეტრაიტიტე, „ქოლგაში” მთავარი როლის შემსრულებელი სპექტაკლის მსვლელობისას ადგა და ხმამაღლა დაიყვირა: „კðჭñíûå óხèðჭéòåñü ჰîìîé!“. შესვენებაზე ჩვენთან სერგო ფარაჯანოვი მოვიდა და გვითხრა, – მოგაკითხავენ სუკიდან და თქვი, რომ დაიძახე, – „ჟåðჯî, ïîéჰ¸ì ჰîìîé!“. სხვათა შორის, არავინ მოგვაკითხა. სერგო ხშირად განასახიერებდა ხოლმე ბრეჟნევს, დასცინოდა მის გამოსვლებს. სწორედ ეს თავისუფლება არ აპატიეს მას. 1981 წელს შევარდნაძემ დამიბარა და მითხრა, – რაც გინდა, ის გადაიღე, თუ გინდა ანტისაბჭოთაც იყოს, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლეო. მე არასდროს არაფერი ანტისაბჭოთა არ მაინტერესებდა, ისევე როგორც – საბჭოთა. უბრალოდ, მეც არ ვჯდებოდი იმ ჩარჩოებში, რასაც ოფიციალური კულტურა ერქვა. მაშინ ვიფიქრე, გადამეღო ფილმი თბილისზე, ვაგროვებდი მასალებს. მაგრამ მერე მოხდა ის, რაც მოხდა, და ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება მას მერე სრულიად შეიცვალა... მე ყოველთვის მინდოდა წასვლა, მაგრამ რთული იყო, ძალიან ბევრნი ვიყავით – მეუღლე, სამი შვილი, ჩემი მშობლები. მე ჩემი გოგონები არ გავუშვი საბჭოთა სკოლაში. არ მინდოდა მათი სულის დამახინჯება. 11 წლის განმავლობაში ყოველ წელს მიბარებდნენ და დაპატიმრებით მემუქრებოდნენ, თუ ბავშვებს სკოლაში არ მივიყვანდი. სამწუხაროდ, ბაბუასგან განსხვავებით, რომელიც 1953 წელს გადაურჩა დახვრეტას, გეგა დახვრიტეს. მამაჩემი მედგრად შეხვდა შვილიშვილის დაპატიმრებას. მთელი წელი არ კარგავდა იმედს, რომ გეგასაც ასცდებოდა ეს სასჯელი და ისტორია განმეორდებოდა. გეგას დახვრეტიდან მეხუთე დღეს მამა გარდაიცვალა... პარიზში ჩასვლისთანავე ძალიან კარგად აეწყო ყველაფერი... ჩემი ფილმების რეტროსპექტივები გაიმართა ვენეციაში, ბერლინში, ლონდონში, კანადაში, იაპონიაში. პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კინოთეატრში სამი თვის განმავლობაში გადიოდა ჩემი ფილმები და უამრავი ადამიანი ესწრებოდა.“



скачать dle 11.3