კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№43 გავეშებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ რეიტინგით უსაფრთხო?!

  რატომღაც, ისე მოხდა, რომ ლამისაა, ყოველდღე ვიგებთ შემზარავ ამბავს ყოფილი და მოქმედი ქმრების მიერ ყოფილი და მოქმედი ცოლების მკვლელობების შესახებ. ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ, რა გახდა მამაკაცების (ქმრების ამპლუაში) გავეშების მიზეზი, მაგრამ აშკარაა, რომ პრობლემა მნიშნელოვანია.
  მეორე მხრივ, ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების (სულ 167 ქვეყანაა შესწავლილი) რეიტინგში, რომლის მონაცემებიც ამერიკულმა ჟურნალმა National Geographic-მა გამოაქვეყნა, საქართველო 46-ე ადგილზეა, რაც საუკეთესო მონაცემია რეგიონსა და მის შემოგარენში.
  კერძოდ, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანსა და უკრაინაშიც კი ქალები თავს გაცილებით უარესად გრძნობენ, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, რუსეთი 50-ე ადგილზეა, სომხეთი – 82-ზე, უკრაინა – 105-ზე, თურქეთი – 114-ზე, ირანი - 118-ზე, აზერბაიჯანი 123-ე ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ ყველაზე ლაღი ქალები ნორვეგიაში სახლობენ, შემდეგი  – შვეიცარია და ფინეთია, ხოლო ხუთეულს დანია და ისლანდიაც ამშვენებენ. სხვათა შორის, აშშ, დაახლოებით, ჩვენსა და ისლანდიას შორისაა, ანუ მეცხრამეტე ადგილასაა.
  ბარემ გეტყვით, რომ „დაცულობაში“  იგულისხმება ქალების ჩართულობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის არარსებობა.
  აქედან და ზემონახსენები მკვლელობების ფაქტებიდან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ მძიმე ყოფილა ქალების ხვედრი ჩვენს სამეზობლოში.


скачать dle 11.3