კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ზაზა მარჯანიშვილი: მუსიკოსები მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ასოცირდებიან

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ზაზა.
გვარი: მარჯანიშვილი.
პროფესია: მუსიკოსი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ორი რამ მახსენდება ბავშვობიდან, პირველი –  რამდენჯერაც დავაპირებდი სახლის დატოვებას და  სადღაც წასვლას, დედა შემაჩერებდა, შემახედებდა ჩვენს ავეჯს და მეუბნებოდა: შეხედე, დედა, რა მოწყენილები არიან, შენ რომ მიდიხარო. მეც აღარ მინდოდა წასვლა. მერე, როცა გავეცანი ჩვენს დიდ ვაჟა-ფშაველას, რომელმაც მასწავლა უსულო საგანში სულის ჩადება, მივხვდი, რომ ქართველებს აქვთ კავშირი და უნარი იმისა, რომ ყველაფერში დაინახონ სული.
– მშობლების როლი თქვენს ცხოვრებაში...
– ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კომფორტულად მეგრძნო თავი ან, თუ მექმნებოდა დისკომფორტი, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე გამომდგომოდა, ვგულისხმობ სწავლას და მსგავს საკითხებს. მამას ჰქონდა 220 მანეთი ხელფასი და აქედან 100 მანეთს  მე მაძლევდა. ეს არასდროს დამავიწყდება.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– მე ვინ მეკითხება მსგავს საკითხებს. რაღაც მოდის და გაიძულებს. მუსკა ისეთი რამეა, ვერ აირჩევ პროფესიად. შეიძლება, გადაწყვიტო, რომ გახდე სამთო-ინჟინერი ან ექიმი, მაგრამ მუსიკაში არჩევანს არავინ გეკითხება. ეს არის ის მძიმე ჯვარი, რომელიც ერთხელ დაგეცემა და მთელი ცხოვრება ატარებ.  მძიმე ჯვარია იმიტომ, რომ ყველაზე არასტაბილური პროფესიაა. მუსიკოსები მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ასოცირდებიან –  მარტო სიმთვრალეში ახსენდები.
– ადამიანში ვაფასებ...
– შრომისმოყვარეობას, ოღონდ ჩუმად – სცენის გარეშე. რა თქმა უნდა,  საქმე უნდა იყოს მიმართული სიკეთისკენ და კარგისკენ. სიკეთეს ვაფასებ. კეთილი ხალხი მიყვარს ძალიან, ოღონდ ჩუმად კეთილი, რომ არ აფიშირებენ ამას.
– მეშინია...
– პროვინციალიზმის. ჩემი საყვარელი თბილისელები არც ერთი არ არიან თბილისში დაბადებულები. მაგალითად: ფიროსმანი, გურამ რჩეულიშვილი – ჩემი საყვარელი რევოლუციონერი მწერალი, რომელსაც თბილისის სკოლის ის უხილავი დიპლომი აღებული აქვს. თბილისი იყო სკოლა, რაც აღარ არსებობს. პროვინციალიზმი არის, როცა ადამიანი ეფექტზე ფიქრობს და არა შედეგზე. მე ყოველთვის შედეგი მაინტერესებს.
– ბედისწერის გჯერათ?
– არ ვიცი, ეს რელიგიასთან გადახლართული საკითხია. ბავშვობაში მჯეროდა, თუ წყვილი კიბე იყო, მაშინ ყველაფერი გამომივიდოდა, თუ კენტი იყო, მაშინ მარჯვენა ფეხი უფრო მეტჯერ უნდა დამედგა, ვიდრე მარცხენა, თუმცა, ბოლოს არაფერი გამომდიოდა (იცინის). ღმერთი მაღალია და ალბათ, აქ უნდა გავჩერდეთ ამ შეკითხვაზე.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– აბსოლუტურად, გარდა ერთისა – სამშობლოს ღალატის. ვერავის ვაპატიებ, რომ მითხრას: სამშობლოს მოღალატე ხარო.  საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ძალიან ბევრ ადამიანს დასწამეს აგენტობა. ასეთი რაღაც ვინმეს რომ ჩემთვის ეთქვა, უკეთეს შემთხვევაში მოვკვდებოდი. ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის ეს არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა.
– რისი გწამთ?
– ღმერთისა და ჩემი თავის. ლენონმა თქვა ასეთი ფრაზა: მე არ მწამს „ბითლზის“, მხოლოდ ჩემი თავის მწამსო. ამის კარგი შესატყვისია ქართულში – თავის უფალი.
რა არის ცოდვა?
– კეთილგანწყობის დეფიციტი არის ცოდვა.
– შეგშურებიათ?
– კი, შემშურებია. თეთრი შური და შავი შური შეიძლება, კარგი ტექსტი იყოს სიმღერისთვის (იცინის). ბავშვობაში დიდი ხანი მაგნიტოფონი არ მქონდა, ირგვლივ ყველას ჰქონდა და მშურდა. იმ ბავშვებთან ცხოვრება მინდოდა ან მაგნიტოფონი.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– სამაგიეროს გადახდა უფრო ეგოისტური ამბავია, რასაც ვერიდები ხოლმე. ცუდზე ცუდით ვუპასუხო ადამიანს, ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება.
–  ეჭვიანი ხართ?
– კი. ვარ და ეს ხელს მიშლის ურთიერთობებში.
– გიღალატიათ?
– ალბათ...
– თქვენთან ურთიერთობა მარტივია?
– არ ვიცი, მუსიკოსები ცოტა უცნაური ხალხი ვართ და ხანდახან ალბათ, რთულია. ვინმე ცუდ ხასიათზე თუ არის, მგონია, რომ ჩემი ბრალია და დავსდევ. ასევე, სხვებიც დამდევენ ხოლმე და შეიძლება, მე არ ვაქცევ ყურადღებას. როგორც ასეთი, რთული არ ვარ.
– როდის ტირით?
– ძალიან ემოციური ვარ. ამ ბოლო დროს – მით უმეტეს. მუსიკაზე, სიმართლეზე და ნაღდ ადამიანებზე ვტირი. სულ მაწვება ხოლმე ბურთი ყელში, როცა
ნაღდს და ნადვილს ვხედავ. ეს „ნაღდი“ იმდენად დეფიციტური გახდა, შეიძლება, ნაღდი მტერიც კი ინატრო ადამიანმა.
– როდის ყვირით?
– ვჯუჯღუნებ ხოლმე. რას იტყვან ჩემ გარშემო მყოფები, არ ვიცი, მაგრამ ვბრაზდები ხოლმე. ვბრაზდები, როცა ვხედავ კონფრონტაციას, რომელიც შესაძლებელია მშვიდი გზით გადაწყდეს. აქედან გამომდინარე, ორ რაღაცას დავანებე თავი: მანქანის ტარებას, რომელმაც გამიფუჭა ლექსიკონი და ქართული ტელევიზიების ყურებას, რომელმაც ლექსიკონთან ერთად ხმის იოგებიც დამიზიანა.
– რას ემტერებით?
– მონობას, ყველანაირ მდგომარეობაში. საშინელი ტენდენცია ვნახე, როცა საქართველოში ჩამოვედი. აქ არ არსებობს დირექტორის მოადგილე, მოადგილე ჰქვიათ პირობითად – არის უფროსი და მონები. ამას ვერ ვიტან და ვემტერები.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, რომც არ იყოს საჭირო, მაინც მოვიხდი, ჩემთვის მთავარია, არ დაიკარგოს კონტაქტი. ზემოთ ვახსენე, კეთილგანწყობის დეფიციტია-მეთქი. ეს ნიშნავს, რომ ერთობის დეფიციტიც არის. ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველია, ერთობის დეფიციტი თვითმკვლელობის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, თუ ბოდიში უშველის საქმეს, აუცილებლად მოვიხდი. მე არ მინდა არანაირი კონფრონტაცია ვინმესთან, რადგან მენანება, ისედაც ცოტა ხნით ვცხოვრობთ. ურთიერთობების მომხრე ვარ. შესაბამისად, რაც არ უნდა იყოს – მუშტიდან დაწყებული, ბოდიშით დამთავრებული – ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთობა შენარჩუნდეს. ნებისმიერ უცნაურ სიტუაციაში შემიძლია, ბოდიში მოვიხადო.
– რისი გრცხვენიათ?
– საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ლანგარზე მორთმეული თავისუფლება დავკარგეთ. დღესაც ბრძოლაში ვართ, ოღონდ რის ბრძოლაში, ვერ ვხვდები. იმის მრცხვენია, რომ არ მაქვს საშუალება, ვიყო ჩვეულებრივი, წყნარი მოქალაქე, რომელსაც შეუძლია საქმის კეთება.
– რა გაკვირვებთ?
– მაკვირვებს ის, რომ დღევანდელი სტანდარტებით კარგი 20-30 წლის წინ აბსოლუტურად ცუდს ნიშნავდა. ვგულისხმობ ყველაფერს, მუსიკიდან დაწყებული, ადამიანობით დამთავრებული, თავისი საუბრის მანერით თუ საქციელით. მაკვირვებს ღირებულებების გადაფასება, რატომ მოხდა ეს, ძალიან მიკვირს. მიკვირს კიდევ ერთი რამ, რატომ არ იცის პოსტსაბჭოთა სივრცეში ადამიანმა, რომ სწორად ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე არასწორად. სწორად ცხოვრების დროს, როცა კანონი არის უზენაესი და ცხოვრობ სწორად, ყველა ბედნიერია. ყველას აქვს შემოსავალი და ის „მაღალი“ მანქანა, რომელზეც ასე ძალიან გიჟდებიან.
– როდის იტყუებით?
– ხანდახან სიგარეტის მოწევისა და ჭიქების რაოდენობაში ვიტყუები (იცინის). ძალიან მიყვარს ხუმრობა და სულ მინდა, ყოველი დღე პირველი აპრილი იყოს.  
– რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– სიზარმაცე. ხანდახან მომიდუნდება გონება. ჩვენს ქვეყანაში  დუნდება ადამიანი. ისეთი ნელი ტემპით მიდის ყველაფერი, გითრევს და მერე სულ უნდა იბრძოლო. ემიგრაციიდან გამომდინარე, სულ ვადარებ იქაურ და აქაურ ცხოვრებას. იქ ძალიან ბევრს ვაკეთებდი. რაც აქ შვიდი წლის განმავლობაში გავაკეთე, იქ ორ კვირაში ვაკეთებდი. ბევად მარტივი იყო, რადგან ზუსტად ვიცოდი, რას როდის ვიწყებდი და რა შედეგი მექნებოდა. აქ კიდევ ყველაფერი გეზარება ადამიანს...
– სიზმრების გჯერათ?
– კი და მიხდება ხოლმე. ამაზე სულ ვფიქრობ, ეს შეიძლება, იყოს თავის ტვინის ინტუიცია. რაღაცები თუ დამესიზმრა, ვიცი, რომ ცუდია. სამწუხაროდ, ხშირად მესიზმრება ხოლმე. ჩემი მეგობრის გარდაცვალება ამიხდა – დამესიზმრა და ვიცოდი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა.
– რას ნიშნავს იყო ემიგრანტი?
– ვინც კომფორტულად არის, იმისთვის არაფერს ნიშნავს. ჩემთვის რთული იყო. არავინ მიჯერებს, მაგრამ ემიგრაციის პერიოდში არც ერთი ინგლისურენოვანი სიზმარი არ დამსიზმრებია. ჩემმა მეგობარმა იხუმრა კიდეც, 18 კი არა 9 წელი გამოგდის ემიგრაციაში ყოფნა – ღამე აქ ყოფილხარ და დღე – იქო (იცინის).

скачать dle 11.3