კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ გადმოიბირა ფიტნესში ნინი გამეზარდაშვილმა ვახო კობიაშვილი და რა უცნაური მოთხოვნები აქვთ გოგონებს სავარჯიშო დარბაზში მისვლისას

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ნინი გამეზარდაშვილი და ვახო კობიაშვილი ფიტნეს-ინსტრუქტორები არიან. სწორედ ფიტნესმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა დაუკავშირა მათი ცხოვრება ერთმანეთს. როგორ აღმოჩნდა ულამაზესი ფიტნეს-წყვილი იურისტობიდან ფიტნესში, როგორია მათი სიყვარულის ისტორია და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, ინტერვიუდან შეიტყობთ. p.s. ფოტოები ეკუთვნის ალექს აფციაურს.
  ნინი: ორივე იურისტები ვართ. ყოველთვის მინდოდა ამ სფეროში მოხვედრა. უკვე ხუთი წელია, რაც აქტიურად ვვარჯიშობ, თუმცა აერობიკითა და მსუბუქი ვარჯიშებით მანამდეც ვიყავი დაკავებული. ფიტნეს-კლუბები რომ მომრავლდა, უკვე აქტიურად დავიწყე ძალისმიერი ვარჯიშები.
  ვახო: 6 წლის ასაკიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დავდიოდი, ბოლო პერიოდი საბრძოლო ხელოვნებებს მივუძღვენი. დაახლოებით, 9 წლის წინ დავინტერესდი ფიტნესით. აბიტურიენტობის პერიოდში შევეშვი სპორტს და  ფორმა რომ შემენარჩუნებინა, ვარჯიში დავიწყე.
– საკუთარი პროფესიით არ გიმუშავიათ?
– მქონდა მცდელობები, მაგრამ რაღაც ვითარებიდან გამომდინარე, ისე მოხდა, რომ ჩემს პროფესიას არ გავყევი, თუმცა, ამაში თავს არ დავიდანაშაულებ. გარემო პირობებმა არ შემიწყო ხელი, რომ საკუთარი თავის ინტეგრირება მომეხდინა. სპორტის მიმართ მრავალწლიანი სიყვარული აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ დღეს ფიტნეს-ინსტრუქტორი ვარ.
  ნინი: არასოდეს მიმუშავია იურისპრუდენციაში. ჩემი სურვილით არც ჩამიბარებია იურიდიულზე – მშობლების დაჟინებული თხოვნა იყო. ყოველთვის მინდოდა, სპორტში ვყოფილიყავი. ბავშვობაში დავდიოდი სამოდელო სააგენტოში, კონკურსებზე და ჩვენებებზეც გამოვდიოდი. შემდეგ გერმანიაში წავედი საცხოვრებლად და რომ ჩამოვედი, აქტიურად დავიწყე ფიტნესში მოღვაწეობა. გერმანიაშიც მქონდა პატარა სამოდელო მცდელობები, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემი არ იყო.
– რა მცდარი წარმოდგენები აქვთ გოგონებს ვარჯიშის შესახებ?
– სამწუხაროდ, დარბაზში ძალიან მცდარი წარმოდგენებით მოდიან ხოლმე, პირველად მეუბნებიან, რომ არ უნდათ დაიკუნთონ.  საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას. დაკუნთვა არ არის ასეთი მარტივი, ამას  დიდი შრომა და შესაბამისი კვება სჭირდება. ზოგს უცნაური მოთხოვნები აქვს, მაგალითად, მხოლოდ ფეხების დათხელება უნდა ან მარტო მუცლის პრესი (იცინის). ასე არ ხდება, ეს არის ერთიანი პროცესი. კი, რაღაც ზონებზე აქცენტების გაკეთება შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ის და მხოლოდ ეს – არა.
– თქვენი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო?
– ჩვენ ერთმანეთი დარბაზში გავიცანით. მე ვმუშაობდი ფიტნეს-ინსტრუქტორად, ვახო ჯერ კიდევ, თავისი პროფესიაში მოღვაწეობდა. ერთ დღესაც მოვიდა და რაღაც მკითხა, ანუ აკეთებდა თუ არა სწორად კონკრეტულ ვარჯიშს. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
  ვახო: ფიტნესი და ბოდიბილდინგი აშენებს სხეულს და ოჯახებს (იცინის).
  ნინი: უკვე ორი წელია, ერთად ვართ და ვერც წარმოგვიდგენია ერთმანეთისა და ვარჯიშის გარეშე. ჩვენ ერთმანეთს ფიტნესმა დაგვაკავშირა. ყველაზე ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი მეორე ნახევარიც ჩემს სფეროშია.
– რამდენად კარგია ერთ სფეროში მოღვაწეობა ურთიერთობისთვის?
  ვახო: ჩვენ არ გვიწევს ერთსა და იმავე ფილიალში მუშაობა.  არ დავმალავ და ვიტყვი, ჩვენ ასე უკეთესად გვესმის ერთმანეთის. ბევრად გვიმარტივდება
ურთიერთობა და რჩევებს, ყველაფერს ვუზიარებთ ერთმანეთს. შენი მეორე ნახევრისგან რომ იღებ სამსახურეობრივ რჩევას და ერთად აყალიბებთ ყველაფერს, ეს ძალიან კარგია.
– ქორწინება გეგმებში არ შედის?
  ნინი: როგორ არა. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, უბრალოდ, ჯერ ოფიციალური მხარე არ მოგვიგვარებია.
  ვახო: გეგმებში ბევრი რამე შედის. ოფიციალურად არის ეს ყველაფერი „მოსაკვარახჭინებელი“ (იცინის).
– ვახო, გამოდის, რომ ნინის დიდი წვლილი მიუძღვის შენი პროფესიის შეცვალში.
– კი, ნამდვილად. მისი შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში განმაპირობებელ ფაქტორად იქცა. რაც უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი ამ სფეროს, გული მიგრძნობდა, რომ რაღაც უფრო ძლიერი მაკავშირებელი მჭირდებოდა. ნინის გაცნობამ გადამადგმევინა ნაბიჯი ამ მიმართულებით. მისმა გამოჩენამ და მისმა მუშაობამ დიდი წვლილი შეიტანა.
  ნინი: არ ფიქრობდა დიდად, ბევრი მუშაობა დამჭირდა.
  ვახო: ხომ არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ რომ დავახლოვდით და ერთმანეთი გავიცანით, თან ამ სფეროს შიდა სამზარეულო უკეთესად გავიგე, ჩემზე დადებითად იმოქმედა. დღეს საერთოდ არ მაქვს იმის განცდა, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა ყოფილიყო.
– სავარჯიშო დარბაზში ფიტნეს-ინსტრუქტორი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, განურჩევლად სქესისა. ეჭვიანობის მომენტი თუ გაქვთ ხოლმე?
  ნინი: ვახო ეჭვიანობს ხოლმე (იცინის).
  ვახო: აბა, კი (იცინის). ვინაიდან ჩვენ ვართ საქართველოში და ეს სფერო ევროპისა და ამერიკის დონეზე არ არის განვითარებული, ეჭვიანობის მომენტები არის ხოლმე. ანუ, ვგულისხმობ კულტურას, უცხოეთში ბევრი დეტალია, რაც ჩვენ ჯერ კიდევ დასამუშავებელი და სასწავლი გვაქვს. აქედან გამომდინარე, არ იქნება გასაკვირი, თუ ვიეჭვიანებთ. ეჭვიანობა ყოველთვის იქნება რაღაც დოზით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმეში შეგვიშლის ხელს. ამას ჩვენშივე ვაგვარებთ ისე, რომ სხვა ადამიანებს ამის შესახებ ინფორმაცია არც აქვთ და არც ექნებათ. ეს არ არის რაღაც მძაფრი.
  ნინი: ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ამის გარეშე წარმოუდგენელია.

скачать dle 11.3