კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ წაიყვანა ლეო ბოკერიამ მილიციის ყოფილი გენერალი საგიჟეთში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  რუსეთის მთავარი კარდიოლოგი, პროფესორი ლეო ბოკერია ასეთ კურიოზულ ისტორიას იხსენებს: „ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც სასწრაფო დახმარების პრაქტიკას გავდიოდი. ერთ დღეს ფსიქიატრიულ ბრიგადასთან მომიწია მუშაობა. მოვიდა შეტყობინება, რომ ერთი მილიციის პენსიონერი გენერალი იარაღმომარჯვებული ემუქრებოდა ოჯახის წევრებს და თავის ოთახში არ უშვებდა. ჩვენ, პარალელურად, მილიციაც გამოვიძახეთ, რადგან იარაღთან გვქონდა საქმე და შერყეული გენერლის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანა მათი დახმარებით უნდა მომხდარიყო. გენერალს პერიოდული ფსიქიკური შეტევები ჰქონია. ეს იცოდა მილიციის უფროსმა და გვითხრა:
– ადრე ორჯერ წავიყვანეთ საგიჟეთში. ახლა რომ დაგვინახოს, გვიცნობს და შეიძლება, გვესროლოს კიდეც. ამიტომ, რაიმე ფანდი უნდა მოვიფიქროთო.
მაშინ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი. მილიციის უფროსმა შემათვალიერა და მითხრა:
– ახალგაზრდავ, გეტყვით, რა უნდა მოვიმოქმედოთ და მთავარ როლს თქვენ შეასრულებთო.
ერთი სიტყვით, მილიციაში გადამაცვეს ზემდეგის ფორმა. ხელში მომცეს დაბეჭდილი პაკეტის მულაჟი, რომელზედაც ეწერა – „პირადად გენერალს“, რომელშიც ვითომ „საიდუმლო წერილი“ იდო და კურიერის როლში მასთან მიმიშვეს. დამარიგეს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მისი ოთახის კარზე დავაკაკუნე, შევაღე, „ჩესტი“ ავუღე და პისტოლეტმომარჯვებულ გენერალს, ვითომ სამმართველოდან გამოგზავნილი საიდუმლო ბარათი გადავეცი, რომელშიც ეწერა, რომ გენერალი სასწრაფოდ უნდა გამოცხადებულიყო სამმართველოში საიდუმლო ოპერაციის დასაგეგმად, თან, მოვახსენე, რომ მანქანა სახლთან ელოდებოდა. „კარლსონებში“ გამოწყობილმა გენერალმა გარეთ მოცდა მიბრძანა. შემდეგ ჩეკისტურად გამოეწყო, პისტოლეტი კაბურაში ჩაიდო და ოთახიდან რომ გამოვიდა, მითხრა:
– აბა, წამიძეხი გამოგზავნილი მანქანისკენო.
ჩვედი თუ არა ქვევით, მილიციის ჩასაფრებულმა ოპერებმა გენერალი განაიარაღეს, გაკოჭეს და ჩვენ გადმოგვცეს. საგიჟეთში მიმავალ გზაზე მას დამამშვიდებელი გავუკეთეთ და როდესაც დამშვიდდა, აღფრთოვანებით იმეორებდა:
 – ყოჩაღ ექიმებო, ნამდვილი ოპერატიული საზრიანობა გამოიჩინეთ და ოსტატურად ამიყვანეთო“.

скачать dle 11.3