კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 მიყვარს – არ მიყვარს

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  ამ ტესტის გაკეთება შეუძლია როგორც მამაკაცს, ასევე ქალბატონს.  საკმაოდ მარტივია. დაფიქრდით თქვენს დამოკიდებულებაზე პარტნიორის მიმართ, შეკითხვებს  გულახდილად უპასუხეთ და ამგვარად  მიიღებთ პასუხს კითხვაზე – ნამდვილად  გიყვართ თუ არა თქვენ ის. შეკითხვებს უპასუხეთ მოკლედ, „მხოლოდ“ კი ან „არა“.
1. ის ქალი (მამაკაცი) ცხოვრებას მირჩევნია;a2. როცა მისგან   შორს ვარ, ძალიან მენატრება;
3. მინდა, ჩემი წარმატებების შესახებ, პირველ რიგში, მას ვახარო;
4. მასთან საუბრები  სიამოვნებას მანიჭებს;
5. როცა ის ცუდად არის, მეც ცუდად ვარ;
6. არ მინდა,  მას ცხოვრებაში რაიმე გაუჭირდეს;
7. მასში არაფერია ისეთი, რაც გამაღიზიანებდა;
8. უცებ რომ დიდი ფული ვიშოვო, ყველაფერს მხოლოდ ჩვენ ორზე დავხარჯავდი;
9. მინდა, მუდამ  ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს;
10. მის უარყოფით მხარეებს სიმშვიდით აღვიქვამ და საერთოდ არ მაღიზიანებს;
11. მის გამო ნებისმიერ მსხვერპლზე წავალ;
12. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენ სიყვარული კი არა, ურთიერთპატივისცემა გვაერთიანებს;
13. ხშირად მაქვს იმის შეგრძნება, რომ არ არსებობს ამქვეყნად ძალა, რომელიც ჩვენ დაგვაშორებდა;
14. ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ;
15. ხელახლა რომ მქონოდა გათხოვების (ცოლის მოყვანის) საშუალება, არჩევანს კვლავ მასზე შევაჩერებდი;
თუ შეკითხვების უმეტესობაზე თქვენი პასუხი არის „კი“  – შეიძლება, თამამად  ითქვას, რომ პარტნიორი გიყვართ და მასაც უყვარხართ.  თქვენი მეორე ნახევარი უკვე იპოვეთ – გაუფრთხილდით ამ ურთიერთობას.   ერთ  ან ორ   კითხვაზე გაცემულმა უარყოფითმა პასუხმა არ შეგაშფოთოთ.
საგანგაშოა მდგომარეობა, თუ რვა ან მეტი უარყოფითი პასუხია. ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ სიყვარული   დასრულდა ან, საერთოდ, არც ყოფილა.

скачать dle 11.3