კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ ხდება სახის გაწმენდა-გაახალგაზრდავება შინაურ პირობებში

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სახის გასაწმენდად თუ სხვა პროცედურებისთვის სალონებში სიარული საკმაოდ ძვირი ჯდება. არსებობს შინაური საშუალებები, რომლის გაკეთებას არც ბევრი დრო უნდა, არც ბევრი ფული და შედეგიც შესანიშნავი აქვს.
* პიტნის ლოსიონი გაღიზიანებული, ცხიმიანი და მშრალი კანისთვის: 2 სუფრის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით, 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20-30 წუთი და გაწურეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ამ სითხით გაიწმინდეთ სახე დილას და საღამოს.
* ალოეს გამაახალგაზრდავებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტი: კვირაში 3-ჯერ გაიწმინდეთ სახის კანი ალოეს წვენით, ხოლო ნაოჭების ასაცილებლად დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული საფენები მხოლოდ 10 წუთით.
* ლიმონისა და გლიცერინის ლიფტინგ-ეფექტი: 1 ცალ ლიმონის წვენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი და ნახევარი ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი. ეს ნაზავი კარგად წმენდს სახის კანს.
* ყავის, თაფლის, კვერცხისა და არაჟნის ლიფტინგ-ეფექტი: 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 2 ცალი ათქვეფილი კვერცხის ცილა. აურიეთ, დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
* ყავისა და თაფლის პილინგი: აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი დაფქული ყავა, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 სუფრის კოვზი თაფლი. დაიდეთ სახეზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* მიმიკური ნაოჭებისგან დამცავი ყავის, ნაღებისა და ბანანის ნიღაბი: 1 ცალი ბანანი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი. დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* ყავისა და მარილის სკრაბი პრობლემური კანისთვის:  1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი და 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით საბავშვო კრემი.
* ვაშლის, რძისა და შვრიის სახის გამწმენდი და დამარბილებელი ნიღაბი: 2 ცალი ვაშლი გახეხეთ, დაუმატეთ 1/4 ლიტრი რძე და 2 სუფრის კოვზი დაფქული შვრია. კარგად აურიეთ და სახეზე 15  წუთით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
* სტაფილოს, ზეითუნის ზეთისა და სახამებლის მატონიზებელი ნიღაბი: გახეხეთ 2 ცალი სტაფილო, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ცოტა სახამებელი. 15-20 წუთი გაიჩერეთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* ფორების გასასუფთავებელი და მკვებავი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 კვერცხის ცილა და ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი შვრია. მიღებული მასა სქლად წაისვით სახესა და ყელზე და 20 წუთის მერე ჩაის ღია ნაყენით ჩამოიბანეთ.
* კიტრის დამარბილებელი და მკვებავი ნიღაბი: სამი სუფრის კოვზ კიტრის წვენს, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი სპირტი. აურიეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ კი მასში დაასველეთ დოლბანდი და დაიდეთ სახეზე15 წუთის განმავლობაში.
* დამამშვიდებელი და გამამკვრივებელი ნიღაბი მშრალი კანისთვის: სამი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი გახეხეთ, დაუმატეთ ერთი მესამედი ლიტრი თბილი რძე და  1 კვერცხის ცილა. აურიეთ და შეათბეთ. წაისვით თბილი სახესა და კისერზე. ნახევარი საათის მერე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* სახის კანის გამოსაცოცხლებელი და მატონიზირებელი ჟოლოს ნიღაბი: 50 გრამ ჟოლოს წვენს, დაუმატეთ სამი ჩაის კოვზი რძე, მიღებულ მასაში დაასველეთ ხელსახოცი და დაიფინეთ სახეზე. 20 წუთის შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ
скачать dle 11.3