კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№42 როგორ შეინარჩუნა ლავრენტი ბერიამ ქართული ოქრო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე, სადაც მსჯავრდებული არაფერს ამბობდა იმ ფანტასტიკური ბრალდებების უარსაყოფად, რაც მის წინააღმდეგ იყო წარდგენილი, სინამდვილეში, მოკლულ ბერიას ასამართლებდნენ. ერთ-ერთ სხდომაზე გაიჟღერა ბრალდებამ, რომ ჯერ კიდევ საქართველოს ცეკას პირველი მდივნობისას მან (ბერიამ) ხელი შეუშალა საბჭოეთის აღმშენებლობას... პუბლიცისტი კონსტანტინე გოვოროვი წერს: „ბერიას (სინამდვილეში კი მის ორეულს) სასამართლო პროცესზე გენერალურმა პროკურორმა რომან რუდენკომ მიახალა: „შენ (რა ფამილარობაა!..) 1935 წელს ბოროტად გამოიყენე შენი სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი შეუშალე საქართველოში ოქროს საბადოების აღმოჩენისა და განვითარების პროცესსო. ბერიამ (სინამდვილეში კი მისმა ორეულმა) თავაუწეველი თანხმობა მისცა რუდენკოს. ნამდვილი ბერია ამ ბრალდებას, ალბათ, მყარი არგუმენტებით გააბათილებდა და საქმე ისაა, რომ ეს ბრალდება სულაც არ ყოფილა უსაფუძვლო. 1935 წლის თებერვალში, საქართველოში გეოლოგიის საკავშირო ინსტიტუტის სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც ოქროს საბადოების აღმოჩენით იყო დაკავებული. მიმდინარეობდა დაჩქარებული ინდუსტრიალიზაცია. საზღვარგარეთული ტექნოლოგიების შესაძენად ქვეყანას ოქრო სჭირდებოდა და სტალინმა საბჭოთა კავშირის მთელი ოქროს მობილიზება დაიწყო. მართლაც, ბერიამ მოახერხა და ეს პროცესი საქართველოში შეაჩერა. ხოლო შესაბამის დასკვნაში კი, რომელიც საბოლოოდ სტალინს მიუტანეს, ეწერა: „ოქროს მოპოვება საქართველოში არარენტაბელურია და ეს პროცესი ვერ აანაზღაურებს მასზე (ძებნითი სამუშაოები) დახარჯულ თანხებს. დავადგინეთ, რომ საქართველოში ხელმისაწვდომი მარაგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუთ ტონასაც ვერ აღწევს...“ სტალინმა ეს პროექტი (საქართველოში ოქროს მოპოვება) დახურა და გამოყოფილი თანხები ციმბირის საბადოებისკენ გადაისროლა. სინამდვილეში კი იმ პერიოდის (1935 წელი) მონაცემებით, საქართველოს ოქროს მარაგი 50 ტონას შეადგენდა და ბერიამ ეს მშვენივრად იცოდა, თუმცა ამ პროცესს კატეგორიულად აღუდგა წინ და ეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გააკეთა. გამორიცხულია, რომ ბერია საბოტაჟს უწევდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის პროცესს. სავარაუდოა, რომ ბერიას, უბრალოდ, არ სურდა ქართველების ეროვნული სიმდიდრის ამოწურვა. მით უმეტეს, რომ ციმბირში უამრავი ოქრო იყო და ფაქტობრივად, უსასრულო მარაგი. ცნობილი ქართველი აკადემიკოსი, ქართული გეოლოგიის მამამთავარი ალექსანდრე ჯანელიძე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „1935 წლის იანვრის მიწურულს (მე მაშინ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში  გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრას ვთავკაცობდი) ბერიამ თავის კაბინეტში გამომიძახა. ადრე მას არ ვიცნობდი და ამ ვიზიტს ცოტა არ იყოს, შიშით ვეკიდებოდი, რადგან მძიმე დრო იყო. თუმცა, შეხვედრის პირველმა წუთებმა ყოველგვარი დაძაბულობა მომიხსნა. მან ძალიან გულღიად მიმიღო და შევატყვე, რომ განათლებული და უაღრესად ინფორმირებული პიროვნება იყო.
მან ასე დაიწყო:
– ამხანაგო ალექსანდრე, იცნობთ თუ არა საკავშირო დადგენილებას, ქვეყანაში ოქროს მოპოვების გაძლიერების თაობაზე?
– დიახ, ამხანაგო ბერია. მივიღე ეს დადგენილება და გავეცანი, – ვთქვი მე.
– ძალიან კარგი. მე მომაწოდეს ცნობა, რომ საქართველოში 50 ტონა ოქროს მარაგია და მაინტერესებს, რამდენად სწორი სტატისტიკაა.
– ეს ამჟამინდელი მონაცემებით, ამხანაგო ბერია. თუმცა სავარაუდოდ, ეს მარაგი ბევრად მეტი უნდა იყოს.
– მაინც, რამდენით მეტი?
– ხუთ-ექვსჯერ, შესაძლოა, ათჯერ მეტიც კი, – ვთქვი მე.
– საგულისხმო მონაცემებია, – თქვა ბერიამ და მკითხა, – აი, მაგალითად, ციმბირში ჩვენზე რამდენად მეტი ოქროს მარაგი იქნება?
მე თავი გავაქნიე და ვუთხარი:
– ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მისი ჩვენს მარაგთან შედარება იგივეა, რწყილი სპილოს რომ შევადაროთ-მეთქი.
ბერია ჩემმა სიტყვებმა გაამხიარულა. ცოტა ხანს ჩაფიქრდა და უკვე სერიოზული სახით მითხრა, – თებერვლის დასაწყისში საქართველოში საკავშირო სამინისტროდან სპეციალური ჯგუფი ჩამოდის ოქროს მოპოვების საკითხებზე. ჩვენ კი ისე უნდა ვქნათ, რომ მათ აქ ოქროს მოპოვება არარენტაბელურად მიიჩნიონ და ეს დასკვნაშიც უნდა აისახოსო...
  ბერიას სიტყვები იქვე გავიაზრე და მივხვდი, თუ რაოდენ სახიფათო იყო ასეთი რამის გაკეთება. ისიც კი ვიფიქრე, – ხომ არ მცდის ან პროვოკაციას ხომ არ აქვს-მეთქი ადგილი. მაგრამ ბერიას სახეზე ამდაგვარი ვერაფერი შევატყვე.
  ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ საკავშირო კომისიამ უარყოფითი დასკვნა ჩაუტანა სტალინს კრემლში და მას მეც ვაწერდი ხელს. შემდგომ კიდევ არაერთხელ მომიწია ბერიასთან შეხვედრა და ის ყოველთვის მეუბნებოდა, – კარგია, რომ რწყილი არ გავატყავეთო.“
  ზემოაღნიშნული ისტორიიდან სრულიად აშკარაა, რომ ლავრენტი ბერიამ ქართული ოქროს მარაგი არ გახსნა და ის თავის მშობლიურ ერს შეუნახა. მას კარგად ესმოდა, რომ ოქრო სტრატეგიული ბუნებრივი სიმდიდრე იყო და ალბათ, ფიქრობდა, რომ ადრე თუ გვიან, თავის სამშობლოს გამოადგებოდა. რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა დამალვას, ტყუილის ფაქტს, თუმცა საბოტაჟი ნამდვილად არ ყოფილა. ბერიამ სწორად განსაზღვრა, რომ ციმბირული ოქროს მოპოვება მაინც შეავსებდა იმ დანაკლისს (თუ ეს დანაკლისად ჩაითვლება ამხელა მასშტაბების გათვალისწინებით), რაც საქართველოდან ამოუღებელი ოქროსგან შეიძლება მოსვლოდა ინდუსტრიალიზაციის გზაზე მდგომ საბჭოეთს... თუმცა, ამით საბჭოთა კავშირი ნამდვილად არ დაზარალებულა, სამაგიეროდ, გაკეთდა ის ქართული საქმე, რასაც ქვეყნის სიმდიდრის შენარჩუნება ჰქვია.“

скачать dle 11.3