კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№42 როგორ დაითანხმა სტალინმა ლენინი სოციალიზმის პრინციპების დროებით დათმობაზე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  საბჭოთა კავშირის ისტორიის ყველა სახელმძღანელოში, სამეცნიერო კვლევებში თუ, უბრალოდ, ნარკვევებში გარკვევით ეწერა, რომ „ნეპი“ და „გოელრო“, რომლებიც მოკლე დროში განხორციელებული მძლავრი ინდუსტრიალიზაციის ფუნდამენტი გახდა, ლენინის იდეა იყო. ირკვევა, რომ  ლენინს ეს იდეები სტალინმა მიაწოდა და პირველად მანვე გააჟღერა საჯაროდ... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ინოკენტი აგაპეევი წერს: „საბჭოეთში ყველაფერს კარგს ლენინს მიაწერდნენ და სხვათა შორის, ამას თავად სტალინმა შეუწყო ხელი. როგორც ცნობილია, საბჭოეთის სწრაფი და ეფექტური განვითარების მძლავრი ფუნდამენტი იყო „ნეპი“ (ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) და „გოელრო“ (საბჭოეთის სწრაფი და მასშტაბური ელექტრიფიკაცია). როგორც ისტორიულადაა ცნობილი – ძალაუფლების მოპოვება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ბოლშევიკებიც სწორედ ასეთი გამოცდის წინაშე დადგნენ. 1919-1922 წლების სისხლისმღვრელმა სამოქალაქო ომმა ქვეყანა უფსკრულის პირას დააყენა. მართალია, ამ დაპირისპირებაში ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს და ძალაუფლება შეინარჩუნეს, მაგრამ ქვეყანა გაპარტახებული იყო და უსწრაფეს აღდგენას საჭიროებდა. სწორედ ამ პერიოდში შესთავაზა სტალინმა ლენინს, რომ ქვეყანაში ახალი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაეწყოთ, პარალელურად კი ქვეყნის სწრაფი ელექტრიფიკაცია განეხორციელებიათ, რაც ინდუსტრიალიზაციის უმთავრესი წინაპირობა იყო. სერგო ორჯონიკიძის ქვრივი, ზინაიდა ორჯონიკიძე წერდა: „სერგო მიყვებოდა, თუ როგორი საუბარი შედგა ილიჩის (ლენინის) კაბინეტში 1921 წლის 2 თებერვალს ილიჩს, სტალინსა და სერგოს შორის. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთში ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და საბჭოთა კავშირი შექმნილი არ იყო, თუმცა პროექტი მზად იყო და რესპუბლიკები მასში ნებაყოფლობით საწყისზე უნდა გაერთიანებულიყვნენ. სხვათა შორის,  უკვე არსებობდა მოთხოვნა ამიერკავკასიიდან, რომ საბჭოთა რუსეთი დახმარებოდა ადგილობრივ კომუნისტებს და დაეცვა ისინი ჩაგვრისგან (ზინაიდა ორჯონიკიძე გულისხმობს საქართველოს სოვეტიზაციას, რომელიც მისმა მეუღლემ განახორციელა სასტიკად, ძალის გამოყენებით). სტალინმა ილიჩს შესთავაზა, რომ ქვეყანაში მიმდინარე სისხლისღვრის პარალელურად, „ნეპი“ დაეწყოთ.
– და, რას გულისხმობს ეგ თქვენი ახალი ეკონომიკური პოლიტიკა? – ჰკითხა ლენინმა სტალინს.
– ჩვენი ქვეყნის მშენებლობის საწყის ეტაპზე კაპიტალისტური წყობის ზოგიერთი ელემენტის დაშვებას, ვლადიმირ ილიჩ, – მოკლედ და ძალიან მშვიდად თქვა სტალინმა.
– კონკრეტულად? – იკითხა ლენინმა.
– კერძო საკუთრება უნდა დავუშვათ, ოღონდ დროებით. კერძო სექტორი გავაძლიეროთ და ბურჟუებს საშუალება მივცეთ, თავიანთი გადამალული ქონება გამოაჩინონ. ამ თანხებს ჩვენ შემდგომ ინდუსტრიალიზაციას მოვახმართ. თანაც, მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს ჩვენდამი დამოკიდებულება სასიკეთოდ შეეცვლებათ და ეს მხოლოდ ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.
ლენინს სხარტი გონება ჰქონდა. უცებ მიხვდა, რომ სტალინმა მას სასარგებლო იდეა მიაწოდა, დაეთანხმა და უთხრა:
– კარგია და სწორი. კიდევ რა გაქვთ?
– ვლადიმირ ილიჩ, უნდა დავიწყოთ რუსეთისა და შამდგომ მთელი კავშირის ელექტრიფიკაცია. ეს აუცილებელია მძლავრი ინდუსტრიალიზაციის განხორციელებისთვის. მით უმეტეს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ ცარიზმის დროს მუშავდებოდა, მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი.
ლენინმა ეს წინადადებაც მოიწონა და მიუხედავად ტროცკისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგობისა, პოლიტბიურომ ის დაამტკიცა. სწორედ ამ ორი პროგრამის განხორციელება გახდა 30-იანი წლების დასაწყისში წარმატებით განხორციელებული ინდუსტრიალიზაციისა ბაზისი. მასში კი დიდი წვლილი ჩემმა სერგომაც (ორჯონიკიძე, რომელიც იმ დროს მძიმე მრეწველობის მინისტრი იყო) შეიტანა...“
„ნეპი“ „გოელროს“ მკვებავი იყო, „გოელრო“ კი – სამრეწველო ძალების და ეს, ერთი შეხედვით, მარტივი სქემა საკმაოდ რთულად განსახორციელებელი გახდა. რომ არა სტალინის ნება და გონება, ვერც ტროცკი და შესაძლოა, ვერც თავად ლენინი მას ვერ გაუძღვებოდნენ... ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „ლენინის გარდაცვალების შემდეგ ინდუსტრიალიზაციის პროცესს მოწინააღმდეგეები ჰყავდა. კერძოდ კი, ბუხარინი ამბობდა: – დროებით შევაჩეროთ ინდუსტრიალიზაცია. განვავითაროთ მსუბუქი მრეწველობა და ხალხს რომ ჩავაცმევთ და კომფორტისკენ წავიყვანთ, მაშინ განვაგრძოთო... სტალინი უკიდურესად გააღიზიანა ბუხარინის არაშორსმჭვრეტელობამ და ლამის ხელითაც კი შეეხო მას. თუმცა თავი შეიკავა და უთხრა:
– ნუთუ ბრმა ხარ? ირგვლივ მტრები გვყავს, რომლებიც მზად არიან, შუაზე გაგვხიონ და ემზადებიან ამისთვის. ჩვენ თავის დაცვა, მძლავრი სამხედრო მანქანა გვჭირდება. ამის მთავარი ბურჯი კი სამხედრო მრეწველობაა, რომელიც მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის გარეშე წარმოუდგენელია. შენ კი – შევაჩეროთო. რა დროს ჩაცმა-დახურვა და კომფორტია?
რომ არა ბუხარინის დამარცხება და სტალინის მტკიცე ხელი ინდუსტრიალიზაციის პერიოდში, საბჭოეთი ჯერ კიდევ 1930 წელს ჩამოიშლებოდა, თუმცა ეს არ მოხდა...“
  მოლოტოვს სულ ცოტა დააკლდა, რომ საკუთარი თვალით ენახა, როგორ ჩამოიშალა ის ქვეყანა, რომელიც სტალინმა ფანტასტიკური ძალისხმევის შედეგად ააშენა“.

скачать dle 11.3