კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№42 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რას ნიშნავს გამოთქმა: „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“?
პასუხი: ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მაცხოვარმა, იესო ქრისტემ ჯვარზე განცდილი საკუთარი სიკვდილით ის სიკვდილი დათრგუნა, რომლითაც ადამის სახით იყო დასჯილი კაცობრიობა ცოდვით დაცემისთვის. მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრით გამოიხსნა კაცობრიობა „ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან“ და თუ ფიზიკურ სიკვდილს ჯერ კიდევ აქვს კაცობრიობაზე ხელმწიფება, იესო ქრისტეს აღდგომით სულიერი სიკვდილი დამარცხებულია.
კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებლური სარწმუნოება ქელეხს – გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ სუფრის გაშლას?
პასუხი: წინათ გარდაცვლილის სახელზე შლიდნენ სუფრას გლახაკთათვის და უპოვართათვის, რათა ისინი დაეპურებინათ და ამით შეწეოდნენ თავიანთი მიცვალებულის სულს. ახლანდელი ქელეხები სრულიად განსხვავებულია და ნაირ-ნაირი კერძებით უხვად დახუნძლული სუფრით ახლობლებსა და ნათესავ-მეგობრებს უმასპინძლდებიან, რაც ხშირად მხიარულებასა და ღრეობაშიც კი გადაიზრდება ხოლმე, რაც დაუშვებელია. მიცვალებულის სახელზე გადახდილი ქელეხი ღვთის შიშითა და კეთილწესიერებით უნდა გამოირჩეოდეს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ერთმა ადამიანმა იტვირთოს მეორის ცოდვები და ამით მას მდგომარეობა შეუმსუბუქოს, მაგალითად, დედამ – შვილის?
პასუხი: სხვისი ცოდვების ტვირთად აღება მხოლოდ მაცხოვარს შეეძლო. ყველა მოკვდავი კი თავად აგებს პასუხს საკუთარ ცოდვებზე. სხვისი ცოდვების ტვირთვა დაუშვებელია.
კითხვა: მტკივნეულია თუ არა სულის სხეულთან გაყრა?
პასუხი: ეს დანამდვილებით არცერთმა მოკვდავმა არ იცის, თუმცა, თუ ადამიანს აქვს რწმენა, როგორც დედის ტკივილი იცვლება უდიდესი სიხარულით ჩვილის გაჩენის შემდეგ, ისევე შეიცვლება ადამიანის სულის სხეულთან გაყრის ტკივილიც სასუფეველში მოხვედრის შემდეგ, სადაც არის სამუდამო სიცოცხლე. თუ ადამიანი რწმენით იცხოვრებს და სიკეთის ქმნით მოემზადება მარადიული ცხოვრებისთვის, ამქვეყნიდან წასვლის წუხილიც სამუდამო სიხარულით შეიცვლება. შეგვიძლია, გავიხსენოთ წმიდანები, რომლებიც ღვთის რწმენით იმდენად იყვნენ სავსენი, რომ სხეულის სულთან გაყრის დროს სახეზე სიხარული ჰქონდათ აღბეჭდილი – უფალი მათთან იყო. უფალი არის იმ ადამიანთან, ვინც ამქვეყანას ტოვებს.
კითხვა: რამდენად კეთილი საქმეა გარდაცვლილი ახლობლისთვის „ფსალმუნების“ კითხვა და ყველასთვის შეიძლება თუ არა მათი წაკითხვა?
პასუხი: „ფსალმუნების“ კითხვა ძალიან კეთილი საქმეა გარდაცვლილთათვის, თუმცა ყველასთვის მათი წაკითხვა არ შეიძლება. გაითვალისწინეთ, „ფსალმუნებს“ ვერ წაიკითხავთ თვითმკვლელებისთვის, ურმუნოთათვის, მოუნათლავთათვის და სხვა სარწმუნოების პირთათვის.
скачать dle 11.3