კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როდის არის სიყვარული იმედგაცრუება და რა ეშლებათ წყვილებს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  სიყვარული არის კეთილშობილური ურთიერთობა, როცა ადამიანებს ერთმანეთისთვის ცხოვრება აბედნიერებთ, მაგრამ ყოველთვის ასე მარტივად არ არის. სიყვარული ნამდვილად არის ნაზი, თუმცა დროთა განმავლობაში ის ხშირად ძალადობრივი და საშიში პროცესი ხდება, რომელიც ორივე ადამიანს მოიცავს. ეს არის ბრძოლის, სიმართლის ძიებისა და ამ სიმართლის ერთმანეთისთვის გამხელის პროცესი. იმ ემოციებს შორის, რაც სიყვარულს ახასიათებს, არის როგორც სიმშვიდე, ისე გაღიზიანებაც, მღელვარებისა და შიშის მონაცვლეობა, აღფრთოვანება და იმედგაცრუება, ლტოლვა და გარდაუვალი დანაკარგის მოლოდინი – ზუსტად ასე ახასიათებენ  ფსიქოლოგები სიყვარულს. იმასაც აღნიშნავენ, რომ ჩვენ გვიყვარდება არა მხოლოდ ადამიანი, რომელიც მთლიანად სხვაა ჩვენთვის, არამედ ის ფანტაზიაც, რომლის მიხედვითაც უნდა შევავსოთ ჩვენთვის მიუწვდომელი და უცნობი ადგილები, რომლებიც მის შინაგან სამყაროში არსებობს. და რა ხდება? ვიყვარებთ, რომ ვინერვიულოთ და საზრუნავი მოვიმატოთ? საქმე ისაა, რომ სიყვარულის გარეშეც  არ გვინდა ცხოვრება.
  თაკო (29 წლის): მეუბნებოდნენ, ყოველი სიყვარულის ისტორია იმედგაცრუების ისტორიააო...  ეს მყიფე გრძნობაა, რომელსაც გართულებები ახასიათებს. ცხოვრება კი მასთან  ერთადაც რთულია და მის გარეშეც. მე მაინც მერჩივნა, სიყვარულით გავთხოვილიყავი. გულახდილად გეტყვით, დიდად არ მჯეროდა სტერეოტიპების.
–  უფრო იმის გჯეროდათ, რომ  სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაგყვებოდათ?
– დიახ. ჩვენ რატომ შევიყვარეთ? –  იმიტომ, რომ   გვსურდა, გვერდით ვინმე გყოლოდა, ჩვენზე ეფიქრა. რაღაცის დანაკლისს  ვგრძნობდით და ერთ დღეს ცხოვრება იცვლება. უცებ ვიგრძენით, რომ რასაც ვეძებდით,  ვიპოვეთ.   ყოველ შემთხვევაში,   მე ზუსტად ეს ვიგრძენი, როცა ჩემი მომავალი ქმარი გავიცანი.    ისეთი ბედნიერი ვიყავი, მიწაზე ფეხს აღარ ვადგამდი. თითქოს დავფრინავდი.
– მისგანაც მოდიოდა იგივე მუხტი?
– იცით, ძნელია, სხვა ადამიანის გრძნობებზე ილაპარაკო, იმაზე, თუ რას განიცდის ის შენ გვერდით.
– არ ლაპარაკობდით თქვენს გრძნობებზე?
– არა. შეიძლება ეს შეცდომა იყო, მაგრამ იმდენად აშკარა იყო ურთიერთსიყვარული, რომ უფრო მომავალზე ვლაპარაკობდით, ვიდრე მე მეტად მიყვარდა თუ იმას უფრო ვუყვარდი.  ზოგადად, ძალიან უცნაურია ჩვენი ცხოვრება და სიყვარულიც. ველოდებით ვიღაცას, თუმცა სანამ გამოჩნდება, არ ვიცით, ვის. ის ხომ სრულიად უცხოა, სანამ ყველაზე ახლობელი გახდება. და შევხვდით კი სწორედ იმ კონკრეტულ ადამიანს, ვის დანაკლისსაც განვიცდიდით, ვინც გვჭირდებოდა?
– ვერავინ იქნება იმის გარანტი, რომ  ადამიანი, რომელიც გიყვარდება, ნამდვილად შენი ოცნების ადამიანია.
– დიახ. და ეს იმიტომ ხდება, რომ  იქამდე ოცნებობდი მასზე, სანამ შეგხვდებოდა. მაგრამ საკმარისია შეგიყვარდეს, რომ ყველაფერი იცვლება. უკვე  ფიქრობ, რომ მთელი ცხოვრებაა იცნობ, თუმცა ამავდროულად, საკმაოდ უცხოც არის შენთვის. ანუ  ისინი –  ჩვენი მეორე ნახევრები,  „ნაცნობი უცნობი“ სხეულები არიან.  და ეს აუცილებლად იჩენს თავს ოჯახურ ცხოვრებაში. მე უკვე მჯერა, რომ მყარ ოჯახს ის წყვილები ქმნიან, რომლებიც ჯერ მეგობრები იყვნენ.
– შეყვარებულები ერთმანეთის მეგობრებიც არ  უნდა იყვნენ?
– უნდა იყვნენ, მაგრამ, როცა ურთიერთობა შეყვარებით იწყება,  დამეგობრებას, მის კარგად გაცნობას ვეღარ ახერხებ. მაშინვე სუბიექტური ხდები მის მიმართ. ვისაც ძალიან ყვარებია, ის დამეთანხმება, რომ ამ დროს რეალობის აღქმას კარგავ.  ანუ, შესაძლებელია, პარტნიორი სულაც არ იყოს ისეთი, როგორადაც წარმოგიდგენია. რაც მეტად ვაიდეალებთ ჩვენი სიყვარულის ობიექტს, მით მწარეა ხოლმე იმედგაცრუება და აქედან მოდის ოჯახური კონფლიქტებიც. უნდა იცოდე, ვისთან ერთად იწყებ ცხოვრებას და ყალბი მოლოდინებიც არ გექნება. შეყვარებული  კი ამდენს ვერ ხვდები.
– იმის თქმა გინდათ, რომ უკეთესია, თუ სიყვარულით არ გათხოვდები?
– სიყვარულის გარეშე ადამიანის გვერდით ხანგრძლივად ცხოვრება მე ვერ წარმომიდგენია. ეს უარესი ტანჯვაა. თუმცა, იმედგაცრუებაც არანაკლები სტრესია.  ვფიქრობ, როგორმე უნდა მოახერხო და რაციონალობა შეინარჩუნო. ანუ, უნდა გიყვარდეს, მაგრამ სწორადაც უნდა შეაფასო, ვინ გიყვარს. კარგად უნდა დააკვირდე მის ჩვევებს, ხასიათს, სტილს, მანერებს. ეს ყველაფერი შენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება და უნდა იცოდე, რისი ყურება მოგიწევს ცხოვრების ბოლომდე.  თუ შენი შეყვარებული რომანტიკული ბუნების არ არის, ქმარი რომ გახდება სიურპრიზებით  არ გაგანებივრებს და მოთხოვნასაც არ ექნება აზრი. თუ კინოში და თეატრში ძალით მიგყავდათ, ცოლად რომ შეგირთავთ, მერეც არ გამოიქცევა ხალისით. აი, წარმოიდგინეთ, სავარძლისგან რომ თვითმფრინავის გაკეთება მოინდომოთ და გაბრაზდეთ, კარგად რატომ არ დაფრინავსო. მე საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ იმედგაცრუების მსხვერპლი გავხდი. ზედმეტი მოლოდინები არ უნდა მქონოდა. რაზეც სიყვარულით გადარეული თვალებს ვხუჭავდი, კარგად უნდა დამენახა და მომზადებული დავხვედროდი.  

скачать dle 11.3