კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 „ციფრული ექიმი“ დიაგნოზს სახლიდან გაუსვლელად დაგისვამთ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  DigitalMed პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტია მედიცინაში, რომლის შემქმნელიც 20 წლის გეგა თათულიშვილია. „ციფრული ექიმი“ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს დაგეხმარებათ – დიაგნოზსაც დაგისვამთ, კონკრეტულ ექიმთანაც გადაგამისამართებთ და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობასაც დაგინიშნავთ. ქართულ ინტერნეტსივრცეში „ციფრული ექიმი“ უკვე ერთი წელია, არსებობს და უამრავი მომხმარებელი ჰაყვს. DigitalMed-მა არაერთი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. უფრო დაწვრილებით „ციფრული ექიმის“ შესახებ, გეგა თათულიშვილი გვესაუბრა.
  გეგა თათულიშვილი: ვსწავლობ BTU-ში ფინანსების ფაკულტეტზე. ბავშვობიდან მიყვარს ბიოლოგია, ყოველთვის ვცდილობ, გავიგო რაღაც ახალი და ხშირად ვეცნობი უახლეს კვლევებს მედიცინის მიმართულებით. იმის გამო, რომ ეს სფერო მაინტერესებდა, ხელოვნური ინტელექტის კუთხითაც შემეძლო რაღაც სიახლეების მოფიქრება და მათემატიკაც კარგად მესმოდა, დავწერე ალგორითმები და DigitalMed ორი მიმართულებით განვავითარე: დიაგნოსტიკური და საგანმანათლებლო.
– როდის და რატომ დაიბადა  „ციფრული ექიმის“ შექმნის იდეა? რა რესურსი და დრო დაგჭირდათ მის შესაქმნელად?
– იდეა დიდი ხანია, მაქვს. პირველ კურსზე ვიყავი, პროექტზე მუშაობა რომ დავიწყე. ყველაზე დიდი დრო მონაცემთა ბაზის შექმნას მოვანდომე. მანქანისთვის უნდა მესწავლებინა ქართული ენა, სპეციფიკური, სამედიცინო ტერმინებით და ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. სამედიცინო ენციკლოპედიები ვთარგმნე და ამ ბაზაში შევიტანე.
– უფრო კონკრეტულად – რა დანიშნულება აქვს და რამდენად მარტივია მისი გამოყენება?
– DigitalMed სპეციალური ალგორითმით შექმნილი პროდუქტია, რომელიც სრულიად განსხვავებული და ახალი მიდგომით ანაცვლებს დიაგნოსტიკის, ექიმთან კონსულტაციის პროცედურებს, სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობებსა და სხვა პროცესებს. უნიკალური პროდუქტი – ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში, თვითგანვითარებადია, მუშაობს მეგამონაცემთა ანალიზზე და დაფუძნებულია ხელოვნურ ნეირონულ ქსელზე. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო დანიშნულებითაც, რადგან ის აერთიანებს სამედიცინო სფეროში დაგროვილ ცოდნას, უახლეს კვლევებსა და მიღწევებს. მუდმივად განახლებადია და უალტერნატივოა სხვა საგანმანათლებლო პორტალებთან შედარებით. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება, სწრაფად გამოვავლინოთ დაავადებები. მინდა, სანამ ადამიანი ექიმთან მივა, დაახლოებით მაინც ჰქონდეს წარმოდგენა, რა შეიძლება, სჭირდეს. ადამიანების ძალიან დიდ პროცენტს თავის დროზე რომ მიექცია რაღაც სიმპტომებისთვის ყურადღება, ჯანმრთელობის კუთხით, ბევრად უფრო კარგი მდგომარეობა გვექნებოდა ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, ადამიანს რომ რამე აწუხებს, ხშირია შემთხვევა, როცა „გუგლში“ სიმპტომების მიხედვით ეძებს დაავადებებს და პანიკაში ვარდება, რადგან სჯერა, რომ რაღაც საშინელება სჭირს. თუმცა, უკვე არსებობს ვირტუალური ასისტენტი DigitalMed, რომელსაც შეუძლია, დაამშვიდოს
ადამიანები ან დააკვალიანოს, რა სჭირთ და როგორ მოიქცნენ. მომხმარებელს ვირტუალურ ასისტენტთან კომუნიკაცია „მესენჯერის“ საშუალებით შეუძლია. ასევე, შეუძლია შევიდეს საიტზე digitalmed.ge, სადაც წაიკითხავს ძალიან კარგ, განსხვავებულ, საინტერესო და რაც მთავარია, სანდო სტატიებს.
– რა სირთულეებს გადააწყდით მუშაობის პროცესში?
– ქართული ენა მანქანისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ინგლისურთან შედარებით, ჩვენი გრამატიკა გაცილებით რთულია, თუმცა გაძლიერებული სწავლების მეშვეობით მივაღწიე შედეგს, რომ მას იდეალურად ესმის ქართული ენა.
– მაინც მედიცინაზე ვსაუბრობთ და შესაძლებელია, „ციფრულმა ექიმმა“ არასწორი დიაგნოზი დასვას?
–  არასწორი რეკომენდაციის გაცემის რისკების გამოსარიცხად, გადაწყდა, რომ DigitalMed, საწყის ეტაპზე მაინც, მომხმარებლებს შედარებით ვიწრო მიმართულებით გაუწევდა პირველად დიაგნოსტირებას, თუმცა კი, 100-პროცენტიანი სიზუსტით.
– ძირითადად, რა ჩივილებით მიმართავენ „ციფრულ ექიმს“?
– DigitalMed -მა უამრავ ადამიანს დაუსვა ზუსტი დიაგნოზი. მათ შორის, შაკიკი, თვალის დაავადებები – ახლომხედველობა (მიოპია), შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია), ასევე, კერატოკონუსი, ოსტეოქონდროზი, პანკრეატიტი, ციროზი, ჰეპატიტი, აბსცესი, ტოქსიკოინფექცია; CO-თი მოწამვლა, კუჭის პერფორაცია, პოლიროსპაზმი, გასტრიტი, ფსორიაზული და რევმატოიდული ართრიტები, შუა ყურის ანთება, კვანძოვანი ერითემა, დალტონიზმი, ამბლიოპია და ანგინა. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომლების იდენტიფიცირებაც DigitalMed-მა ელექტრონულად მოახერხა. ამ პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი დაავადებებიდან, ყველაზე მეტად აღსანიშნავია ანევრიზმის დიაგნოზის დასმა და ინფარქტის იდენტიფიცირება. იყო შემთხვევა, როდესაც DigitalMed-მა აღმოაჩინა პაციენტში ინფარქტის ნიშნები და პრაქტიკულად, სიკვდილს გადაარჩინა.

скачать dle 11.3