კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ გამოაგდო ლუკინო ვისკონტიმ სერგო ზაქარიაძე კინოსინჯებიდან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  1961 წელს, როდესაც „ჯარისკაცის მამა“ ჯერ კიდევ არ იყო გადაღებული და სერგო ზაქარიაძეს მსოფლიო არ იცნობდა,  მოსკოვში ცნობილი იტალიელი კინორეჟისორი ლუკინო ვისკონტი თავის ახალი ფილმისთვის მსახიობებს ეძებდა და კინოსინჯები ჰქონდა. გენიალურ კინორეჟისორს მხოლოდ ქალის მთავარი როლის შემსრულებელი ჰყავდა – ასევე გენიალური იტალიელი, ულამაზესი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი, რომელიც მაშინ 27 წლის იყო. ვისკონტი 50-55 წლის ჭარმაგ მსახიობ მამაკაცს ეძებდა, რომელიც სცენარის მიხედვით, ახალგაზრდა გოგონას (სოფი ლორენს) ეარშიყება და როდესაც რეჟისორს საბჭოთა მსახიობების სურათები უჩვენეს, მან უსიტყვოდ აირჩია 52 წლის სერგო ზაქარიაძე.
  ბატონი სერგო სასწრაფოდ გამოიძახეს მოსკოვში. ვისკონტიმ მას აუხსნა, რომ მსუბუქი ინტიმური სცენა უნდა გადაეღო. ზაქარიაძე სოფი ლორენს უნდა მოფერებოდა და ეკოცნა. ბატონი სერგო ცნობილი მექალთანე იყო და ბუნებრივია, რომ 27 წლის სუპერვარსკვლავი ქალისადმი გულგრილი არ დარჩებოდა. ამიტომ, სულ რაღაც ნახევარწუთიანი სცენის გადაღებას ოცდაათი დუბლი დასჭირდა. ვისკონტის არცერთი არ მოეწონა. ბატონი სერგო „დაბრაკა“ და მას უნიჭო მსახიობი უწოდა. საქმე კი ის იყო, რომ როდესაც საქმე კოცნამდე მიდიოდა, ბატონი სერგო მთელ ვნებას ატანდა და მას სოფია ლორენიც ჰყვებოდა, ანუ მოსწონდა ეს პროცესი... თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ვისკონტის მიერ გამოგდებული ზაქარიაძე კიდევ ორი კვირა დარჩა მოსკოვში, სანამ იქ სოფი ლორენი იმყოფებოდა. რამდენჯერმე ისინი რესტორანში ერთადაც კი ნახეს, შემდეგ რა და როგორ იყო, უკვე უცნობია.

скачать dle 11.3