კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა ტალღაზე უნდა გადააწყოთ საკუთარი ვიბრაცია, რომ ნატიფ სამყაროში შეაღწიოთ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  რა არის ნატიფი სამყარო? – მასზე, ალბათ, ბევრს სმენია, მაგრამ მისი არსის ახსნა ცოტას თუ შეუძლია. ფიზიკური სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, რასაც შევიგრძნობთ და ვხედავთ „უხეშ მატერიადაა“ მიჩნეული, ხოლო ამ „უხეშის“ მიღმა ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა სიმჭიდროვის (ანუ, ენერგეტიკული დონის)  ნატიფ სამყაროთა ერთობლიობაა ასხმული. ყოველი ნატიფი სამყაროს სიმჭიდროვე განსაზღვრული დონითა და ამ სიმჭიდროვის ენერგეტიკული ვიბრაციით გამოირჩევა. გასაგები რომ გახდეს, რა დონის ვიბრაციაზეა ლაპარაკი, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ფიზიკური სამყაროს ენერგიის ვიბრაციის დონე დაბალია და შესაბამისად, მატერიაც მჭიდროა. თუ რა სახის ნატიფი სამყარო არსებობს და რა შესაძლებლობებს უხსნის ის ადამიანს, თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი თამაზ გ.
– რა სახის ნატიფი სამყარო არსებობს?
– გარდა ფიზიკურისა, არსებობს ნატიფი სამყარო, რომელიც არის: ეთერული, ენერგეტიკული, მენტალური, ემოციური, ასტრალური და უმაღლესი დონის. ეთერული ნატიფი სამყაროს ენერგეტიკული ვიბრაცია ბევრად სწრაფია, ვიდრე – ფიზიკური, ხოლო ყოველი მომდევნო შრის ენერგია კიდევ უფრო აქტიურდება. ამიტომაცაა ის ძნელად აღსაქმელი. მხოლოდ ზემგძნობიარე ადამიანებს შეუძლიათ ნატიფი სამყაროს გამოსხივების აღქმა. აღსანიშნავია, რომ ნატიფი სამყაროს ელექტრომაგნიტური გამოსხივება მნიშვნელოვნად იცვლება სხვადასხვა პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რელიგიურ მიმდინარეობათა მკვლევრები შეჯერდნენ ნატიფ სამყაროთა ურთიერთქმედების შემდეგნაირ სურათზე: იესო და დედა ღვთისმშობელი განეკუთვნებიან ნატიფი სამყაროს უმაღლეს შრეებს და დღესასწაულებზე – ნათლისღების, შობის, ღვთისმშობლის შობისა და სხვა დღეებში ზეციერთა სხეულის მაგნიტური საფარი ჩვენს სიახლოვეს ეშვება (უფრო სწორად, ჩამოიღვენთება), ხოლო ადამიანის სხეულის მაგნიტური შემადგენლობა მის შესახვედრად ქვევიდან ისწრაფვის... და როცა იესოსა და ღვთისმშობელს მივმართავთ – ამ მაგნიტური მიზიდულობის საშუალებით ახდება ხოლმე ჩვენი სურვილები.
– მეცნიერება რა აზრისაა ამის შესახებ?
– ამ ტიპის ახსნა მეცნიერებისთვის შეიძლება, გულუბრყვილოა, მაგრამ არც სხვაგვარი, უფრო რეალური განმარტება ჩანს ჯერჯერობით ნატიფ სამყაროსთან მიმართებით. ვიმედოვნებ, მალე დადგება დრო, როცა უფრო მეტს შევიტყობეთ ამ ფენომენის შესახებ. ჯერჯერობით კი, მკვლევრები ამბობენ, რომ ნატიფი სამყარო უდავოდ, მეტ შესაძლებლობებს იძლევა ვიდრე – ფიზიკური. ნატიფ სამყაროში მოგზაურობა ასტრალური სხეულის საშუალებით ხდება. ამისთვის კი არსებობს სპეციალური მეთოდიკა, რითაც საკუთარი ასტრალური სხეულის მართვასა და მისი იმ აუცილებელი ენერგიით შევსებას შეძლებთ, ნატიფ სამყაროში გასვლისთვის რომ დაგჭირდებათ. ზოგიერთი ეზოთერიკოსი ამტკიცებს, რომ ასტრალში გასვლისთვის სხეულიდან გასვლა არ არის საჭირო – სხეულიდან გასვლისას ადამიანი მაინც ფიზიკურ სამყაროში რჩება, მაგრამ სხეულის გარეშე. მას შეუძლია მოგზაურობა, საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა და იმავდროულად, ფიზიკურ სამყაროში დარჩენა. ასტრალში გადასასვლელად სხეულის დატოვება კი არ არის საჭირო, არამედ, უნდა შეიცვალოთ ირგვლივ არსებულისა და საერთოდ, სამყაროს აღქმის უნარი. ამისთვის კი, როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, აუცილებელია: კონცენტრაცია, მედიტაცია, შინაგანი დიალოგის შეწყვეტა და სხვა მრავალი... ანუ, მთავარი ამ ქმედებებში – საკუთარი ვიბრაციის იმ ნატიფი სამყაროს ტალღაზე გადაწყობაა, სადაც შეღწევას აპირებთ. ნატიფ სამყაროში ადამიანი შეიძლება შეხვდეს უცნობ უცნაურ არსებებს, მოხვდეს ამოუხსნელ გარემოში. ამ სამყაროში გადასვლისას კი ადამიანმა შეიძლება ისეთი მოულოდნელი შეგრძნებები განიცადოს, როგორიცაა: მკვეთრი აღმასვლა ან დაცემა, ძლიერი ვიბრაცია, მოესმას ხმამაღალი ბგერები ან გუგუნი, იგრძნოს, რომ სწრაფად ტრიალებს. ასეთი შეგრძნებების მიზეზი ფიზიკური სამყაროს ვიბრაციის მასზე მაღალი რეგისტრით შეცვლაა, რაც იოლი აღსაქმელია არ გახლავთ. არის შემთხვევები, როცა ადამიანი ნატიფ სამყაროში გააზრებული სიზმრიდან გადადის.
– რატომ სურს ადამიანს ნატიფ სამყაროში გადასვლა?
– ნატიფ სამყაროში ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა: მას შეუძლია შეცვალოს არსებული რეალობა მხოლოდ აზროვნების ძალით და მერე ამ ცვლილებათა შედეგს დააკვირდეს – ეს კი ძალზე მაცდუნებელია.
– რა ხდება იქ, ნატიფ სამყაროში?
– მრავალფეროვანია ნატიფ სამყაროთა ბინადარების სია და ესენია: ავი თუ სახლის სულები, ანგელოზები და დემონები, ადამიანთა და სხვა არსებათა სულები... ყოველი მათგანისთვის ნატიფ სამყაროში თავისი ვიბრაციის ნიშა და დონეა განსაზღვრული. მოცემული სამყარო დაყოფილია მრავალ შრედ და ერთი შრიდან მეორეზე გადასვლა ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა, პარანორმალური მოვლენების მკვლევართა აზრით, ნატიფ სამყაროში გასვლა მნიშვნელოვნად აფართოებს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმის შესაძლებლობას და საოცარი შანსია: მოვლენათა სასურველი მიმართულებით კორექტირების, წარსულისა და მომავლის დანახვის, ავადმყოფობებისგან განკუნებისთვის... ეზოთერიკოსების აზრით, ვისაც ფაქიზ სამყაროსთან მუშაობა შეუძლია, აზროვნებისა და სულის ჭეშმარიტებას შეიცნობს და აღარც სიკვდილის შიში აქვს. მას უკვე მშვენივრად ესმის რეინკარნაციის არსი და სამყარო მის ირგვლივ უფრო გასაგები და შეცნობადი ხდება.


скачать dle 11.3