კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ფერები და სიყვარული

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, რადგან გარკვეული კავშირი აქვთ ადამიანის ფსიქიკასთან, გავლენას ახდენენ მასზე და ზოგჯერ განსაზღვრავენ კიდეც ადამიანის მომავალს. აირჩიეთ საყვარელი ფერი და ამ ტექსტით გაიგებთ,  რა გელით სიყვარულში.
* ჟოლოსფერი – არასდროს წამოიწყებთ ურთიერთობას მხოლოდ იმის გამო, რომ მარტო არ იყოთ. აიდეალებთ პარტნიორს და თავით ეფლობით სიყვარულში.   თქვენ გჭირდებათ მონათესავე სული, ადამიანი, რომელიც თქვენსავით, მზადაა, სიყვარულს მსხვერპლად შეეწიროს. თქვენ შეგეფერებათ პარტნიორი, რომელსაც მოსწონს ჟოლოსფერი, წითელი ან ნარინჯისფერი.
* წითელი – მუდმივად  ცდილობთ, პარტნიორზე იზრუნოთ, რათა თქვენი კავშირი უფრო მყარი გახდეს. ერთდროულად ნაზიც ხართ და ვნებიანიც. სიყვარული ენერგიისა და ძალის აღდგენაში გეხმარებათ. გჭირდებათ პარტნიორი, რომელსაც კომფორტს შეუქმნით და მას საკუთარ თავს მიუძღვნით. ეს შეიძლება იყოს ლურჯი, იისფერი ან მწვანე ფერების მოყვარული  ადამიანი.
* ნარინჯისფერი – იმპულსური და ენერგიული ხართ, გჭირდებათ პარტნიორი, რომელსაც უყვარს თავგადასავლები, აქტიურია, არ ართულებს სიტუაციას და არც მოწყენის საშუალებას მოგცემთ. თქვენ შეგეფერებათ ის, ვისაც  ნარინჯისფერი, ლურჯი ან წითელი მოსწონს.
* ყვითელი –  გიყვართ  ფლირტი. მოგწონთ, როცა თქვენით აღფრთოვანებულები არიან. დიდ ყურადღებას აქცევთ პარტნიორის მანერებს, სტატუსს, სამოსს. გონებით მოქმედებთ და არა ემოციებით. თქვენ გჭირდებათ ძლიერი პარტნიორი, რომელთანაც საზოგადოებაში იბრწყინებთ – ანუ, ისინი ვისაც ყვითელი და იისფერი მოსწონთ..
* მწვანე – შეყვარებული საოცრად გულუბრყვილო და მიამიტი ხდებით. მთელი გულით ეძლევით სიყვარულს. ცდილობთ, პარტნიორისთვის კარგი მეგობარიც იყოთ. მოგეწონებათ სენტიმენტალური და  მგრძნობიარე ადამიანი. კარგად გაგიგებთ ლურჯი, წითელი, ან მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები.
* ლურჯი – მგრძნობარე ხართ, გრძნობებს ორიგინალურად გამოხატავთ. სიყვარული თქვენთვის აღმაფრენა უნდა იყოს. საინტერესო და  მგრძნობიარე პარტნიორი გესაჭიროებათ, რომელიც დააფასებს თქვენს ამ თვისებებს. შეარჩიეთ პარტნიორად ის, ვისაც მოსწონს ჟოლოსფერი, წითელი ან ნარინჯისფერი.
* იისფერი – შეგიძლიათ, სიტუაციისა და ადამიანების მართვა, გადაწყვეტილების მიღება და არჩევნის გაკეთება.  სასიყვარულო საკითხში ფრთხილი ხართ. მოგწონთ მყარი კავშირი და პარტნიორის ჩარჩოში მოქცევა. თქვენ გჭირდებათ  რბილი და თავშეკავებული პარტნიორი, რომლის საყვარელი ფერია წითელი, ყვითელი ან ჟოლოსფერი.
* ნაცრისფერი – მგრძნობიარე და სათუთი ხართ. სხვის განცდებს საკუთარივით აღიქვამთ. გჭირდებათ მგრძნობიარე და გამოცდილი პარტნიორი.  ჰარმონიულ კავშირს შექმნით მწვანეს, ჟოლოსფერის ან ლურჯის მოყვარულ ადამიანთან.

скачать dle 11.3