კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№41 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: რისგან შეიძლება, იყოს გამოწვეული თმის მომატებული ცხიმიანობა და რა გამოსავალი არსებობს?
პასუხი: ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუმცა, არსებობს ბევრი საშუალება, რომელიც ცხიმიანი თმის პრობლემას მოგიგვარებთ და თქვენს თმას ბზინვარებას დაუბრუნებს. პირველ რიგში, შეარჩიეთ შამპუნი ცხიმიანი თმისათვის. შამპუნის ეფექტურობის ხარისხი გაიზრდება მაშინ, თუ მას თავზე 5 წუთის განმავლობაში გაიჩერებთ და შემდეგ ჩამოიბანთ. არ გამოიყენოთ კონდიციონერები, რომელიც ზეთს შეიცავს. თმებში ცხიმიანობის მომატება, ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს თავის კანში მოთავსებული ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით, რაც შეიძლება იყოს ჰორმონული დარღვევების, არასწორი კვებისა და სხვა პრობლემების შედეგი. გაითვალისწინეთ, რომ ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით მავნებელია, რადგან სითბო აძლიერებს ჯირკვლების მუშაობას და უფრო მეტი ცხიმი გამოიყოფა. კარგია, თუ დაბანამდე, 3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზელთ ალოეს წვენს. ცხიმიანი თმისთვის, ასევე, კარგია კვერცხის გული, რადგან ის შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას. კვერცხის გულში შკურიეთ 2 ჩაის კოვზი სპირტი და 2 ჩაის კოვზი წყალი. კარგად გადაურიეთ და შეიზილეთ. გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
კითხვა: გადავწყვიტე, ბიკინის ზონაში ეპილაცია გავიკეთო. მითხრეს, ძალიან მტკივნეულიაო, მე კი, ემოციური ვარ და რას მირჩევთ, რა გავითვალისწინო, რომ ტკივილი შევამცირო?
პასუხი: ვიზიტამდე 45 წუთით ადრე დალიეთ ერთი აბი ტკივილგამაყუჩებელი. ეს შეამსუბუქებს ეპილაციისგან გამოწვეულ ტკივილს. არ დაგეგმოთ ეპილაციის პროცედურა მენსტურაციის წინა დღეებში, რადგან ამ დროს კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა. შეეცადეთ, მინიმუმ, 4 დღით ადრე მაინც გაიკეთოთ. მისი გაკეთების მერე კი, მოერიდეთ ვარჯიშს, რათა არ გაოფლიანდეთ და ბაქტერიების შეჭრა აიცილოთ თავიდან.


скачать dle 11.3